პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, ამბობს:
“მე შარშან დეკემბერში შევხვდი ბიზნესს და მაშინ განვიხილეთ, სწორედ ჩემი, მანამდე თვეების წინ, ამ შეხვედრის წინ, დაწყებული მქონდა მუშაობა მედიკამენტების, წამლების ფასებზე, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებდა და მოსახლეობას, ჩვენს ხალხს აწუხებდა. აი მაშინ, მე ვუთხარი ბიზნესს, რომ ეს იყო მოსაგვარებელი. მაშინ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გავხსენით თურქეთის ბაზარი, გახსოვთ. ძალიან სკეპტიკურად იყო მაშინ ბევრი განწყობილი, მაგრამ შედეგი არის შემდეგი, სულ რაღაც რამდენიმე თვეში 70-80 მილიონი ლარი დაზოგა ჩვენმა მოსახლეობამ და წლის ბოლომდე 200 მილიონ ლარს დაზოგავს ამ ერთი გადაწყვეტილებით.”
კომენტარები