• რეკლამა
  • კონტაქტი
02:47, პარასკევი, 25 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რაზე მიანიშნებს თალაკვაძის გადადგომა? – “კომკავშირლებს” ბიზნესის აქტიური ლობისტები ჩაანაცვლებენ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:16 04-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“როგორ შეიძლება ჩვენ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკა ან დემოკრატია ვუწოდოთ? ტყუილი და სიყალბე ტრიალებს მხოლოდ.

არჩილ თალაკვაძემ თანამდებობიდან გადადგომა გასაოცარი არგუმენტებით დაასაბუთა. თურმე, ოპოზიციასთან მრავალთვიანი მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულების გამო, ის ნეიტრალურობას ვეღარ შეინარჩუნებს. თურმე, რადგან მოლაპარაკებებში ის კონკრეტულ მხარეს იდგა, წარმომადგენლობით ოპოზიციას პრეზიდიუმიდან ვეღარ დაელაპარაკება. რატომ? რა ლოგიკით? პირიქით არ უნდა იყოს? თუ ამდენი ხანია ოპონენტებთან ერთად ერთ მაგიდასთან ზის, მათთან მოლაპარაკება და შეთანხმება მოახერხა, ყველა მათგანი გაიცნო, შევსენებებზე ორმაგი ესპრესოც დალია მოწინააღმდეგეთა კამპანიაში, პარლამენტის სხდომებს რატომ ვერ წაიყვანს? იქ რა ბზიკი უკბენს და რატომ მოუნდება ოპოზიციის პროცედურული დაჩაგვრა? თან აბსოლუტური ტყუილია თითქოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნეიტრალურობა მოეთხოვება. მსოფლიოს ყველა პარლამენტის თავმჯდომარე კონკრეტულ პარტიას წაემოადგენს. მათ ერთადეთი ვალდებულება აქვთ, პარტიული კუთვნილების მიუხედავად პატივი სცენ რეგლამენტს!

რაზე მიანიშნებს არჩილ თალაკვაძის გადადგომა?

1. ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი არაფერს წარმოადგენს და ერთ წამში შეუძლიათ მისი გამოძევება კაბინეტიდან. პარლამენტის თავმჯდომარეს არ აქვს პოლიტიკური წონა და გავლენა თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად.

2. ახალი შეთანხმების მიხედვით “ქართულ ოცნებას” მოუწევს საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება ოპოზიციისთვის. მაშასადამე, რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწევს კაბინეტის, მანქანის, აპარატისა და სხვა პრივილეგიების დათმობა. გადაყენების წინ სულ მცირე უკმაყოფილება თუ გამოხატეს მოქმედმა თავმჯდომარეებმა, შეახსენებენ, რომ მხოლოდ ისინი კი არა, მთლად პარლამენტის მეთაურიც კი შეეწირა ოპოზიციასთან შეთანხმებას.

3. “ქართული ოცნება” შეთანხმებაზე ხელმომწერ პირს ათავისუფლებს და ამგვარად თავის ორთოდოქს ამომრჩეველს ატყობინებს, რომ მოლაპარაკებების შედეგებით უკმაყოფილოა.

4. კახა კუჭავა თავისი ბიოგრაფიით დაკვშირებულია რამდენიმე მსხვილ იმპორტიორ კომპანიასა და მოპოვებითი მრეწველობის კორპორაციებთან , რომლებიც ჩვენს ბუნებრივ რესურსებს ეპატრონებიან და ყიდიან, ეფუძნებიან ექსტრაქტივსტულ ლოგიკას, ხელს უშლიან ადგილზე მაღალი რანგის წარმოების განვითარებას. როგორც სჩანს, ბიძინა ივანიშვილის ყოველდღიური პოლიტიკისაგან ნელ-ნელა დისტანცირების შემდეგ, თალაკვაძისნაირ “კომკავშირლებს” ბიზნესის აქტიური ლობისტები ჩაანაცვლებენ.”

თეგები: ლევან ლორთქიფანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:28 09-24-2026
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო

14:02 09-24-2026
“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved