• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რამდენი ადამიანი დაზარალდა ვაქცინით და რას პასუხობს იმნაძე მოქალაქეს, რომელიც ეკითხება, რატომ უნდა აიცრას?!

ალია ავტორი - ალია
05:28 02-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.

მაყურებლის კითხვა:

-აუცრელი ვარ, არც ერთი აცრა მაქვს გაკეთებული, კორონავირუსის არც ერთი შტამი არ შემხვედრია, რატომ უნდა ავიცრა?

პაატა იმნაძე:

-ღმერთმა კარგად გამყოფოთ ადამიანო.

მაკა რაზმაძე:

-გვეკითხება, რატომ უნდა ავიცრაო.

პაატა იმნაძე:

-ღმერთმა, ჯანმრთელად გამყოფოთ. ჩემი პასუხი ესაა.

მაყურებლის კითხვა:

-რამდენი ადამიანი დაზარალდა ვაქცინით?

პაატა იმნაძე:

-ვაქცინით, ბოლო ციფრები, არ მინდა ზუსტ ციფრებში შემეშალოს, გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას და ნახავთ, ყველა გვერდითი მოვლენა სათითაოდაა მოცემული და ეს არის უმცირესობის, უმცირესობის უმცირესობა, მიზერული ციფრებია. შეიძლება წყალი დალიოს ვიღაცამ და გადასცდეს.

მანამდე, კიდევ ერთი კითხვა იყო ვაქცინით დაზარალებულებზე, კითხვის ავტორმა, კითხვა ასე ჩამოაყალიბა – რამდენ ადამიანს ჰქონდა ვაქცინაზე უკუჩვენება და ვინ არის პასუხისმგებელი.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინის უკუჩვენება და ვაქცინის გვერდითი მოვლენა სხვადასხვა რამეა. უკუჩვენების დროს, ვაქცინირება არ ხდება. თუმცა, მან ისევ არ ისაუბრა გვერდით მოვლენების რაოდენობაზე, ტიპზე და არც პასუხისმგებლობაზე.

“ალია” შეგახსენებთ, რა წერია პასუხისმგებლობაზე და კომპენსაციაზე ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა:

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 28 იანვარს შეიტანა ცვლილება საქართველოს კანონში „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“.

საკანონმდებლო ცვლილების თანახმად საქართველოში COVID-19 ვაქცინის გამოყენების შედეგად დამდგარ შესაძლო ზიანზე პასუხისმგებელია სახელმწიფო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია ა) იმპორტიორის მიერ დაშვებული შეცდომით, ბ) სამედიცინო პერსონალის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ დაშვებული შეცდომით და გ) ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლის მიერ, როდესაც მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს მის პასუხისმგებლობას.“ – წერია ვაქცინაციის გეგმაში.

კომპენსაციები იმუნიზაციასთან დაკავშირებული ზიანის შემთხვევაში – დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური საჭიროება არ არის დათვლილი, თუმცა, გაწერილია, რომ კომპენსაციების გაცემა მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემთხვევისა.

თეგები: პაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ვაზიანში 13 მზის ელექტროსადგური ამოქმედდა

14:24 06-17-2026
სეო ოპტიმიზაცია
ახალი ამბები

რა განსხვავებაა SEO ოპტიმიზაციასა და კარგ SEO ოპტიმიზაციას შორის?

14:07 06-17-2026
ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

18:10 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved