• რეკლამა
  • კონტაქტი
15:58, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა ჯანდაბის პოლიტიკოსები არიან, მუდმივად სხვებისგან თუ ითხოვენ რჩევებს და გეგმებს?”- ქეთევან ენუქიძე

ალია ავტორი - ალია
15:59 01-10-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
426

შეაჩერე კორუფციას თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე:

ქოცები არ ამბობენ, რომ პუტინი თავს გვესხმოდა და ბიძინამ გადაგვარჩინა. ისინი ამბობენ, რომ გლობალური ომის პარტია აიძულებდა ომში ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას.
ამ დროს, ასეც ვერ დავადგინეთ, რა არის ეს გლობალური ომის პარტია და ვერც იძულების მტკიცებულება ვნახეთ.
ეს ორი X მხოლოდ დაცინვის და ეთერებში თავმომწონე მჭევრმეტყველების საგნად ჩარჩა.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კობახიძე მუდმივად გაიძახის, რომ უკრაინის სასარგებლო არაერთი ნაბიჯი გადადგა.
კითხვა მაინც დაესვა ვინმეს – როცა ამას აკეთებდა, პუტინის და ომის მაშინ რატომ არ ეშინოდა?
ბრიფინგზე თქვა ეს და, ჟურნალისტებმა, ნაცვლად იმისა, რომ 25 წუთიანი ჩამონათვალი დეტალურად განეხილათ, სივრცე დატოვეს. მერე კი მთელი ფეისბუქი ბედნიერი დაათრევდა ჟიჟილაშვილის 11-წუთიან მონოლოგს, რომელიც უბრალო გულისფხანა იყო და, ვინც მთელი საათ-ნახევარი ნახა, მიხვდებოდა, რომ არაფერი მომხდარა იქ ისეთი, მშვიდი გულისფხანის მიზეზი რომ გვქონოდა.
სამაგიეროდ, კრეწიული პოსტები დაიყარა “კულტურა/ზრდილობის” და IQ -ს თემაზე.
გააყალბეს და იმიტომ მოიგესო.
კი, გააყალბეს, მაგრამ ეს ყბადაღებული მშვიდობა რომ არა, ამდენს გაყალბებითაც ვერ გაქაჩავდნენ.
რეგიონებში გადით და ნახეთ, გაუყალბებლადაც როგორ მიაღწიეს სასურველს.
თუმცა, გაუსვლელადაც იცით ყველამ!
მე თუ მკითხავთ, ის კოშმარული ბანერები რომ გამოფინეს, მაშინვე უნდა გაეპროტესტებინათ არჩევნები!
რელობა არის ასეთი:
გაყალბებულ არჩვენებზე ხალხი არ რეაგირებს, რადგან სხვანაირი არჩევნები არც უნახავს და, დღეს თუ ქუჩაში აქციებია, აქციებია არა გაყალბების, არამედ კობახიძის განცხადების გამო!
დღეს თუ ითხოვენ არჩვენებს, ითხოვენ იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ღიად და დაუფარავად თქვა ის, რასაც აქამდეც ამბობდა, მაგრამ მოსასმენად არავის ეცალა.
რა გვექნაო?
ჯერ ერთი, რა ჯანდაბის პოლიტიკოსები არიან, მუდმივად სხვებისგან თუ ითხოვენ რჩევებს და გეგმებს?
მეორე – არჩევნების წინ უნდა ემუშავათ – კარდაკარ, დღე და ღამე, ჯგუფებთან პროფესიული ნიშნით, სოციალური ნიშნით, ინტერესების გათვალისწინებით…
არ გეტყვით, სად უნდა გაიკვეხოთ ბანძი ტრენინგები, დაბეჭდილი პრიალა ბუკლეტებით და პარტიისდროშებიანი კალმებით!
და ნუ მომიყვებით ზღაპრებს, როგორ ხდება ხოლმე ნაჩვევი წესებით მუშაობა!
თითქმის ათი წელია ვუყურებ და ვხედავ, რას ნიშნავს ეს “მუშაობა”. “კვლევა” და ა. შ.
მთელი იმედები მუდმივად დაკავშირებული იყო უცხოეთის რეაქციაზე და ქოცების შეცდომებზე!
პოლიტიკური ელიტა კი ამასობაში ჩამოყალიბდა საკუთარ სივრცში ჩაკეტილ მარგინალურ, უიდეო, უპლატფორმო და ეთერებში მოკეკლუცე ჯგუფად, რომელიც მოგზაურობს ერთი პარტიიდან მეორეში, ერთი ჯიბიდან მეორში; ბეჭდავს და აკოპირებს უკვე არსებულს, რადგან პირველი ათეული ყველა მანამდე არსებულში არ ეყო. მერე გადაკოპირებულიდან ქმნის კოალიციებს და არის ერთი ტაშიკუკური!
მეტსაც გეტყვით:
ჯაფარიძის ეს მორიგი გამოსროლილი (ჩემი სამეზობლოს ბირჟაზეც არ მინახავს, ვინმე ასე არახუნებდეს სიტყვებს) და მის გარშემო ატეხილი ამბავიც კი მთავარი კითხვიდან აქცენტის გადატანის მცდელობა მგონია: ბოლო-ბოლო, როდის გაეცემა პასუხი ხაზარაძის მიერ დასმულ კითხვას?
ვინმემ შეიძლება იფიქროს, რომ ჩასაფრებული ვარ, მძულს ეს ხალხი, ან რამე მოტივები მაქვს…
ჩვენთან ასე ფიქრობენ ხოლმე კრიტიკის შემთხვევაში.
მძულს კი არა, ბევრს ადამიანურად თანავუგრძნობ, პატივს ვცემ და მიყვარს კიდეც…
ესეც არ იყოს, ვინ ხართ, რომ ჩაგისაფრდეთ, მძულდეთ, ან რამე კავშირი გქონდეთ ჩემს მოტივებთან?
საძოვარი აქ სულ ვიღაცის იქნება, მაგრამ ქვეყანა ჩემიცაა და ჩემნაირებისაც!
როდის, ვინ, რა ფორმით და რა უფლებით გადაწყვიტა – “ლიბერალურად და დემოკრატიულად” რომ აღმიკვეთოს სასურველის თქმის უფლება?!
ხოდა, რაკი არავისთვის მიმიცია ამის უფლება რატომ არ უნდა ვთქვა, რომ, რაც ნაკლებს ილაპარაკებთ, მით ნაკლებად დააზიანებთ პროცესებს!
რაც უფრო მეტს იფიქრებთ, მეტად გამოადგებით ქვეყანას, რადგან დაზიანებული რეპუტაციის მინიმალურად აღდგენას მაინც შეძლებთ, ხალხმა არჩევნებზე წასვლის წინ კუჭი რომ არ ამოირეცხოს… სანამ ადეკვატური და ჯანსაღი პოლიტიკური ძალები გამოჩნდებიან…
არჩევნები უნდა ჩატარდეს, ქოცები უნდა წავიდნენ და ამას აუცილებლად მიაღწევს საქართველოს თავისუფალი მოქალაეების ძალისხმევა!
და სულგმადლობთ ყურადღებისათვის!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved