• რეკლამა
  • კონტაქტი
23:14, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსები ემზადებიან განსხვავებული სახის დიდი რაოდენობით იარაღის გამოსაყენებლად” – 3 შესაძლო ვარაუდი, რა შეიძლება ვიხილოთ მომდევნო კვირებში

ალია ავტორი - ალია
03:12 10-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
539
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“18 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში:
– დრონების გამოყენებით იერიშები კიევსა და უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები სწრაფად ახდენენ მიყენებული მატერიალური ზარალის აღდგენასა და შემსუბუქებას, მაინც, სიტუაცია არ არის მარტივი. ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით უკრაინაში უახლოეს დღეებში დრონების საწინააღმდეგო სისტემები ჩავა რაც გარდა სამხედრო უსაფრთხოების ხარისხის გაზრდისა ფსიქოლოგიურადაც გამოასწორებს მდგომარეობას.
– დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების საზღვრის გასწვრივ კრემინა-ზარიჩნე-ლიმანის გზაზე რუსები კონტრშეტევას ცდილობენ. ძალიან ლიმიტირებულია მათი რეალური აქტივობა და როგორც ჩანს პიარს უფრო ემსახურება ეს ყველაფერი, ვიდრე რეალურ სამხედრო მიზანს. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ფაქტი ისაა, რომ უკრაინელებს კრემინას მიმართულებით ინიციატივა აღარ აქვთ აღებული.
– ლუგანსკისა და დონეცკის რაიონების საზღვარზე ლისიჩანსკის მიმართულებით უკრაინელებიცა და რუსებიც ცდილობენ ინიციატივის შენარჩუნებას და საარტილერიო დუელთან ერთად ქვეითებისა და მძიმე ტექნიკის გამოყენება გრძელდება. თუმცა ამ მიმართულებით რუსების დანაკარგი ცოცხალი ძალისა და განსაკუთრებით ტექნიკის მხრივ ბევრად აღემატება უკრაინულს.
– ხერსონის რაიონში რუსების მხრიდან კოლაბორაციონისტების გაყვანა დიდი ინტენსივობით გრძელდება. გამოითქვა სამი შესაძლო ვარაუდი თუ რა შეიძლება ვიხილოთ მომდევნო კვირებში:
1. რეალური ევაკუაცია – რუსები უკრაინელთა იერიშებისა და ცოცხალი ძალის დიდი უპირატესობის ფონზე მდინარე დნეპრზე გამაგრებას შეეცდებიან;
2. გადაჯგუფება – რუსები ახორციელებენ ძირითადი ძალების გაყვანას ზაპორიჟიას რაიონის მიმართულებით, საიდანაც ემზადებიან შეტევისათვის ან უკრაინელთა ჰიპოთეტური იერიშის მოგერიების მცდელობისათვის. ასევე შეეცდებიან ხერსონის შენარჩუნებასაც, მაგრამ ნაკლები პრიორიტეტულობით;
3. შეტევა – რუსები ემზადებიან განსხვავებული სახის დიდი რაოდენობით იარაღის გამოსაყენებლად მშვიდობიანი ქალაქებისა და მოსახლეობის წინააღმდეგ, ხოლო ხერსონის რაიონის მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირის გამოყენება მხოლოდ სამხედრო მიზნისათვის მოხდება. ამ ფონზე მოსახლეობის გამოკვება აღარ იქნება გამოწვევა.
რთული სათქმელია რუსეთის განზრახვები, მაგრამ სამივე შესაძლო სცენარს აქვს არსებობის უფლება, თუმცა ყველაზე დამაჯერებელი ალბათ მესამე ვარიანტია, თუმცა ამ შემთხვევაში არც უკრაინელები ისხდებიან მომლოდინე რეჟიმში.”
თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved