დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში ამ ეტაპზე 12 წლამდე ბავშების ვაქცინაცია არ იგეგმება, თუმცა განიხილება 12-15 წლის ასაკობრივ კატეგორიაში არსებული შეზღუდვა. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმუნიზაციის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მშობლის სურვილის შემთხვევაში ამ ასაკის ნებისმიერი ბავშვი აიცრას.
“12 წლამდე ჯერ არ იგეგმება.
რაც შეეხება 12 წლიდან აცრას, იმუნიზაციის საბჭოსთვის მომზადებულია სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება. ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა 12-დან 15 წლამდე ბავშვებისთვის, დღეს უკვე საუბარია და წინადადება განიხილება, რომ მშობლების თანხმობითა და სურვილით გაიხსნას ვაქცინაცია ამ ასაკის ყველა ბავშვისთვის. ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
დღეის მონაცემებით კი 12-15 წლის კატეგორიაში აცრილია 106 ბავშვი.
ასევე, თქვენ იცით, რომ დავუშვით 16-17 წლის მოზარდების აცრა და დაახლოებით 10 000-ზე ოდნავ მეტი 16-17 წლის მოზარდი “ფაიზერით” არის აცრილი”
კომენტარები