• რეკლამა
  • კონტაქტი
23:29, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებშია, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით” – რას პასუხობს “ბიბისის” საქართველოს პრეზიდენტი

ალია ავტორი - ალია
21:25 02-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის თაობაზე „ბიბისის“ ჟურნალისტის კითხვის ” ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი „საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომას რუსეთთან მიმართებაში“ ასე უპასუხა:

 

„საქართველოს პრეზიდენტის რანგში ჩვენ არ გვქონია განხილული საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუცია, არც ის მიდგომა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ემხრობა. მე მივყვები ჩემ პრინციპებს, როდესაც წარმოვადგენ საქართველოს პოზიციას, როგორც სახელმწიფოს პოზიციას, ეს ცხადად ვახსენე. რაც შეეხება პრაგმატულ მიდგომას, მე ვერ ვიქნები პრაგმატული მიდგომის წინააღმდეგი. უკვე ვახსენე, რომ ორი ტერიტორია გვაქვს, რომელიც ოკუპირებულია. ჩვენი მოსახლეობა განიცდის ამ საკითხს, ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომლებიც ქართულ ენასთან და სხვა ქართულ რეალობასთან წვდომას ვერ ახორციელებენ, აფხაზურ ენაზე ვერ ახორციელებენ ურთიერთობას. აქტიური საქმიანობა მიმდინარეობს ორივე ტერიტორიაზე, სამხედრო შენაერთებია. ეს ანექსიის მიმართულებით მიდის, მაგრამ მთავრობა პასუხისმგებელია, გრძნობს პასუხისმგებლობას და პრინციპებზე საუბარი, ეს არ არის იოლი დასაბალანსებლად.

უპირველეს ყოვლისა, დეჟავუს შეგრძნება მაქვს, განსხვავება, რა თქმა უნდა, არსებობს სცენარებს შორის, მაგრამ მიმაჩნია, რომ რუსეთი 2008 წელს არ იყო ზუსტად ისეთი, როგორიც 2021-2022 წლებშია. ელემენტები აშკარაა განსხვავების, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, შესავლის გარეშე. დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ პუტინმა განაცხადა ტელევიზიით, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო. არამარტო საქართველო, არამედ მთელი ევროპა ასე გრძნობს. მთელი მსოფლიოსთვის გასაზიარებელია პრეზიდენტ ზელენსკის პოზიცია. მთელი ევროპა უნდა აცნობიერებდეს არამარტო საქართველო ან უკრაინა არის აქ ყურადღების ცენტრში, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა“

წყარო – პირველი არხი

თეგები: რუსეთისალომე ზურაბიშვილიუკრაინა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved