• რეკლამა
  • კონტაქტი
06:12, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რასაც ახლა დავწერ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მეთქვა” – გიორგი კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
14:46 07-12-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,323

მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:

“რასაც ახლა დავწერ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად უნდა მეთქვა. მართალია, რომ მართალია ბატონი უილიამსი – ,,ჩვენ ვართ ის – რაზეც ვდუმვართ” – მაგრამ ვერ არის ეს ამბავი იმ გაქანების, რამენაირად განმაპირობოს. ამიტომაც გიყვებით. თანაც სახელების გაუთქმელად. არ არის ხალხის ერთმანეთისთვის საჯიჯგნად მიგდება ჩემი სპორტი – მით უფრო, რომ ადამიანი, შეიძლება დღეს სულ სხვანაირად ფიქრობდეს და მოქმედებდეს.
2013 – 14 წლებიდან, ქართველი მწერლისთვის უჩვეულოდ პოპულარული გავხდი. ნელ-ნელა, ჩემი საჯარო ყოფა პოპ-ვარსკვლავისას ემსგავსებოდა – სხვა სალაპარაკოა, რამდენად მარგო მე ამ საქმემ შემოქმედებითად იმ წლებში ან ხანაც, რამდენად ღიმილისმომგვრელი იყო გამოვლენის ფორმები, ზოგჯერ ჩემგანვე ხელშეწყობილი – თუმცა ოდნავაც არ ვნანობ, გასავლელი გზა გამოდგა და ბევრი აზრით საინტერესო. იმ ტექსტს, რომლის გამოც დიდი და დაუმსახურებელი სახალხო სიყვარული დამესხა თავს, წინ უძღოდა ჩემი ხანგრძლივი ლიტერატურული კარიერა – 18 წლიდან ვიდრე 28 წლამდე. ,,ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტი” – წერდნენ ყველაზე სიტყვაფრთხილი კრიტიკოსებიც კი, თუმცა ეს ყველაფერი მაინც იმ ვიწრო ქვაბში იხარშებოდა, ქართული ლიტერატურული ბომონდი რომ ჰქვია. ამიტომაც, მკითხველების უმრავლესობამ დღეს გაიგო, რომ თურმე მე ,,ლექსებსაც ვწერ”. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ სწორედ ეს ტექსტი, გამოქვეყნებამდე, რამდენიმე ცნობილ ლიტერატორს წავაკითხე – ,,ბრწყინავს” – მოიწერეს მათ. რა იცოდა იმ პატიოსანმა ხალხმა, ასე პოპულარული თუ გახდებოდა, თორემ ვინ ოხერი. არ იცოდნენ. შეცდნენ. მათი ბრალი არაა. ზუსტად იგივე ხალხი, ვფიცავ ყველა მუზას, აი, ზუსტად – სადღაც სამ თვეში, იგივე ნაწარმოებზე, ზურგსუკან, მაგრამ ხმამაღლა ამბობდა – “პაპსაა კაცო, ბესტსელერი როგორ შეიძლება კარგი წიგნი გახდეს”. მოიცა, მაგაზე მაგარი ამბავი ესაა – მე #გურულიდღიურები საერთოდ არ მომწონს, ფრაგმენტული წიგნია, სხადასხვა დროს დაწერილი ესეების კომპილაცია და ახლა გაცილებით უკეთეს ტექსტს შევქმნიდი იგივე თემაზე. მთლად ასეც კი არ ვფიქრობ, მაგრამ ამგვარად ვამბობ ხოლმე საჯარო შეხვედრებზე და უნდა ნახოთ, როგორი გამოუცნობი სიმშვიდე და სიხარული ეღვრება სახეზე გვერდით მჯდომ რომელიმე კოლეგა მწერალს და ვხარობ მათი სიხარულით და ვაგრძელებ საკუთარი თავი ლანძღვას.
ნელ-ნელა და მეთოდურად დაიწყო კომიკური ქართულ-ლიტერატურული ,,Cancel Culture” – ერთადერთი დანაშაულისთვის – პოპულარული ვიყავი. მოგვიანებით, ეს ,,დანაშაული” სხვა მიმართულებითაც იგულისხმებს ,,სასჯელებს”, მაგრამ ამაზე სხვა დროს. მე, რომლის ქებითაც გუშინ იღვრებოდნენ, მსუბუქად ამომიღეს ბოლო ოცწლეულის ყველა მიმოხილვიდან, თითქოს არც ვარსებობდი და ჩემს ნაცვლად საეჭვო კლასის პოეტები და მწერლები უხვად მიმოფანტეს. ეჰ, რა საშინელი რამეა, ეს სხვისა კეთილსა ზედა ბოროტება, ხან სრულიად არაპაგმატულიც კი. იგივე ხალხი, ცალი ხელით ამას წერდა და მეორე დასახმარებლად ჰქონდა გამოწვდილი. მეც ვუწვდიდი საგანგებოდ შეთხზული გულუბრყვილო ღიმილით. ახლაც გავუწოდებ. ჰოდა, ჩემი არცერთი წიგნი აღარ მოხვედრილა არცერთი ლიტერატურული პრემიის მოკლე სიაში – მიზეზი ერთადერთი იყო – გარეკანს საზარელი ორი სიტყვა – გიორგი კეკელიძე ეწერა. თავიდან მიკვირდა, მაგრამ მერე შევეჩვიე. არც ხმა ამომიღია არასდროს – აბა, ის ერთადერთი, მცირე ბუდე, სადაც ჩემზე ,,შურისძიებას” შეძლებდნენ, როგორ მეკადრა და მომეშალა ამ შესანიშნავი ხალხისთვის. თანაც, რაც მთავარია, ჩემი ობსესიური ბუნების წყალობით, რასაც ერთხელ მივაღწევ, მერე ღრმად უინტერესო ხდება – მე კი 25 წლის ასაკში უკვე ყველა დიდი და პატარა ქართული ლიტერატურული ჯილდო მქონდა მოგებული და ,,მოთავებული”. კი, თავიდან ცოტათი მწყინდა, მაგრამ მეორე დღეს არ მახსოვდა. და ისინიც შეეჩვივნენ, რომ ეს ნორმაა – ხომ არის ეს კაცი ცნობილი და წარმატებული, თან ამდენნაირ საქმეს აკეთებს, აქ მაინც გვაცალოს – იმშვიდებდნენ სინდისს და თუ უჭირდათ, ისევ მეძახდნენ ხოლმე. მხოლოდ ერთი განვიცადე და ისიც ჩუმად: მამაჩემისთვის მიძღვნილი ლექსების ციკლი ,,წერილები ღმერთს და მამაჩემს”, ყველა დიდი ქართული კონკურსის მიღმა დარჩა. ვინც იმ წელს მიღმა არ დარჩა, შესანიშნავ კრებულებს თავისთავად, მოდი, აქაც თანდაყოლილად მორცხვი ვიქნები – არ ჩამოუვარდებოდა. ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხი შემხვდა და მითხრა, რომ საერთოდ არ წაუკითხავს – სხვადასხვა მიზეზის გამო. მამაჩემის სულს გეფიცებით, მე არაფერი მიკითხავს, გარდა მათი ჯანმრთელობისა, თავისით მითხრეს და მთლად კარგად არ ვიცი, რატომ. ეს ადამიანები ბრწყინვალე პროფესიონალები არიან საკუთარ საქმეებში, დღემდე დიდი ღიმილი და სალამი გვაქვს და ხვალაც მექნება.
მოკლედ, ასე იყო. ჰოდა, მალე ჩემი ლექსების კრებული #ახალისიმღერები გამოვა. ძალიან ამბიციური კრებული. ვიფიქრე, ავაშორებ ჩემს მეგობრებს მორიგ უხერხულობას, წინდაწინვე მოვხსნი მეთქი ყოველგვარი კონკურს-პრემიიდან, მაგრამ კაცმა რომ თქვას – რატომ. ამით ხომ იმ პროცესს ვანიჭებ მნიშვნელობას, რომელიც ჩემთვის უკვე ღრმად სულერთია. თანაც ეს პრემიები პარალელურად მშვენიერ საქმეს აკეთებენ – უამრავ უცნობ თუ ცნობილ ავტორს უწყობენ ხელს. მათ ეს აუცილებლად სჭირდებათ, მე – აღარ. ყველაზე უფრო დიდი უსამართლობების წლებშიც კი, მათთან სხვადასხვა ფორმით ვთანამშრომლობდი. ეგ კი არა, ეგ რა არის – #თომასზღაპრები – ს გამოსვლის შემდეგ, საბავშვო მწერლების დიდი ნაწილი უბრალოდ აღარ მესალმება. თავიდან გაოგნებული ვუყურებდი, ახლა მეცინება. მეცინება და პერიოდულად ამ ადამიანებს რომელიმე დიდ საერთაშორისო პრემიაზეც წარვადგენ ხოლმე.
ადამიანი გამოხატვის არსებაა და ვიცი, ადრე თუ გვიან, მაინც მომინდებოდა ამის თქმა – მერე, ჩემი თავისა აბა რა ვიცი, რა ხასიათზე ვიქნები, ვაითუ უფრო მწარეზე. ჰოდა, ასე სჯობს – მსუბუქად და სიყვარულით. თანაც მე და სხვა მდინარეები უკვე წლებია, სხვადასხვა კალაპოტით მივედინებით.
მიგულეთ გვერდით, თქვენი
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved