• რეკლამა
  • კონტაქტი
19:41, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რძალმა ორი შვილი მე დამიტოვა და იტალიიდან აღარ ჩამოდის, ვერ გავაგებინე, რომ ბავშვებს დედა სჭირდებათ…”

ალია ავტორი - ალია
15:01 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
53

ფოტო – lifefrommycupoftea.wordpress.com

ჟურნალი “სარკე” ქალბატონის წერილს აქვეყნებს:

რძალმა აიჩემა, უცხოეთში სამუშაოდ უნდა წავიდეო. მისი მეორე გოგონა, ანუ უმცროსი, 6 წლისაც არ იყო. ვუთხარი, რომ ბავშვების მიტოვება არ ღირდა, მაგრამ მაინც თავისი გაიტანა.

თავზარი დამეცა, მაგრამ ისედაც ატირებულ შვილიშვილებს და დამწუხრებულ შვილს ცეცხლს ხომ არ შევუნთებდი? თავი ხელში ავიყვანე და რძალს შევპირდი, რომ მის ქმარ-შვილს არაფერს მოვაკლებდი. დავიფიცებ, რომ ჩემი პირობა პირნათლად შევასრულე. რძალმა კი თავისი პირობა დაივიწყა, როცა მითხრა, მაქსიმუმი, 2 წელიწადში  დავბრუნდებიო. მას შემდეგ რამდენიმე 2 წელი გავიდა და არ ჩანს.

რძალს ვეუბნები, რომ მისი შვილების მოვლას ვეღარ შევძლებ, მაგრამ მაინც არ ჩამოდის. ახლა ცხვირი აიბზუა და წესიერადაც აღარ მელაპარაკება. არ ვიცი, ბავშვებს რა უთხრა, მაგრამ სულ ცდილობენ, ხელიდან გამომტაცონ საქმე, ჩვენ გავაკეთებთ, უკვე დიდები ვართ, დახმარება არ გვჭირდებაო.

რძალს ჰგონია, ჩემი ჯანი მენანება და ერთადერთი რამ მინდა, რომ ფეხიფეხზე გადადებულმა ვიცხოვრო, იმას კი ვერ ხვდება, რომ მე სულ სხვა რამ მაწუხებს. ბავშვების გაზრდაში არა მხოლოდ სახლის დალაგება და სადილის მომზადება შედის, მათ ყურადღება სჭირდებათ, არაფერი უნდა გამოგეპაროს, მით უმეტეს, მოზარდის ცხოვრებაში და, აი, სწორედ ეს არ ესმის. ოჯახის საქმეებს ისევ ვაკეთებ, ამისთვის ძალა მერჩის, მაგრამ ბავშვებს სათანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ და ეს მაწუხებს.

რძალს ვერც ის გავაგებინე, ოჯახს როგორ დაშორდა. ვერ ხვდება, რომ მის შვილებს ბებია კი არა, დედა სჭირდებათ. თავს იმართლებს, ყოველდღე ველაპარაკები, მათ შესახებ ყველაფერი ვიციო, მაგრამ არ არის ასე. შვილის შესახებ მაშინ არ იცი ყველაფერი, როცა თვალწინ გყავს და ასე შორიდან რა უნდა გაიგო?!

რძალი მეუბნება, რა გაკლიათ, ყველაფერი გაქვთო. მე, პირადად, არაფერი მაკლია, მაგრამ ნუთუ მას არ აკლია ოჯახური სითბო?! ჩვენ გაჭირვება დავძლიეთ და მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ახლა დროა, ჩამოვიდეს და თავის ოჯახს მიხედოს. მინდა, იმქვეყნად ქმართან მშვიდად წავიდე, ვიცოდე, რომ ჩემს შვილს ერთგული მეუღლის გვერდით ვტოვებ და ჩემს შვილიშვილებსაც არაფერი დაუშავდებათ, რადგან დედა ეყოლებათ გვერდით.

რძალს ჩამოსვლა არ უნდა და მიზეზს ვერ ვხვდები. განა რას დატოვებს იქ იმაზე ძვირფასს, ვიდრე ქმარი და შვილებია?!

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved