ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე:
,,სრული კოლაფსი ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტის სფეროში!
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტი საკუთარ თავზე აიღო, მივიღეთ სრული ქაოსი: ქვეყანაში შემოდის დაბალი ხარისხის პრეპარატები, მუდმივად არის დეფიციტი და არ არსებობს გამჭვირვალობა. არ ვიცით, რა პრეპარატები შემოდის, რა რაოდენობით, რა მარაგებია და რამდენად პასუხობს ეს ყველაფერი ქვეყანაში არსებულ რეალურ საჭიროებებს.
ეს არის შედეგი სრული უცოდინრობისა და არაკომპეტენტურობისა. სფეროს სათავეში აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვთ მის მართვაზე. დაწესებულებამ, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში სტაციონარული განყოფილების ამუშავებაც ვერ შეძლო, როგორ უნდა უზრუნველყოს მთელი ქვეყნის მედიკამენტებით მომარაგება?
ამას ემატება ჯოჯოხეთი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს მოუწყვეს. მათ საათობით უწევთ რიგებში დგომა, რათა მიიღონ მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ნარკოტიკული საშუალებები. ისედაც, კვლევების მიხედვით, ტკივილის მართვის არსებული სისტემა პაციენტების საჭიროების მხოლოდ 25%-ს აკმაყოფილებს.
დღეს საქართველოში ტკივილის მართვა უდიდესი პრობლემაა. პრეპარატების არჩევანი პრაქტიკულად ნულის ტოლია -მხოლოდ ერთი პრეპარატი, რომელიც თითქოს ყველას საჭიროებას უნდა მოერგოს.
მოკლედ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ?!
ეს არის სრული უცოდინრობა, არაკომპეტენტურობა და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. ამ დროს კი ხელოვნური ინტელექტის კონფერენციებს აწყობენ და მიღწევებზე საუბრობენ, მაშინ როდესაც ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებაც კი არ შეუძლიათ.
ეს არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის რეალური სახე -სრული კოლაფსი!“











კომენტარები