საქართველოს პრეზიდენტის პირველი კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე:
“ფაქტი ფაქტია და ფაქტს ვერ გავექცევით, მაგრამ ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი უნდა ჩამოვყრათ, ეს არ არის არც ქართული ხასიათი არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ვინც გუშინ იყო გამოსული, ვინც სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს, მე ვიცი რომ თქვენც გრძნობთ, რომ არც იმედგაცრუების და არც წუწუნის დრო არ არის, რაც მოგვივიდა დღეს, არის გაფრთხილება- რაც მოგივა დავითაო, მხოლოდ შენი თავითაო, ჩვენი ბრალია. ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ, დავიმსახურეთ იმის მერე, რაც გააკეთა ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს 2 მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია აბა ვისი?!”
კომენტარები