• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ურჩევს გოცირიძე სავალუტო პუნქტებს? – “ასწავლეთ ჭკუა ბანკებს, თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინება”

ალია ავტორი - ალია
14:43 06-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ხვალ ვალუტის გადამცვლელი პუნქტები იხსნება. გარდა იმისა, რომ მოსახერხებელია და ათასობით ადამიანს ასაქმებენ, სერიოზულ კონკურენციას უწევენ კომერციულ ბანკებს.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ბრუნვა ბანკებთან შედარებით მიზერულია, მაინც იძულებული გახადეს ბანკები მათი გაცვლის კურსისთვის გაეწიათ ანგარიში. გარდა საკუთარი ”ტრადიციული” კლიენტებისა, ბანკის კლიენტებიც ”ქუჩაში” ახურდავებდნენ ( ახურდავებენ) ფულს.

ნაცვლად იმისა, რომ ბანკშივე მოახდინონ ფულის კონვერტირება, გამოაქვთ ნაღდი ფული და ჯიხურებში უკეთესი კურსით ყიდულობენ სასურველ ვალუტას. ამის თავიდან ასაცილებლად მსხვილმა ბანკებმა შემოიღეს პარალელური, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მაქსიმალურად მიახლოებული კუსით კონვერტირება, თუ ეს მოხდება ინტერნეტით ან მობილურით. ამან შეამცირა ბანკებიდან ნაღდი ფულის გადინება, მაგრამ ჯიხურების კურსი მაინც უკეთესია და ბევრი მაინც იქ ამჯობინებს გადაცვლას.

კონკურენცია ისეთ მექანიზმებზეა აგებული, რომ თაგვსაც შეუძლია სპილოს შეშინა. სპილო დიდია და მოუქნელი, ეს კი პატარა და მკვირცხლი. ამათი დაკეტვა კი უგუნურება იყო. დატოვეს ათასობით ადამიანი უმუშევარად. სავალუტო პუნქტებს კი ვურჩევ, ხვალ ”ძალიან კარგი” კურსით გახსნან სეზონი და ჭკუა ასწავლონ ბანკებს. არ იქნება ადვილი შემობრუნება, მით უმეტეს მაშინ, როცა არც ”ტურისტული” ვალუტაა ქვეყანაში, არც იმდენი გადმორიცხვები და ხალხმაც მაქსიმალურად შეზღუდა ხარჯვა უფულობისა და ეკონომიის გამო. გაუჭირდებათ წელს ძალიან, მაგრამ კარგი დროც დადგება.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved