• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას დაპირდა თალკავაძე ზაზა გახელაძის ოჯახს და რატომ არ მოითხოვეს გახელაძის გაცვლა დაკავებულ 2 რუს ჯარისკაცში?

ალია ავტორი - ალია
15:32 04-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, რომ ოჯახს მარტის შუა რიცხვებში არჩილ თალაკვაძე შეხვდა. 

ბუნტური ამბობს, რომ მას ჰკითხა, რატომ გაათავისუფლეს 2 ე.წ რუსი მესაზღვრე, რომლებიც გორის სოფელ ხურვალეთში 7 მარტს დააკავეს და რატომ არ მოითხოვეს მათი გაცვლა ზაზა გახელაძეში.

“დავუსვი კითხვა, რატომ არ გაცვალეს ჩემს შვილში, ხომ ყავდათ დაჭერილი. მაგრამ ამის შედეგს სულ მალე დავინახავთ, ქალბატონოო.

თალაკვაძის სულ მალე რამდენია, ნამდვილად არ ვიცი. დღემდე უშედეგოა ყველაფერი. არც ჩემს შვილში, არც სხვაში არ გაცვალეს და არც არაფერი გააკეთეს საიმისო”. – ამბობს ზაზა გახელაძის დედა. 

ქალს იმედი ჰქონდა, რომ ოკუპანტების გათავისუფლების შედეგი ერგნეთის გუშინდელი შეხვედრის შემდეგ მაინც დადგებოდა. 

“მაგრამ არანაირი შედეგი არ არის.

“ვინმეს რომ პური და ფული ვთხოვო – მე ასე არ მიჭირს. რაც ჩემს ძალებს აღემატება, ჩემი უკანონოდ დაკავებული შვილის გათავისუფლებაა. მარტო ამას ვითხოვ, სხვას არაფერს”. – თქვა მან. 

ზაზა გახელაძე თითქმის 10 თვეა, საოკუპაციო რეჟიმს უკანონოდ ყავს დაპატიმრებული. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

 მისი ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრებს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს გეგმავს. 

გახელაძის ცოლის, ირმა ბუთხუზის თქმით, ისინი მოქმედებაზე გადადიან – მოითხოვენ შეხვედრას პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. 

გუშინ, 27 აპრილს ერგნეთში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის რიგით 99-ე შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

ზაზა გახელაძე, ისევე, როგორც გენადი ბესტაევი და ლაშა ხეთერელი კვლავ უკანონოდ არიან დაპატიმრებულები.

წყარო – ფორმულა

თეგები: არჩილ თალაკვაძეზაზა გახელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

08:00 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:38 06-16-2026
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება – 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება – თიბისი

16:25 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved