გადაცემა “რეაქციაში” ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი პასუხობს.
ლევან ხაბეიშვილი:
–ვანო მერაბიშვილს უნდა გაიმარჯვოს ნაციონალურ მოძრაობაში ძლიერმა კანდიდატმა, რომელიც ამ პარტიას კიდევ უფრო გააძლიერებს. მას საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს, თორემ ნაციონალური მოძრაობა რომ აინტერესებს ეს ორჯერ ორი ოთხია, ხომ?
ინგა გრიგოლია:
–ვერანაირად ვერ ჩაერთვება ის საჯარო პოლიტიკაში, ვერც დეპუტატი ვერ იქნება, ვერც თანამდებობაზე. ვანო მერაბიშვილი დგას თქვენ უკან?
ლევან ხაბეიშვილი:
–ჩემ უკან დგას ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების არმია, მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისაც უნდა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება და მით უმეტეს იმ ადამიანს, ვისი დაფუძნებულიცაა.
ინგა გრიგოლია:
–ქართული ოცნება, რომელსაც უბრალოდ არ შეუძლია გაძლოს ხელისუფლებაში, თუ მას არ ჰყავს ე.წ. ბუა, რომელზეც დარაზმავს თავის ამომრჩეველს და ეტყვის, მე თუ არ ამირჩევთ, მოვა ეს. აქამდე ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილი, ახლა მისი მძიმე ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო, მისი პოლიტიკური აქტიურობა საერთოდ ირიცხება ამ ეტაპზე, ქართულ ოცნებას სჭირდება ბუა, მტერი, რომლის გამოც ისევ მისთვის ხმის მისაცემად დარაზმავს ამომრჩეველს და ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი ბუა – ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი და მე მგონია ეს შორსმიმავალი და საინტერესო ამბავია.
ლევან ხაბეიშვილი:
–პირველ რიგში, როგორც რუსეთს არ სჭირდება მიზეზი ომის დასაწყებად მეზობელ ქვეყნებში, იგივე ინსტიქტები აქვს რუსულ ოცნება და მას არ სჭირდება მიზეზი…
ინგა გრიგოლია:
–არა მას მუდმივად სჭირდებოდა მიზეზი, თუ არ ამირჩევთ მოვა მიშა – ახლა მიშა ვეღარ მოვა, იმიტომ რომ პატიმარია და სჭირდებათ ახალი მტერი.
ლევან ხაბეიშვილი:
–შეგახსენებთ რომ ადამიანთა დიდი ნაწილი, არ მონაწილეობდა საჯარო პოლიტიკაში, მაგრამ მათ ბანერებზე მაინც აკრავდნენ. ჩემგანაც ქმნიან ბუას თუ გადართავთ ტელეკომპანია იმედზე და პოსტ.ტვ–ზე…
ინგა გრიგოლია:
–მე არ ვუყურებ ტელეკომპანია იმედს და პოსტ ტვ–ს, მაგრამ მე გამიჩნდა კითხვა, განსაკუთრებით პეტრე ცისკარიშვილის დღევანდელი განცხადებების ფონზე, მან მერაბიშვილი ღიად შემოიყვანა თქვენ მხარეს პარტიული ბრძოლის თქვენეულ ფლანგზე. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.
ლევან ხაბეიშვილი:
–მე მივესალმები–თქო…
ინგა გრიგოლია:
–მიესალმებით, თუ მასთან ერთად დაგეგმეთ?
ლევან ხაბეიშვილი:
–როგორ გეკადრებათ, მოვისმინე ბევრი “შენიშვნა”, აი, ლევანმა თქვა, რომ არ უნდოდა თავმჯდომარეობა, დიახ, ასე იყო და მერე შეცვალა გადაწყვეტილებაო, დიახ, შევცვალე, მაშინვე ვამბობდი, რომ გუნდთან ერთად პასუხისმგებლობებს არ გავურბივარ. რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ მეტი ინტერესისთვის, მეტი დრამატურგია რომ შევიტანოთ, იგივეს ვიტყვი, მივესალმები ყველას, ვისაც უნდა ნაციონალური მოძრაობის გაძლიერება. დღეს ვიყავი სასამართლოში, სადაც გვიჩივის უჩა მამაცაშვილი. ქართული სასამართლო ემორჩილება რუსეთს და რუსულ ოლიგარქიას. ესაა მთავარი პრობლემა და გარკვეული ადამიანები კი ამ დროს საუბრობენ ფარდის ახდაზე და კონკრეტული ადამიანების უკან დგომაზე.
ინგა გრიგოლია:
–ნიკა მელიაზე ამბობთ?
ლევან ხაბეიშვილი:
–საზოგადოებამ იცის, საზოგადოება ხომ უსმენს. გულწრფელად მინდა გითხრათ, ვანო მერაბიშვილი, თუ კეზერაშვილი, ერთმანეთზე რომ გადავაბათ, ათჯერ არ მეყოლება ეს ადამიანები ნანახი.
ინგა გრიგოლია:
–არ გქონიათ ბოლო პერიოდში ვანო მერაბიშვილთან კონტაქტი, ლევან?
ლევან ხაბეიშვილი:
–35 წლის ვარ, მთავრობაში ყოფნისას არანაირი შეხება არ მქონია, მერე 7 წელი ციხეში იჯდა… 10–ჯერ არ მინახავს მერაბიშვილი და კეზერაშვილი ორივე ერთად. მე ყველასთან მაქვს კომუნიკაცია. ვინც არ უნდა მიხსენოთ, ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული, ყველას ვცემ პატივს.
ინგა გრიგოლია:
–შეიძლება 8–ჯერ შეხვდით, არ აქვს მნიშვნელობა. ნიკა მელიამ თქვა რომ პარტიაში სადაც იქნებოდა ვანო მერაბიშვილი, ის საკუთარ ადგილს ვერ ხედავდა, და ცოტა ხნის წინ მისი ღია დაპირისპირება ვნახეთ დავით კეზერაშვილთან. სწორედ ამ პროცესებს მოჰყვა ის სკანდალები… ეს ორი ადამიანი უწყობს თუ არა გადატრიალებას ნიკა მელიას?
ლევან ხაბეიშვილი:
–ნიკაც ამბობს, რომ თვეებია მიმდინარეობდა პარტიაში არჩევნებიო – ვადასტურებ, დიახ, მიდიოდა მსჯელობა, ოღონდ ნიკა არ აპირებდა არჩევნების დანიშვნას. თუ პარტიაში ყველაფერი კარგადაა, თუ ნაციონალური მოძრაობაა გაძლიერებულია, რაღატომ ფიქრობდა არჩევნების საჭიროებას? რად უნდა ამას ვანო მერაბიშვილი, ხაბეიშვილი და კეზერაშვილი, როცა საჯაროდ გვიწუნებდით ოპოზიციას, თქვენც და თქვენი კოლეგებიც. ხომ უწუნებდით ოპოზიციას აქტიობას?
“მერაბიშვილი ხაბეიშვილს უჭერს მხარს, მეტსაც გეტყვით…’ – პეტრე ცისკარიშვილი
კომენტარები