• რეკლამა
  • კონტაქტი
19:00, შაბათი, 9 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთში რატომ ვერ ხერხდება რევოლუცია, ოხლოსის ამბოხი ყაზახეთის მსგავსად? განა რუსული ოხლოსი რაიმეთი უკეთესია ყაზახურ ან ყირგიზულ ოხლოსზე?” – დათო გამცემლიძე

ალია ავტორი - ალია
22:43 01-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

ჟურნალისტი, დათო გამცემლიძე:

“აქ მეგობარმა დაწერა ძალიან ნიშანდობლივი რამ: ნაზარბაევის მოდელმა(ც-!) არ გაამართლა პოსტსაბჭოურ სივრცეზეო.

100%! ნამდვილად არ(ც) მან გაამართლა

საერთოდ არც ერთმა მოდელმა არ გაამართლა და საბოლოოდ, დიდწილად რუსეთის პროვოცირებული და გაძლიერებული შიდა წინააღმდეგობებით ჩამოიშალა.

გამონაკლისია ორი: ბალტიის და აზერბაიჯანის.

სხვადასხვაა მაგრამ ამ საერთო მნიშვნელით ნამდვილად აღინიშნება.

რატომ?

იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში საგარეო მხარდაჭერა მათი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა, იყო ისეთი, იმ სიღრმის, იმ ხარისხის, იმ ინტენსივობის, რომ მათ თავის შენარჩუნება მოახერხეს.

ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის შემთხვევაში ეს იყო ევროპის და ამერიკის მხარდაჭერა. ჩვენ რომ ამის მეთედი გვქონოდა……იგულისხმება მათი ინტეგრირება ალიანსში, შემდეგ ევროკავშირში, სამხედრო ბაზების განლაგება, ბაზრების რეალური გახსნა, უდიდესი ინვესტიციები ევროკავშირის ბიუჯეტიდან ეკონომიკის რეალურ სექტორში (ეს არ აგვერიოს IMF და `მსოფლიო ბანკის` ფინანსურ დახმარებებში, რასაც ჩვენ ვიღებდით – სულ სხვაა) და ა.შ და ა.შ

აზერბაიჯანის შემთხვევაში კი ეს იყო თურქეთი – თურქეთთან უმჭიდროესი სახელმწიფოებრივი ინტეგრაცია ყველა სფეროში და მისი ინტენსიური გაძლიერება, რაც გამომჟღავნდა შარშან, მეორე ყარაბაღის ომის დროს, როდესაც აზერბაიჯანის სახელმწიფომ ქმედუნარიანობა თვალნათლივ დაადასტურა

ბოლო 8 წლის მანძილზე პუტინის რუსეთმა ყოფილი სსრკ ორი უძლიერესი `მოკავშირე რესპუბლიკის`, უკრაინისა და ახლა უკვე ყაზახეთის სახელმწიფოებრივ სისტემათა ჩამოშლა, მათი `წაქცევა` შეძლო.

არადა, სწორედ ყაზახეთისა და უკრაინის უძლიერეს საბჭოთა ელიტათა ჩუმი, უხმაურო საბოტაჟის შედეგად ვერ შეძლო გორბაჩოვმა ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება და სსრკ შენარჩუნება 1989-1991 წლებში. ელცინის როლი აქ სინამდილეში მეორეხარისხოვანი იყო და არა გადამწყვეტი, როგორც ზოგს ჰგონია

მანამდე სხვების ჩამოშლაც (საქართველოს ჩათვლით), ვისაც ერთის მხრივ ისეთი ინტენსივობის საგარეო მხარდაჭერა არ ჰქონდათ, ხოლო მეორეს მხრივ მთლად `ბელორუსული` მოდელიც არ აირჩიეს რუსეთზე ჩამოკიდებისა.

ეს არ შეგვეშალოს მეგობრებო: ლუკაშენკო მხოლოდ იმიტომაა `გონორზე` (ზოგჯერ) პუტინის მიმართ, რომ სტრატეგიულ პრობლემებს არ უქმნის სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში. და მის ყველა დიდ პროექტშიც მონაწილეობს დასავლეთის წინააღმდეგ. მაგალითად `ჰიბრიდული ომი` პოლონეთის საზღვარზე, ინტენსიური ერთობლივი სამხედრო მანევრები NATO-ს კართან და ა.შ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოღონდ უფრო თუ გავაღრმავებთ და გავართულებთ დისკურსს, სხვა კითხვაც ჩნდება: უკრაინა და ყაზახეთი რუსეთზე არანაკლებ რესურსებს ფლობენ, უზარმაზარი ქვეყნები არიან, რატომ და როგორ მოახერხა პუტინმა მათი ჩამოშლა?

რატომ ვერ შექმნეს მათ ქმედითი სახელმწიფოები?

`ავტორიტარიზმის გამო`? კი მაგრამ უკრაინის საბოლოო (!) ჩამოშლა (მანამდე სულ `ვარდნის` და ტურბულენტობის პროცესში იყო) ხომ სწორედ ავტორიტარიზმის მოშორების შემდეგ მოახერხა პუტინმა?

კიდევ უფრო დავაზუსტოთ: რუსეთში რატომ ვერ ხერხდება რევოლუცია, ოხლოსის ამბოხი ყაზახეთის მსგავსად? განა რუსული ოხლოსი რაიმეთი უკეთესია ყაზახურ ან ყირგიზულ ოხლოსზე? განა ყაზახეთში მეტი ხარისხით არსებობდა დამოუკიდებელი ემდია ან სოციალური ქსელები ვიდრე რუსეთში?

მაშ პუტინი როგორ და რანაირად ინარჩუნებს ამ სისტემას, თუკი მისნაირი სხვა ავტოკრატები ვერ ინარჩუნებენ – ნაზარბაევის მსგავსად? ყირგიზი ლიდერების მსგავსად? იანუკოვიჩის მსგავსად?

ჩემი აზრით სწორი პასუხი შემდეგია: რუსეთი ერთადერთი სახელმწიფოა პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოებრივი ტრადიცია `საბჭოური სახელმწიფოებრიობის` მიღმა! ანუ საუკუნეთა მანძილზე.

ე.წ. `საბჭოური სახელმწიფოებრიობა` და მისი ინსტიტუტები, მისი ბიუროკრატია, მისი თანამდევი მენტალური საზრისებით და სოციალური მიმღებლობით, სოციო-კულტურული მატრიცით, რუსეთის გარდა ყველა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებში წმინდად ბუტაფორია იყო.

და სამწუხაროდ ასეთად რჩება ყველგან, გარდა იმ ყოფილი მოკავშირეე რესპუბლიკებისა, სადაც `გარე ძალამ` შეუქმნათ `ბიჯგი`-საყრდენი` მათ სახელმწიფო შენობას.

აი ამ მთავარი, სისტემური მიზეზით (სახელმწიფოებრიობის ისტორიული ტრადიციით და მისი არქონით) აიხსნება, ჩემი აზრით, ეს უცნაურობა.”

თეგები: მოსკოვი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved