გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
ინგა გრიგოლია:
-ერთად შეჯერებულიყავით, თუკი რაიმე ტიპის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ის (ნიკა მელია) იღვიძებს, რთავს ტელევიზორს და აღმოაჩენს, რომ თქვენ დგეხართ და უპირისპირდედებით პრეზიდენტის ბიბლიოთეკიდან მოქმედ თავმჯდომარეს და რა იყო ეს, რა გადატრიალების გეგმა იყო ასეთი, რაც არ ითმენდა?
ლევან ხაბეიშვილი:
–უფრო მანამდე უნდა ყოფილიყო არჩევნები. რუსთავში და გორში ვიყავით და მეორე დღეს რუსთავის და გორის აქტივი ექიმების აქციაზე იყვნენ. იმდენად დახურულია ეს ოფისები, ობია უკვე პარტიის ოფისებში რეგიონებში.
ინგა გრიგოლია:
–ეხლა რატომ აგაღელვათ ამ ობიანმა ოფისებმა, როგორც ამბობთ, მას მერე რაც დავით კეზერაშვილზე ღია განცხადებები აკეთა ნიკა მელიამ. მანამდე ძალიან მშვიდად მიდოდა თქვენი პარტია.
ლევან ხაბეიშვილი:
–კიდევ ვთქვათ? თქვენ თავად თქვით, რომ ნიკა მელია თავად ადასტურებს, რო მიდიოდა არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი პარტიაში, მეტი რანაირად აგიხსნათ? ხომ ამბობთ, ნიკა მელია ამბობს, მანამდე მიმდინარეობდა არჩევნებთან დაკავშირებით საუბარიო? ის რომ რაღაცა პრობლემა იყო პარტიაში, გზადაგზა გამოდიოდა…
ინგა გრიგოლია:
–რა გააკეთა ნიკა მელიამ ისეთი, რაც აღარ ითმენდა და თქვენ თვალში სასწრაფოდ შესაცვლელი გახდა?
ლევან ხაბეიშვილი:
–უმარტივეს რამეს გეტყვით, ნიკა მელიამ დაანონსა და თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნებისთვის ნაციონალური მოძრაობა იწყებს ბრძოლას. ჩემდა საუბედუროდ, ნიკა მელია ამ განცხადების მერე, არ ყოფილა არც ერთ დიდ ქალაქში, არ შეხვედრია აქტივს, არ შეხვედრია პარტიის ხელმძღვანელობას და არ ჰქონია არც ერთი დიდი საჯარო ღონისძიება. უკაცრავად მაგრამ როცა პარტიის თავმჯდომარე 2021 წლიდან მოყოლებული პირდება მის ამომრჩეველს აქტიობას, გავიდა გაზაფხული, ზაფხული, მოვიდა შემოდგომა და თქვა რომ იქნება კონკრეტული აქტიობები… მე დარწმუნებული ვარ, მექნება პარტიის უმრავლესობის მხარდაჭერა, და მე არავის ვეტყვი, რომ მე ახლა დავისვენებ და თქვენ თითონ გააკეთეთ ყველაფერი, რაც გინდათ ის ქენით.
ინგა გრიგოლია:
–ამას გეუბნებოდათ? თქვენ იაქტიურეთ თავს ვეღარ ავიტკიებო? ნიკა მელია იჯდა ციხეში, ძალიან დიდ ბრძოლაში იყო მათ შორის ხელისუფლებასთან…
ლევან ხაბეიშვილი:
–კი და ფიზიკურად ვიცავდით ნიკას.
ინგა გრიგოლია:
–მე ნიკა მელიას კი არ ვიცავ. მაყურებლისთვის საინტერესო იქნება რასაც ვიტყვი, იმდენი კონფლიქტი, მართლა, ფეისბუქიდან წაშლა–წამოშლების ამბავი და წყენები არავისთან მქონია მგონია, რამდენიც ნიკა მელიასთან მქონდა, მაგრამ როცა სხვას უწუნებთ აქტიურობას, აგერ, ჩემი კოლეგა ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს: “რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილს, მიხეილ სააკაშვილმა პარტიას დააბარა სამი აქტივობა, მათ შორის, ორიგინალური ფორმის აქციები სხვა ჟანრში, რისი ორგანიზებაც სხვებთან ერთად ლევან ხაბეიშვილს უნდა გაეწია, ამ თემასთან დაკავშირებით, ერთი შეხვედრის შემდეგ, ხაბეიშვილი დაიკარგა.
ლევან ხაბეიშვილი:
–დრამატურგიულია (იცინის), ჯერ ერთი ქალბატონ ნანუკასთან არ შევალ ამ დისკუსიაში, თავად იცის, თავისი საქმე, საზოგადოებამ კარგად იცის, არსებობს არქივები, ხაბეიშვილი სად იმალებოდა, მაგრამ არა უშავს, ერთ რამეს გეტყვით, არაფერს გეუბნებათ ეს თუნდაც? რატომ დაავალა მიშა სააკაშვილმა ხაბეიშვილს, პარტიას თავმჯდომარე არ ჰყავდა?
ინგა გრიგოლია:
–მე ის უფრო მაინტერესებს როცა ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ხაბეიშვილი დაიკარგა, ხაბეიშვილი გაქრა. როცა სხვას უწუნებთ აქტიურობას, არსებობენ ადამიანები, მაგალითად, ნანუკა, რომელიც ძალიან ღია დამიანი და თქვა, ხაბეიშვილი დაიკარგაო და რატომ უფრო მეტს არ აკეთებდით, ლევან?
ლევან ხაბეიშვილი:
–შეიძლება რომ გიპასუხოთ?
ინგა გრიგოლია:
–სხვა ადამიანების გეგმის შემსრულებელი ხომ არ ხართ?
ლევან ხაბეიშვილი:
–ამ უკანასკნელ დღეებში მივეჩვიე ჩემზე თავდასხმებს. საზოგადოება კარგად არჩევს. ხაბეიშვილი დაიკარგა, ამას რომ ვინმე დაიჯერებს, მას მე ვეღარაფერს ვეღარ დავაჯერებ, პულტები არსებობს და გადახვევა შეიძლება. ამიტომ, ნანუკას ამ განცხადებასთან დაკავშირებით… იმიტომ რომ ყველა ეს ადამიანი გვჭირდება, ერთმანეთთან დაპირისპირებაში არ უნდა ვიყოთ და მეტსაც გეტყვით, ნიკა მელია ამბობს, რო პარტიის ნახევარმა იცოდა კონკრეტული ინფორმაცია და მე არ ვიცოდიო, რა უნდა იმ პარტიის თავმჯდომარედ, სადაც ნახევარმა პარტიამ რაღაც იცოდა და მას ინფორმაცია არა აქვს? როგორღა ამბობს, ვიქნები პარტიის თავმჯდომარეო? … შენ მომხრეებს, პოლიტიკური ლიდერების იმ ნაწილს ეძახო პარტიზანები, ეს არის არის კარგი.
ინგა გრიგოლია:
–გაჩნდა ეჭვი, რომ სპეციალურად შეირჩა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რათა გაჩენილიყო ქვეტექსტი, სააკაშვილი გიჭერთ თითქოს მხარს მელიას დახრიალებაში, დაცურებაში და აღმოჩნდა რომ სულაც არ არის ეს ასე.
ლევან ხაბეიშვილი:
–მე კი არ გავურბივარ ამ ბრიფინგს, ახალგაზრდებმა ჩაატარეს, ბრწყინვალე სახეებმა, ეს იყო ერთი კონკრეტული განცხადება, მეორე დღიდან შეიქმნა კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს გია ბარამიძე, თვალდახუჭული შემიძლია ვენდო მას.
ინგა გრიგოლია:
–თქვენ მოიგებთ ამ არჩევნებს?
ლევან ხაბეიშვილი:
–მე მგონია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს ნაციონალური მოძრაობა, მოიგებს ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი და ამ არჩევნებს მოვიგებ მე.
“ახლა მიშა ვეღარ მოვა” – გადატრიალება, თუ “ოცნების” “ბუ”–ები პარტიაში? – ლევან ხაბეიშვილი
კომენტარები