• რეკლამა
  • კონტაქტი
21:22, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი – მიიღებს 1 000 000 ლარს!” – გიორგი მუმლაძე

ალია ავტორი - ალია
00:35 08-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,841

ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი მუმლაძე:

“მოძრაობა რუსთაველის გამზირმა” გავაჟღერეთ ინიციატივა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც რეპრესილებულია რუსული რეჟიმის მხრიდან, უფლებამოსილია მიიღოს სათანადო კომპენსაცია სახელმწიფოსგან, რეჟიმის ცვლილების შემდეგ!
ამისთვის ჩვენ ვქმნით რეპრესირებულთა რეესტრს, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქეეს, როგორც კერძო, ისე იურიდიულ პირს შეეძლება დარეგისტრირება, ვინც თვლის რომ ქართული ოცნების მხრიდან რეპრესირებულია!
ჩვენი მიზანია, საქართველოს მომავლის მცველ პატრიოტებს, შეძლებისდაგვარად ავუნაზღაუროთ ის მატერიალური და მორალური ზიანი, რომელიც წლების განმავლობაში მიადგათ ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან!
1) რეჟიმის მხრიდან მოკლული ადამიანის ოჯახი – მიიღებს 1 000 000 ლარს!
2) რეჟიმის მხრიდან მიყენებული ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანის მქონე პირი – მიიღებს 300 000 ლარს და უფასო სამედიცინო მომსახურებას მთელი სიცოცხლის მანძილზე!
3) რეჟიმის მხრიდან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების მქონე პირი – მიიღებს 100 000 ლარს და უფასო სამედიცინო მომსახურებას მთელი სიცოცხლის მანძილზე!
4) პოლიტპატიმარი, რომელიც სისხლის სამართლის წესითაა დაკავებული – მიიღებს 1000 ლარს საპატიმროში ყოფნის ერთ დღეზე და სრულ სამართლებრივ რეაბილიტაციას!
5) პოლიტპატიმარი, რომელიც ადმინისტრაციული სამართლის წესითაა დაკავებული – მიიღებს 1000 ლარს საპატიმროში ყოფნის ერთ დღეზე და სრულ სამართლებრივ რეაბილიტაციას!
6) ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირი:
ა) ვინც გადაიხადა ჯარიმა საკუთარი ნებით, მაგალითად 1000 ლარი – მიიღებს სამმაგს, 3000 ლარს!
ბ) ვისაც იძულებით გადაახდევინეს ჯარიმა, მაგალითად 1000 ლარი – მიიღებს ორმაგს, 2000 ლარს!
გ) ვისაც არ გადაუხდია ჯარიმა და მაგალითად აქვს 1000 ლარიანი საჯარიმო ქვითარი – მიიღებს 1000 ლარს!
7) ანტიოლიგარქიულ მრავალათასიან აქციებზე უკანონო დარბევებისას, მხუთავი აირის ზედოზირებით მოწამლული პირი – მიიღებს ერთჯერადად 5000 ლარს!
8 ) პოლიტიკური ნიშნით სამასახურიდან გათავისუფლებული პირი – მიიღებს განაცდურ ხელფასს!
9) პოლიტიკური ნიშნით სამსახურში დაქვეითებული, ან შევიწროებული პირი – მიიღებს დანაკლის შემოსავალს!
10) უკანონოდ ქონება ჩამორთმეულ პირს – დაუბრუნდება ქონება და მიეცემა მიუღებელი შემოსავალი!
11) რეჟიმის მხრიდან ემიგარციაში იძულებით განდევნილი პირი – საქართველოში ჩამოსვლისას მიიღებს ერთჯერადად 20 000 ლარს და ავტომატურად ექნება უფლება მოითხოვოს კომპენსაცია იმ ზიანის გამო, რაც მან მიიღო რეჟიმის მხრიდან!
ამ მომენტისთვის საინიციატივო ჯგუფი და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი სამთავრობო კომისია, უზრუნველყოფს, რომ თითოეული რეპრესირებულის საქმე შეისწავლოს ძირეულად და ჩვენ მიერ შექმნილი ხედვის შესაბამისად, სამართლიანდ გასცეს კომპენსაციები.
საქართველო გაიმარჯვებს
4 ოქტომბერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved