ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:
,,რეკორდიც დავამყარეთ, ევროპის ქვეყნების ერთადერთი გუნდი ვართ, რომელმაც ერთა ლიგაზე ბურთი ვერ გაიტანა! ახლა არ შემოხტეთ აქ სვანაძე რა შუაშია, სანიოლმა მოამზადა გუნდიო! სანიოლმა ერთი თამაში ათამაშა, სვანაძემ ხუთი. ამ ხუთ თამაშში ნაკრების მომზადების დრო ზუსტად იგივე ჰქონდა სვანაძეს, რაც ნებიმიერ სხვა ნაკრების მწვრთნელს. რა ფეხბურთსაც ათამაშებდა ასაკობრივებს, იგივეა ახლა. გუნდი სწრაფად ვერ გადადის შეტევაზე, საჯარიმოსთან მისული კი მწვავე გაგრძელებას ვერ პოულობს. ისევ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე თუ ვქმნით რამეს.
უკაცრავად, მაგრამ როცა გოლის გატანა ასე გიჭირს, სტანდარტულების ოდნავ მაინც დაყენებას რა უდგას წინ? ამდენი კუთხური ჩამოვაწოდეთ და ისეთი შტაბეჭდილება მრჩებოდა, რომ უბრალოდ მომწოდებელზე იყო, სად გადაწყვეტდა ჩაწოდებას, საერთოდ არ ეტყობოდა, რომ ამ კუთხით რაიმე იყო ნავარჯიშევი! მოკლედ ფედერაციის და სვანაძის ტაშის მკვრელები ნუ შემომიხტებით აქ! ვისაც გჯერათ, რომ მწვრთნელი არაფერ შუაშია, ე. ი. გჯერათ ამ შემადგენლობით უკეთესი შედეგის მიღწევა რომ არ შეიძლებოდა!
P.S. ხო მართლა, ევროშესარჩევზე 19 წლამდელებმაც სამარცხვინოდ წააგეს დანიასთან და ბოსინიასთან. სამ- სამი ბურთით. 17 წლამდელები ასევე ევროპის შესარჩევზე, თბილისში გმირული ბრძოლით გავიდნენ მეორე ადგილზე სამკაციან ჯგუფში, პირველზე ყაზახეთია! მეტი სადღა უნდა დავეშვათ, თბილისში ყაზახეთი გადის შენზე წინ! ყველაფერი კარგადაა ფედერაციას და მის დაქაშებს რომ კითხო! სანამ ფეხბურთშიც შენობას სახურავიდან ვაშენებთ, ნაკრებებს წარმატებას ვთხოვთ, მაშინ როცა ბავშთა ფეხბურთში კატასტროფა გვაქვს, მანამდე ვიქნებით ციური მანანების იმედზე!“











კომენტარები