• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რატომ მოიშორა სააკაშვილმა ხაბეიშვილი და რატომ დადო ფსონი თინა ბოკუჩავაზე?

ალია ავტორი - ალია
23:22 06-10-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,444

ანი დვალიშვილი

ლევან ხაბეიშვილმა, მის განცხადებას თუ დავეყრდნობით, პარტიის თავმჯდომარის პოსტი საკუთარი სურვილითა და„ კომუნისტური“ მიზეზით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა. თანაც, ისიც დაიბარა, პოლიტსაბჭოს შეფად ვრჩები და მალე კვლავ აქტიური ვიქნებიო. ჯერ ერთი, არავის გონია, პოლიტ-საბჭოს თავმჯდომარეს ნაკლები ენერგია სჭირდებოდეს, ვიდრე პარტიისას და მეორეც, თუ ორი თვის შემდეგ, ხაბეიშვილი მწყობრში იქნებოდა, რაღაზე გადადგა, ივლისი და აგვისტო პოლიტიკურად მაინც მკვდარი იქნება და ამას თავადაც ნახავთ. მოკლედ, ლევან ბატონი, როგორც გვეუბნებიან, უბრალოდ მოიცილეს და ეს, არც მეტი და არც ნაკლები, სააკაშვილის პირდაპირი დავალება ყოფილა.

„გაშარჟებული ხაბეიშვილი, რომლის იმიჯის აღდგენა ნაცემმა სახემაც ვერ მოახერხა, არა მხოლოდ ზარქუას საშაყირო იყო, მასთან მოლაპარაკებებზე არ სხდებიან ოპოზიციის ლიდერებიც. ყველამ იცის, რომ ლევანი არც გადაწყვეტილების მიმღებია და ხშირად წესიერად ამბავიც ვერ მიქონდა „ზემოთ“… გვახსოვს, მიშას სოფო ჯაფარიძის გაფეტიშება რომ უნდოდა და პრინციპში, ყველაფერი გააკეთა ამისთვის, ისიც კი იძახა, ჩემი ყური და თვალიაო, მაგრამ ვერც ამან იმუშავა, ამიტომ ჯაფარიძეც ჩაჩოჩდა… ახლა სააკაშვილის მთავარი მოთხოვნა იყო, სასწრაფოდ, სანამ ოფიციალურად საარჩევნო კამპანია დაიწყებოდა, ხაბეიშვილი უნდა მოეშორებინათ, თანაც ისე, რომ მელიასავით განაწყენებული არ დარჩენილიყო და რამე, პატარა პრობლემაც არ მოეტანა პარტიისთვის. მიშას გათვლით, ხალხსაც კითხვებიც არ გაუჩნდებოდა ხაბეიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და ადვილად გადააგორებდნენ ამ ამბავს. მართალია, მომენტი ცოტა დაგვიანებულია, მაგრამ მიშამ ესეც დაიკიდა. სააკაშვილს რამდენიმე მთავარი მოთხოვნა ჰქონდა – ლიდერი ქალი უნდა ყოფილიყო, რომლის მიმართაც მას ნდობა აქვს, მასთან მოლაპარაკებებზე ოპოზიცია უნდა დაჯდეს და თან ისეთი იყოს, რომელსაც, უცხოელ პარტნიორებთანაც გააგზავნის. მოკლედ, ზუსტად ისე მოიქცა სააკაშვილი, როგორც ქოცების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ხდება ხოლმე და როგორც წულუკიანი ეძახის, „ლამაზ თინას“ მოარგო თავისი მოთხოვნები. ამიტომაც, პარტიის წევრებისთვის გაუგებარი მიზეზებით, არ ჩატარდა შიდა არჩევნები, თიკა ბოკუჩავა რომ ვერ გაიმარჯვებდა, ყველაზე კარგად სააკაშვილმა იცოდა. მოკლედ, მიშას ფსონი დადებულია, ხაბეიშვილი გაწეული და ვნახავთ, ეს სვლა მოუტანს თუ არა რამე შედეგს და მოახერხებს თუ არა მთავარს, ნაცების გარშემო ოპოზიციის გაერთიანებასა და არჩევნებზე ერთ ნომრად გასვლას. “ – გვეუბნება პარტიის საქმეებში კარგად ჩახედული წყარო.

პარალელურად, დანარჩენი ოპოზიციური პარტიები, ვერაფრით ახერხებენ გაერთიანებას და სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიაზე“ ხელისმომწერნი, ფორმალურად არიან ერთად, თორემ საერთო სიებზე ფიქრიც კი არავის სურს. თანაც, ყველამ იცის, რომ არჩევნებისთვის მთავარი პრობლემა ფული იქნება და არავის სურს, სხვა საკუთარ ჯიბეში ჩაახედოს….

 

თეგები: თინა ბოკუჩავალევან ხაბეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved