ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, სოსო ცინცაძე.
– ბატონო სოსო, კრემლის დრონებით დაბომბვის შესახებს, სხვა და სხვა ვერსიები ვრცელდება. თქვენი ინფორმაციით, ეს ვისი გაკეთებულია?
– მანდ ცოტა არეულია საქმე. ეგრე იოლად ვერ გაიგებ კაცი, ვისი გაკეთებულია. უკრაინელები უარობენ, ჩვენ არ დაგვიბომბავს კრემლიო, მაგრამ უკრაინელებმა რამდენიმე დივერსიული აქტი განახორციელეს. ბელგოროდში ააფეთქეს რკინიგზის კვანძი, რომელსაც ბენზინი და საპოხი მასალები გადაჰქონდა და 7 ვაგონი ლიანდაგიდან გადავარდა, სანკტ–პეტერბურში ააფეთქეს ელეტროგადამცემი კვანძი, რომელიც სამხედრო ქარხნებს გადასცემდა დენს, ნიჟნი ნოვგოროდში ტანკების ქარხნისა და დმიტროვსკის ქიმიური ქარხნის აფეთქებაც მათ დაბრლდათ, ტუაფსეში, კრასნოდარში და რამდენიმე ქალაქში ნავთობის საცავების აფეთქებაშიც რუსებმა უკრაინელები დაადანაშულეს. ბოლოს და ბოლოს, ყირიმის ხიდი უკრაინელებმა ააფეთქეს და ამას არც უარყოფენ. თან, ის ხიდი სამხედრო დანიშნულებისაა და სტრატეგიული ობიექტია. უკრაინელები აფეთქებენ მხოლოდ იმას, რასაც რუსები მათ წინააღმდეგ იყებენ ომში. უკრაინელებს რუსეთის ქალაქებში ჰყავთ დივერსიული ჯგუფები და ისინი ანხორციელებენ დივერსიულ აქტებს, მაგრამ დღმდე არც ერთი სამოქალაქო ობიექტი არ დაუბომბავთ ან აუფეთქებიათ. ის დრონი უკრაინის ტერიტორიიდან არ იყო გამოშვებული, ამაში რუსი სამხედრო ექსპერტები და ანალიტიკოსებიც თანხმდებიან. სავარაუდოდ, მოსკოვიდან ამ მისი გარეუბნიდან გაუშვეს და კრემლის თავზე ბომბი ჩამოაგდეს. ზოგიერთი ამბობს, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი და რუსეთს უნდა, ტერორისტულ აქტად გაასაღოს და მერე, უკვე როგორც ტერორისტულ სახელმწიფოს, ისე მოექცეს უკრაინასო. ცირკია, რა. რუსეთმა უკვე გამოცხადა უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად და ხელახლა აცხადებს? ეს არ იყო ტერორისტული აქტი. ტერორისტული სახელმწიფო რუსეთია. გაქანებული ომი აქვთ ერთმანეთში და რა ტერორიზმზეა ლაპარაკი? 278 უკრაინელი ბავშვი მოკლეს რუსებმა, სამი ამდენი დაკარგულია, არასრულწლოვანი გოგონები გააუპატიურეს და მერე დახოცეს, 1 წლის ბავშვი გააუპატიურეს და რა უკრაინის მხრიდან ტერორიზმზეა ლაპარაკი? ეს არის ზუსტად ტერორიზმი. მაგის გარდა, რუსებმა დაბომბეს ბავშვთა სახლები, საბავშვო ბაღები, სკოლები, სამშობიარო სახლები, კორპუსები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა, თავშესაფრები, სადაც ქალები, ბავშვები და მოხუცები თავს აფარებდნენ და ამ ყველაფერს დღემდე აგრძელებენ. აი, ეს არის ტერორიზმი. რუსეთს უნდა, კრემლის დაბობმვა უცხოელებს შეასაღოს ტერორისტულ აქტად. ასე არ გამოვა. თუ ეს უკრაინამ გააკეთა, მას არც ერთი საერთაშორისო კონვენცია, არც ერთი საერთაშორისო კანონი არ დაურღვევია, ვერავინ მეტყვის, რომ ორ ქვეყანას შორის ომის დროს, სამთავრობო შენობების და თუნდაც ის ობიექტები, სადაც ამ ქვეყნის პირველი პირები არიან, მათი დაბომბვა აკრძალულია. ომის დროს, ყველა მეომარი სახელმწიფო ცდილობს, მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ზიანი მოაყენოს, მათ შორის, მორალური. ეს ჩვეულებრივი ამბავია გინდა ძველი და გინდა თანამედროვე ომების ისტორიაში. მთავარი აქ ის არის, რომ რუსეთის ყველაზე დაცულ ქალაქში, დედაქალაქ მოსკოვში, მის ყველაზე დაცულ ნაწილში, ყველზე დაცული ობიექტი ააფეთქეს. ეს არის რუსეთისთვის თავის მოჭრა. გამოდის, მოსკოვი არ ყოფილა დაცული და მისი დაბომბვა დრონებით შესაძლებელია. სადაც კრემლი დაბომბეს, მოსკოვის სხვა ტერიტორიების, მნიშვნელოვანი ობიექტების დაბობვა უფრო იოლი იქნება, რადგან ისინი ნაკლებად დაცულია. და ეს უკრაინამ დამართა ზესახელმწიფოს, ატომურ სახელმწიფოს, ქვეყანას, რომლის არმიაც, ამ ომის დაწყებამდე მეორედ ითვლებოდა მსოფლოში,
– შესაძლოა, რომ ეს თავად რუსეთის ხელისუფლებამ გააკეთა? თუნდაც იმის გამო, რომ საკუთარ მოსახლეობაში პატრიოტული და ანტიუკრაინული განწყობა გააძლიერონ?
– მე ვფიქრობ, მაინც უკრაინელების ხელი ურევია მაგ საქმეში, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ. მკითხაობას ვერ დავიწყებ მაგრამ, ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ვლადიმერ პუტინი არ არის რუსეთის პრეზიდენტი? პუტინი არ იყო, „ფეესბეს“ მეშვეობით, მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალქებში კორპუსებს რომ აფეთქებდა, რუსებს ხოცავდა და ჩეჩნეთს აბრალებდა? მერე ტერორისტებად გამოაცხადა ჩეჩნები და ომი დაიწყო. ჩეჩნეთში შეჭრის მიზეზი თავად შექმნა და საამისოდ ასეულობით რუსეთის მოქალაქე დახოცეს. ეს ხომ ალექსანდრე ლიტვინენკომაც დადასტურა, რომელიც „ფეესბეს“ ვიცე–პოლკოვნიკი იყო, ამხილა „ფეესბე“ ამ სიბინძურეში, საკუთარი ხალხის დახოცვაში და მერე რა ბედი ეწია ლიტვინენკოს, თავადაც კარგად იცი. რუსეთისგან გასაკვირი არაფერია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ეს დრონები გაუშვეს პუტინის მოწინააღმდეგეებმა, მისი ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც მისი მოშორება უნდათ უკრაინაში სამარცხვინო ომის გამო. ამას კი გამოვრიცხავ. სახელდება ევგენი პრიგოჟინი. მე ასე არ ვფიქრობ, რადგან რუსეთში, არც ხალხში, არც პუტინის გარემოცვაში პუტინის საწინააღმდეგო პროტესტი არ არის იმ დონემდე, რომ მას ეს გაუბედოს მისმა გარემოცვამ. პუტინის ბევრ ნაბიჯს არ იწონებს მისი გარემოცვა. ამას არაპირდაპირ თუნდაც პრიგოჟინი ამბობს ხოლმე. პუტინს არა, მაგრამ თავდაცვის მინისტრს, შოიგუს, სხვა გენერლებს უპირისპირდება და ეს ხალხი პუტინის მოყვანილია ხელისუფლებაში. პრიგოჟინი კი, რამდენჯერმე დაეჯახა გენერალიტეტს, მაგრამ ღიად პუტინი არ გაუკრიტიკებია, მისი მორჩილია და არა მგონია, პრიგოჟინს პუტინის საწინააღმდეგო რაიმე ქმედება რომ განეხორციელებინა, აქამდე მოკლავდნენ. რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ათზე მეტი გენერალი და ოლიგარქი დაიღუპა მეტად საეჭვო ვითარებაში, ზოგმა ვითომ თავი მოიკლა და პრიგოჟინიც მათ რიგებში იქნებოდა. ამბობენ იმასაც, რომ ეს პუტინმა გააკეთა იმიტომ, რომ უკრინაში უფრო ხისტ სამხედრო მოქმედებებს პირებს და უცხოელებისთვის სათქმელი ექნება, რომ რა ვქნა, კრემლს ბომბი ესროლეს, რუსეთის დედაქალაქში ბომბი ჩამოაგდეს და ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვიტოვესო. ახლა, რაც ზემოთ ჩამოვთვალე, იმაზე უარესი რაღა უნდა გააკეთონ რუსებმა? ბავშვებს დამიზნებით ხოცავენ და მეტი რაღა სიხისტე უნდათ? მერე, ბალისტიკური რაკეტები და ქიმიური იარაღი რამდენჯერმე გამოიყენეს უკრაინელების წინააღმდეგ და რაღა დარჩა? ბიოლოგიური და ატომური ბომბი? კრემლის დაბომბვა ნამდვილად არ გამოდგება იმის საფუძვლად, რომ რუსეთმა უკრაინაში ბიოლოგიური ან ატომური იარაღი გამოიყენოს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აფეთეთქონ. არ მინდა ამის დაშვება, მაგრამ შეურაცხყოფილი პუტინისგან ეს მოსალოდნელია.
– დიმიტრი მედვედევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ვლადიმერ ზელენსკის მოკვლას ყველანაირად შეეცდებიან და რუსეთის ჯარი უკრაინის სამთავრობო დაწესებულებებსაც დაარტყამს.
– რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ავიწყდებათ, რომ ეს ომი უკრაინას არ დაუწყია, უკრაინა მხოლოდ თავს იცავს და ცდილობს, რუსეთის აგრესიის შედეგად დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნოს. ზელენსკის მოკვლა არაფერს შეცვლის. ქვეყნის პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის მკვლელობა ომს არ შეაჩერებს, რუსეთს ვერანაირ ხეირს, სარგებელს ვერ მოუტანს, ვერც სამხედრო და ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით. შესაძლოა, ეს მცირეხნიანი მორალური სარგებელი იყოს. ზელენსკი თუ მოკლეს, ეს პატრიოტულ განწყობას უფრო აამაღლებს უკრაინაში, რაც ისედაც არ აკლიათ. მერე, ჯერ კიდევ შარშან, აპრილში, ომი ახალი დაწყებული იყო, უკრაინის ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელმა გასცა კითხვას პასუხი, რა მოხდებოდა მაშინ, თუ პრეზიდენტს მოკლავდნენ? ხელისუფლების წევრთა ცვლილების გეგმა ნებისმიერი შემთხვევისთვის არსებობსო, ყველამ ერთი პასუხი გასცა. გამოდის, უკრაინის ხელისუფლების ვიწრო წრეში, ჯერ ერთი, არ გამორიცხავენ ზელენსკის მკლელობას და თუ მოკლეს, უკვე ცნობილია, თუ ვინ იქნება ზელენსკის შემცვლელი ასეთ შემთხვევაში. კიევში უკრაინის სამთავრობო დაწესებულებებს აქამდე მართლა არ ბომბავდა რუსეთი, მაგრამ ახლა ნამდვილად ეცდება დაბომბვას. რამდენად გამოუვა, ეს არ ვიცი, რადგან მთელი უკრაინისა რა მოგახსენო, მაგრამ კიევის ცა ნამდვილად კარგად არის დაცული ამერიკის, დიდი ბრიტანეთის თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გადაცემული საჰაერო–თავდცვითი სისტემებით. თუ რუსეთმა კიევის სამთავრობო კვარტლები დაბომბა, უკრაინა დაარტყმს რუსეთის მოსაზღვრე ქალაქებს, იმავე ბელგოროდს და სხვებს, ვისაც მისწვდება. ეს უკვე განაცხადეს უკრაინელება.
თუმცა, დრონებით მოსკოვს მისწვდა და ახლა რუსეთის ყველა ქალაქი დარტყმის საფრთხის ქვეშ არის. ომი და წითელი ხაზების გავლება ომში ძნელია. ისიც საგულისხმოა, რომ მედვედევის და არა მარტო მისი განცხადების მერე, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არც კიევის დატოვებას აპირებს, როგორც ამას „პროგნოზირებენ“ რუსი პროპაგანდისტები და რუსული მედია და პუტინივით არც ბუნკერში დავიმალებიო, ესეც განაცხადა.
– ბატონი სოსო, რუსეთის მტკიცებით, ყირიმში ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთეს, და დააკვეს 7 ადამიანი, რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელობის მიერ იყო დაგეგემილი. რუსული სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის სამიზნეებს შორის იყვნენ რეგიონის ხელმძღვანელები. მათივე ცნობით, კონტრდაზვერვამ დაადგინა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებმა საყოფაცხოვრებო ელექტროღუმელების სახით შენიღბული ბომბის კომპონენტები ბულგარეთიდან, თურქეთისა და საქართველოს გავლით შეიტანესო. მერე დააკონკრეტეს, საქართველოდან ლარსის გავლითო. რას ნიშნავს ეს განცხადება? ამით რუსეთმა საქართველოს იმ ხელისუფლებას დაარტყა, რომელიც მის ნება სურვილს ასრულებს და თამამად იმის თქმაც უჭირს, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესორია?
–ერთის მხრივ, შეგვიძლია ვივარაუდოთთ, რომ აქ განგებ მოხვდა საქართველო. უკრაინის ხელისუფლებამ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ მათ ეჭვი აქვთ, რომ საქართთველოს გავლით რუსეთში შედის ევროკავშირის მიერ სანქცირებული სამხედრო კომპონენტებიო. ირანული დრონები რუსებმა საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით რომ შეიტანეს, ეს ცნობილი ფაქტია. ჰოდა, შესაძლოა ეს ინფორმაცია რუსეთმა იმიტომ გაავრცელა, რომ ამით დასავლეთს უთხრა, ჩვენთან კი არ შემოდის საქართველოს გავლით სამხედრო კომპონენტები, უკრაინაში გადის საქართველოს გავლითო და ამით ხელი დააფარეს ჩვენს ხელისუფლებას. თუმცა, ამას მტკიცებულებები უნდა. ვიღაც ბომჟი დააკავეს და იმან ჩვენება მისცა, ეგრე არ ხდება. ამას სერიოზული მტკიცებულებები სჭირდება. ან ფაქტზე უნდა დააკავო, ან დოკუმენტი უნდა გქონდეს, ან სპეცსამსახურებმა უნდა ჩაატარონ სპეცოპერაცია და მოიპოვონ ფარული ჩანაწერები, ვიდეო და რაღაც მსგავსი მაინც. რუსეთს ამას არავინ დაუჯერებს, ეს ნაღდია.
– ზოგი ამბობს, რომ ეს რაღაც გაფრთხილების მაგვარი იყო საქართველოს ხელისუფლებისთთვის, ასეა?
– მეც ამ ვერსიას ვემხრობი. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების შესაშინებლად გააკეთეს, საქართველო რუსეთის მოწინააღმდეგედ წარმოაჩინეს. როგორც ჩანს, არ არის მოსკოვი კმაყოფილი საქართველოს ხელისუფლების პოზიციით ან უფრო მეტს ელოდება ჩვენი ხელისუფლებისგან, ანდა უფრო მეტს მოითხოვს. ეს კი გაფრთხილება იყო, ნახევრად მუქარა. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ვალდებულებები აქვს აღებული საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინაშე და რა შეასრულა და რა–არა. იმას არ ამბობს რუსეთი, რომ საქართველოს მოქალეებმა შემოიტანეს ბომბის დასამზადებელი კომპონენტები, საქართველოს გავლით შემოვიდაო. ძნელია გაშიფრო, „ფეესბეს“ რა გეგმები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, ეს შეფარული მუქარა იმას ემსახურება, რომ საქართველომ რუსეთში შეუფერხებლად გაატაროს სამხედრო კომპონენტები და იმ რაოდენობით, რამდენიც საქართველოდან სჭირდება. გაღმა შეედავე, გამოღმა დაგრჩებაო, მსგავსი სიტუაციაა. მაგის გარდა, ხელისუფლების იმ მხრდამჭერებსაც მისცეს სალაპარაკო რუსებმა, რომ უკრაინა საქართველოს ომში ჩართვას ეშურება და ვითომ დადო ამის დამადასტურებელი ფაქტი.
– საქართველო ნატო–ს ტრადიციულ სამხედრო წვრთნებში აღარ მონაწილეობს, ბევრი ფიქრობს, რომ საქართველომ ნატო–სგან დისტანცირება დაიწყო, თქვენ რას იტყვით?
–თავდაცვის სამინისტრომ ტექნიკური მიზეზებით ახსნა წვრთნებში არ მონაწილეობა. ჯერჯერობით, ამ წვრთნების ჩაშლაში დიდ კატასტროფას ვერ ვხედავ. ნატო–ს ამგვარი წვრთნები ტექნიკური ხარვეზების გამო სხვა და სხვა ქვეყნებთან ჩაშლილა. აი, შემდეგი წვრთნებიც თუ ჩაიშალა, მაშინ ეს უკვე დამფიქრებელი იქნება. ხოლო თუ ამან ტრადიციული ხასიათი მიიღო, მაშინ შეგვეძლება იმის თქმა, რომ საქართველო ნატო–სთან ურთიერთერობის გაფუჭებას ცდილობს.
კომენტარები