• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რის სანაცვლოდ უნდა აიძულოს დასავლეთმა რუსეთს უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ტერიტორიების დეოკუპაცია და რა გარანტიას ითხოვს პუტინი ბაიდენისგან? – ჯუმბერ კირვალიძე

ალია ავტორი - ალია
20:49 12-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

ირინე გოგოსაშვილი, ალია

როგორც ყოველთვის გაზეთი ,,ალია“ და თქვენი მონა მორჩილი, საქართველოს გარშემო მიმდინარე გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე უფრო ვამახვილებ ყურადღებას, ვიდრე სააკაშვილის ,,საარაკო შიმშილობასა“ და მის ამჟამინდელ კვების რაციონზე…..

საქართველოს გარშემო შავი ღუბლები რომ იყრის თავს, ამაზე უკვე არაერთხელ გვესაუბრა, პროფესიით პოლიტოლოგი, ბატონი ჯუმბერ კირვალიძე, რომელსაც, ამჯერად ერთადერთი კითხვა დავუსვი.

– ბატონო ჯუმბერ, პუტინის და ბაიდენის ონლაინ საუბარმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა ის რომ რუსეთის სამხრეთ რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბება…..

– მივესალმები ალიას მკითხველს. რაც შეეხება შეკითხვას,

ბაიდენ-პუტინის გუშინდელი ონლაინ მოლაპარაკების მთავარი საკითხები იყო უკრაინის და ნატო-ს ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება. კერძოდ, უკრაინის (აგრეთვე, იგულისხმება საქართველო და მოლდოვა) გაწევრიანება ნატო-ში. რუსეთი აშშ-სგან და ნატო-სგან ითხოვს, რომ მათ უარი თქვან ამ სტრატეგიის განხორციელებაზე, რადგან, როგორც რუსები აცხადებენ მათთვის სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოვება რუსეთის საზღვრებთან. ამიტომ, რუსეთის წინადადება თუ “თხოვნა-მოთხოვნაა”, რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის, ორივე მხარისთვის მისაღები საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ხელშეკრულება დაიდოს. რუსეთის ეს განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია, მეტიც, თავხედურია იმის გათვალისწინებით, რომ დღეს:

ა) უკრაინასთან მიმართებით რუსეთს დარღვეული აქვს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რუსეთის მიერაა ანექსირებულია ყირიმი, სადაც საოკუპაციო სამხედრო ნაწილები ყავს განლაგებული. რუსეთი სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებებით დონბასში ეხმარება სეპარატისტებს, სადაც შვიდი წელია სისხლისღვრა არ წყდება და დაღუპულია 15 000 ადამიანი…

ბ) საქართველოსთან მიმართებით რუსეთს ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიის 20%, ანუ ჩვენი ორი რეგიონი აფხაზეთი და ე.წ. “სამხრეთ ოსეთი”, რომლებიც აღიარებული ყავს “დამოუკიდებელ სახელმწიფოებად”, სადაც განლაგებული ყავს საოკუპაციო სამხედრო ბაზები.

გ) მოლდოვასთან მიმართებით რუსეთის სამხედრო ბაზები განთავსებულია მოლდოვას შემადგენელ ტერიტორიაზე, – სეპარატისტულ ე.წ. “თვითაღიარებულ” დნესტრისპირეთში, რომლის მხარდამჭერად მრავალი წელია იგი გვევლინება. აქედან გამომდინარე, რუსეთი აშშ-სგან და ნატო-ს ალიანსისგან უტიფარად ითხოვს ცალმხრივ დათმობებს, ეს კი ბღალავს აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებს და რაც მთავარია, იგნონირებას უკეთებს რუსეთის მიერ სამხედრო აგრესიის ქვეშ მყოფი ქვეყნების და ხალხების სასიცოცხლო ინტერესებს! რუსეთის ასეთი უაპელაციო, ცინიკური პოზიცია ყოველგვარ ზღვარს სცილდება, რისთვისაც მან აუცილებლად უნდა გადაიხადოს ეკონომიკური საფასური და უკეთეს შემთხვევაში, პოლიტიკურიც!

რა მაქვს მხედველოვაში? უწინარესად, ამ სამი სახელმწიფოს (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა! დარწმუნებული ვარ, რომ აშშ და ევროკავშირის სახელმწიფოები რუსეთს “საჯიჯგნად არ მიუგდებენ” მათ, მაგრამ, რუსეთის ზემოთ აღნიშნული ინტერესების გარკვეული ასპექტების გათვალისწინება დასავლეთს მოუწევს და ამის სანაცვლოდ, – დასავლეთმა რუსეთი ადეკვატურ “დათმობებზე უნდა წამოიყვანოს”! წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერც რუსეთი და ვერც დასავლეთი იმ პრობლემებს, რომლებიც მათ აწუხებთ ვერ გადაწყვეტენ (მითუმეტეს, ვერც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა)! ამის მისაღწევად, სამივე მხარის მიერ (დასავლეთი, რუსეთი და უკრაინა-საქართველო-მოლდოვა) უნდა მოხდეს, ურთიერთკონსენსუსზე დაფუძნებული კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც იურიდიულად გაფორმდება და რომლის გარანტორებიც იქნებიან მისი ხელმომწერები, ანუ აშშ-ნატო, რუსეთის ფედერაცია და აღნიშნული “სამეული”!

1. აშშ და ნატო პასუხისმგებლობას იღებენ, რომ ნატო-ს ალიანსი არ გაფართოვდება აღმოსავლეთით, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს,

ანუ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში არ განლაგდება მისი სამხედრო ბაზები!

2. რუსეთის ფედერაციას გაყავს მისი ყველა სამხედრო ბაზა, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვას სახელმწიფოების ტერიტორიებიდან და აღიარებს ამ სამივე სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ახდენს ყირიმის დე-ანექსიას, აფხაზეთის და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დეოკუპაციას და “დამოუკიდებლობის აღიარების” დეზავუირებას!

3. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უარს ამბობენ გაწევრიანებაზე ნებისმიერ სამხედრო ბლოკში, უწინარესად ნატოში, და აცხადებენ სამხედრო ნეიტრალიტეტს, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე განთავსებული იქნება, მხოლოდ მათი, ნაციონალური სამხედრო ნაწილები!

და ბოლოს, იქნებ, საქართველოს გაურკვეველი პოლიტორიენტაციის ბედოვლათმა ხელისუფლებამ, ისარგებლოს შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით, რაც უეჭველად “კვანძის გახსნით დასრულდება” დასავლეთსა და რუსეთს შორის, რადგან იმდენად “მომწიფებულ-გადამწიფებულია” ორმხრივად არსებული პრობლემები, რომ მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება არც ერთს აღარ აწყობს!..

თეგები: ოკუპაციაპუტინიჯო ბაიდენი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved