„გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა:
„ჯერ ოპოზიციაში ამაზე საერთოდ არ გვისაუბრია. არანაირი გეგმა არა გვაქვს. თუმცა პრინციპულად შეთანხმებულები ვართ.
ამ ვირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, რამდენად გვექნება იმის ფუფუნება, რომ მასობრივად შევიკრიბოთ, ჯერ უცნობია.
სურვილის დონე ერთია, მოგვეცემა თუ არა შესაძლებლობა – ეს უკვე მეორე საკითხია.
წინსწრებით, რომ საუბრობენ სახელმწიფო შეტევაზე, ვოლსკის განცხადებაზე რა უნდა ვთქვათ -„ჯერ ბავშვი არ დაბადებულა, ამირანს არქმევდნენო“, რა გითხრათ.
ამ თემასთან დაკავშირებით პრინციპული გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ ჩვენ ვაპირებთ ამ თარიღის აღნიშვნას.
„აღნიშვნა“ შესაძლოა ცოტა ისეთი სიტყვაა – უცნაური, არ შეესაბამება ამას, მაგრამ როგორ შევიკრიბებით რა ფორმით ამაზე ჯერ ჩამოყალიბებულები არ ვართ“
კომენტარები