• რეკლამა
  • კონტაქტი
01:33, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

რა შეიძლება მოხდეს, თუ ზამთრისთვის საბურავს არ შეცვლით? – „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

ალია ავტორი - ალია
18:46 12-05-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
643

 ახალი წლის ჯადოსნური პერიოდისთვის მზადება ნელ-ნელა იწყება. განსაკუთრებულ დღეებს კი მოულოდნელობები არ უხდება. იმისათვის, რომ დღესასწაულზე უსიამოვნო თავგადასავლებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ, მნიშვნელოვანია, ავტომობილის  დეტალები გადაამოწმოთ და მის საიმედოობაში დარწმუნდეთ.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ მძღოლების 100%, ის, ვინც ზამთარში საბურავს არ ცვლის, ერთხელ მაინც ეხვევა უსიამოვნო თავგადასავალში. თან, თუ ეს უსიამოვნება ახალი წლის ღამეს ხდება, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

ასეთი უსიამოვნო თავგადასავლის, მეგობრების განრისხებული მზერისა და თავბრუსხვევის ასარიდებლად უმჯობესია, საბურავების შეცვლაზე უკვე იზრუნოთ. ცივი კლიმატისთვის შეუსაბამო საბურავი მოჭიდების უნარს კარგავს და სამუხრუჭე მანძილის გაზრდას იწვევს, რაც შემდგომში ავარიის მიზეზი ხდება. ზამთრის საბურავები კი დაბალ ტემპერატურასა და თოვლიან ზედაპირზე დამუხრუჭების მანძილს ამცირებს და დანიშნულების ადგილზე უსიამოვნო თავგადასავლების გარეშე მისვლის შესაძლებლობაც გექნებათ.

საბურავების სეზონურ ცვლილებასა და გასათვალისწინებელ რჩევებზე „თეგეტა მოტორსის“ საბურავების ბრენდ მენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი საუბრობს.

რამდენად მნიშვნელოვანი დეტალია ხარისხიანი საბურავი ავტომობილისთვის?

„საბურავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტალია ავტომობილისთვის, რადგან ის  პირდაპირ კონტაქტშია გზის ზედაპირთან. არსებობს მრავალი დანიშნულების საბურავი, ამიტომ მნიშვნელოვანია, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციოთ მის გვერდით კედელზე არსებულ ნიშნებს და მხოლოდ პროფესიონალის კონსულტაციის შემდეგ გავაკეთოთ არჩევანი, რადგან საბურავის დანიშნულების მიხედვით შერჩევა უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოდ გადასაადგილებლად“.

რატომ არის აუცილებელი საბურავების სეზონური ცვლილება? 

„ჩვენს რეგიონში საკმაოდ პოპულარულია ე.წ. ყველა სეზონის საბურავი. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ცალ-ცალკე ზამთრისა და ზაფხულის საბურავების შეძენის ნაცვლად, ყველა სეზონის საბურავის შეძენა ეკონომიურია. რეალურად კი, საბურავის სეზონური ცვლილება მის ნაკლებ ცვეთას იწვევს და სწორედ ამაში გამოიხატება მისი ეკონომიურობა. გარდა ფინანსური სარგებლისა, სხვადასხვა სეზონზე თუ გზის რელიეფზე საბურავის სეზონურად ცვლა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია“.

ვიზუალური განსხვავების გარდა, შემადგენლობის მხრივაც თუ განსხვავდება ზაფხულის საბურავი ზამთრისაგან?

„საბურავის სეზონის განმასხვავებელ ინდიკატორად  ხშირად გამოიყენებენ, უბრალოდ, კაპრონის (ზაფხულის) და რეზინის (ზამთრის) შემადგენლობებს, სინამდვილეში კი საბურავი უამრავი ნივთიერებისა თუ კომპონენტისაგან შედგება.

სა­ბუ­რა­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რო­ბას მისი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა და პრო­ტექ­ტო­რის                 კონ­ფი­გუ­რა­ცია გან­სა­ზღვრავს. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბები სი­ცხე­ში უკე­თე­სი მო­ჭი­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, ხოლო ზამ­თრის სა­ბუ­რავ­ში პი­რი­ქით – შე­მად­გენ­ლო­ბა და­ბალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზეა გათ­ვლი­ლი. ზა­ფხუ­ლის სა­ბუ­რა­ვი სი­ცი­ვე­ში ხის­ტი ხდე­ბა და  მო­ჭი­დე­ბის უნარს კარ­გავს, ხოლო ზამ­თრის სა­ბუ­რა­ვი პი­რი­ქით, ცხე­ლი გზის სა­ფარ­ზე მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას ად­ვი­ლად ცვდე­ბა და მისი მო­ჭი­დე­ბა  ძველებურად ეფექ­ტიანია აღარ არის“.

რა განსხვავებებია ახალსა და მეორად საბურავს შორის?

„ყველა საბურავს აქვს შესაბამისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მისი პრო­ტექ­ტო­რი ცვდე­ბა და სა­ბუ­რა­ვი გამოშრობას იწყებს. სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას, ხა­რისხთან ერ­თად, მნიშვნელოვანია მათი ასა­კიც, რად­გან მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდ საფრ­თხეს ქმნის ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ბუ­რა­ვი არა მარ­ტო ცვდე­ბა, არა­მედ ძველ­დე­ბა კი­დეც – დრო­ის გას­ვლას­თან ერ­თად, მისი შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ეფექ­ტიანო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დაბლა იწევს“.

ცივი სეზონისთვის ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს.

—

ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

სიახლე – ბრაზილიური განწყობა უკვე PSP-შია!

13:22 11-17-2026
სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა
ახალი ამბები

სელფი მობაილმა ზემო სვანეთში ქსელის გამტარუნარიანობა 5-ჯერ გაზარდა და რეგიონებში 25 საბაზო სადგური განაახლა

18:38 11-16-2026
რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?
ახალი ამბები

რაში არ შეიძლება ფულის დაზოგვა რემონტის დროს?

18:32 11-16-2026
Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისისა და „ვისოლის“ ერთობლივი პროექტი საუკეთესოდ აღიარა

18:21 11-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved