“ნაპოლი” მორიგ შეხვედრას დღეს 10 სექტემბერს “სპეციას” წინააღმდეგ ჩაატარებს.
მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პრიზი სტადიონზე გადასცეს.
ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ თვეში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ 2 გოლი “მონცას” გაუტანა, ხოლო 1 – “ვერონას”.
ცნობისთვის, კვარაცხელიამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის “რომას” მოთამაშეს, პაულო დიბალას, “ატალანტას” ნახევარმცველს, ტეუნ კოპმაინერსს, “ინტერის” შემტევს, ლაუტარო მარტინესს და “იუვენტუსის” თავდამსხმელს, დუშან ვლაჰოვიჩს აჯობა.
კომენტარები