დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, სომხეთის დახმარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
კითხვაზე, დახმარების ფარგლებში საქართველო სპეციალისტების გაგზავნის თუ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს საქართველოში ჩამოიყვანენ – იმნაძე პასუხობს, რომ ეს საკითხი ჯერ განხილვის საგანია.
„ამ საკთხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, იცით რომ შეთავაზება გაკეთებული იყო. ეს ყველაფერი იქნება მოლაპარაკების საგანი“
“ალია” – როგორც პაატა იმნაძე ამბობს, ორივე შევთავაზეთ, სპეციალისტების გაგზავნაც და პაციენტების გადმოყვანაც – რამდენად უსაფრთხო იქნება პაციენტების გადმოყვანა – მაშინ, როცა ამის გამოცდილება არც ერთ მხარეს არა აქვს – უცნობია.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთში უამრავი კლინიკა ითხოვს, მისცენ უფლება, კორონავირუსით დაავადებული მიიღოს – შესაბამისად, ადგილების, ბოქსირებული პალატების პრობლემა არ არის.
კომენტარები