გავრცელებული ინფორმაციით, გოგი წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა “მთავართან” თქვა, წულაიას მდგომარეობა დამძიმდა, ის მოძრაობისას წაიქცა, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების ჩარევა.
„დაახლოებით, საათ-ნახევრის წინ გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში. რბილად რომ ვთქვა, ძალიან შეუძლოდაა. მოძრაობის დროს წაიქცა, ძალიან დასუსტებულია. 10 დღეში 15 კილო აქვს დაკლებული. ხელის კიდურების გაშავება, ორგანიზმდან აზოტის გამოყოფა დაეწყო, რაც სახიფათო ნიშნებია“, – განაცხადა გელბახიანმა.
პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. ის პირველივე დღიდან შიმშილობს.
კომენტარები