• რეკლამა
  • კონტაქტი
23:50, შაბათი, 11 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა გააკეთა სუსმა, რაკი იცოდა, რომ ტრიქლორეთილენი საშიშია” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
20:06 12-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,763
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
მარტივად ავხსნი.
სულ დასადგენი იყო 2 ნივთიერება – ბიბისის დოკუმენტის მიხედვით.
აქედან ერთის შემთხვევაში გამოსაძიებელი არც არაფერი იყო – გამხსნელი საშუალება, კოდით UN 1710. ეს აღმოჩნდა საშიში ქიმიკატი ტრიქლორეთილენი. მაშინვე გაირკვა.
რაც შეეხება მეორე ნივთიერებას – ფხვნილს. ის იმალებოდა კოდის UN 3439 -ის ქვეშ. იქ მთელი სპექტრია საშიში ნივთიერებების, მაგრამ კონკრეტულად რომლით მოწამლეს ხალხი, უცნობი იყო.
რა გააკეთა სუსმა. ხომ იცოდა, რომ ტრიქლორეთილენი საშიშია, ისიც ხომ იცოდა, UN 3439–ში შემავალი ნივთიერებებიც საშიშია, შესაბამისად, ქიმიური იარაღი დასტურდებოდა.
ხოდა ადგა და თქვა, ტრიქლორეთილენი ჩამოწერილი იყოო (თან ,,რატომღაც” ზუსტად იმდენი, რამდენიც ბიბისის მოპოვებულ დოკუმენტშია მითითებული), მაგის მაგივრად სხვა გამოვიყენეთო – ძალიან კაი და უსაფრთხოო (ოღონდ თან არაა დაკონკრეტებული, ზუსტად რა პერიოდზე ლაპარაკობენ, განცხადებიდან არ ჩანს, რა ჰქვია გამხსნელ ნივთიერებას, რასაც 4-5 დეკემბრამდე იყენებდნენ. უნდა ვიგულისხმოთ, რომ ტრიქლორეთილენია თუ რამე სხვა. გაუგებარია, ადასტურებენ თუ უარყოფენ 4 რიცხვამდე ამ საშიში გამხსნელი ნივთიერების გამოყენებას);
შეკითხვები რა საჭიროა, პროსტა გვენდეთ. ყლეზე დაიკიდეთ ეგ სიმპტომები, რომელიც აიკიდეთო. თქვენს თავსა და ფაქტებს, დოკუმენტს კი არა, ჩვენ დაგვიჯერეთო.
ხოლო ის მეორე ნივთიერება ჩვეულებრივი ცრემლმდენი იყოო, უბრალოდ UN 3439 კოდით იყო შემოტანილიო. რა ვქნათ, კი აქვს მაგ ნივთიერებას თავისი კოდიო, მაგრამ რავი, დაგვიჯერეთ, რატომღაც ამ კოდით (UN3439) იყო შემოტანილიო. თეორიულად ხო შეიძლებაო, ასე მომხდარიყოო, ხოდა დაგვიჯერეთო, აი, მართლა ასეთი სტრანნი რამე მოხდაო.
მოკლედ, ორი ნივთიერებიდან ერთი ჩამოწერილად გამოაცხადეს, მეორე კი კოდების ჟონგლიორობაში გაატარეს.
ანუ ბიძინამ თქვა, დახურეთ ეგ საქმეო და ის მეორე საქმე გააგრძელეთო, ვინც მოვწამლეთ, მაგათ წინააღმდეგ რომ აღვძარითო. აბა ჩემს თავს ხო არ დავიჭერო.
სად წაუხვალთ ამ საქმეს ?! დამარცხდებით – პასუხს აგებთ. იქამდე კი ეს საქმე წვლილს შეიტანს თქვენს დამარცხებაში.
…
კიდევ ერთი დეტალი.
4-5 დეკემბრამდე რა ხდებოდა ?
BBC-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ნახსენები ტრიქლორეთილენი ( საშიში ნივთიერება – კოდით UN 1710) გამოიყენეთ ?
დღეს ეს ნივთიერება ჩამოწერილად გამოგვიცხადეთ და ნაშთი უწოდეთ 880 ლიტრს, მაგრამ განცხადებაში არ მიგითითებიათ 28 ნოემბრიდან მოყოლებული მომდევნო დღეებში (თუნდაც 4 დეკემბრამდე) რა ნივთიერებას იყენებდით გამხსნელ საშუალებად.
●
სუსი :
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას.
ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები წარმოადგენენ – პირველი: ქიმიური ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’. მეორე: ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). მესამე: ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი.
…
● სუსი :
2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი’’, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება ,,პროპილენ გლიკოლის’’ ხსნარი.
● შეკითხვა :
მაგალითად, 28-29-ში რა გამოიყენეთ გამხსნელ საშუალებად ?
ვთქვათ, გავგიჟდით ყველანი და ასე უაპელაციოდ დაგიჯერეთ, რომ ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეთ. გამხსნელად რაღაც ხომ გამოიყენეთ ? რატომ არ აკონკრეტებთ, რა იყო გამხსნელი 28-29-ში ? 4-5 ღამეზე რატომ გვიყვებით მხოლოდ ?
ტრიქლორეთილენის (UN 1710), რომელიც ძალიან საშიში ნივთიერებაა, 28-29-ში გამხსნელად გამოყენებას უარყოფთ თუ ადასტურებთ. დაგვიკონკრეტეთ, თუ შეიძლება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved