• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სამართალს ვეღარსად ვიპოვით – ამ კანონით მინისტრი პროკურორიც იქნება და მოსამართლეც”

ალია ავტორი - ალია
15:00 06-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

დღეს გამართულ ბრიფინგზე “ევროპული საქართველოს” წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა:

“მთავრობამ მოამზადა ჯანდაცვის კანონმდებლობაში ცვლილებების ისეთი პაკეტი, რომელიც 520-ე დადგენილების ლოგიკური გაგრძელებაა და რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავებს ფინანსურ პრობლემებს ჯანდაცვის სისტემაში, აუცილებლად გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების გაკოტრება-დახურვა-შერწყმას, სამედიცინო პესონალის უმუშევრობას და/ან შემოსავლის შემცირებას, გაზრდის კორუფციის რისკს მაკონტროლებელ ორგანოებში. ეს ყველაფერი გადატყდება პაციენტზე, მის ჯანმრთელობასა და ჯიბეზე.

მომზადებული ცვლილებებით ჯანდაცვის სამინისტრო არ სჯერდება მარეგულირებლისა და მაკონტროლებლის ფუნქციებს და იმ ფუნქციებსაც ითავსებს, რასაც აქამდე სასამართლო ახორციელებდა. “იქიდან გამომდინარე, რა ურთიერთობაც ჯანდაცვისა სამინისტროს სამედიცინო სექტორთან ბოლო წლების განმავლობაში ჩამოუყალიბდა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამინისტრო სამედიცინო სექტორის პროკურორიც იქნება და მოსამართლეც, სექტორის კი სამართალს ვეღარსად იპოვის.

შემაშფოთებელია, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები 520-ე დადგენილებით მიღებული ზარალზე საუბრობენ და ამ დროს მთავრობა მათი დასჯის ახალ მექანიზმებს ქმნის. ახალი კორონავისრუსის ეპიდემიის პირობებში, მთავრობა, პირიქით, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებაზე უნდა ზრუნავდეს და არა მის დასუსტებაზე.

აქამდე ჯანდაცვის სიტემის “ქართული ოცნების” მიერ 2013 წელს შემოღებული დაფინასების მოდელმა მიგვიყვანა. გამოსავალი არის სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება, რომელიც ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს მათთვის სამართლიან კონკურენციას, პაციენტებისათვის კი – ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.

ოღონდ სამედიცინო სექტორს იმავდროულად სჭირდება გარანტია, რომ სადაზღვევო მოდელზე დაბრუნება მოხდება გააზრებულად, გეგმაზომიერად, ყველასთან შეთანხმებით და ეტაპობრივად, და სახელმწიფო იქნება მიუკერძოებელი არბიტრი სადაზღვევო და სამედიცინო სექტორებს შორის და არა დასჯაზე ორიენტირებული პრკურორი,”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თბილისური ბროწეულები“ გაიმართა

19:04 09-30-2026
მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში
ახალი ამბები

მორიგი ჯილდო The Digital Banker-ისგან – საუკეთესო საკრედიტო ბარათი მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში

15:58 09-30-2026
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს

13:58 09-30-2026
თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

13:24 09-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved