• რეკლამა
  • კონტაქტი
03:40, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს – რამდენი მილიონი ლარი იქნება ამისათვის საჭირო?

ალია ავტორი - ალია
13:31 06-08-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ვაქცინაციის ღირებულება გაიზარდა:

„დღევანდელი მდგომარეობით, ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 10 ლარამდე გაიზარდოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში 3 400 000 აცრა უნდა ჩატარდეს, რაც სრულად 34 მილიონი ლარი ეღირება. „იმუნიზაციის ბიუჯეტში გარკვეული თანხები გვაქვს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმით, დღეს ქვეყანაში ცრის 132 სამედიცინო დაწესებულება 250 ბრიგადით. ბრიგადაში შედის ექიმი, ექთანი და საინფორმაციო სისტემაში ადმინისტრატორი, რომელსაც შეჰყავს მონაცემები. მისივე განმარტებით, თითოეული ბრიგადის გამტარუნარიანობა 8-საათიანი გრაფიკის პირობებში არის დაახლოებით 60.

„დღეს რომ ეს 250 ბრიგადა ფუნქციონირებდეს სრულად, 7 დღისა და 8 საათის განმავლობაში ყოველდღიურად, მაშინ მათი გამტარუნარიანობა იქნება 15000-ზე მეტი აცრა დღიურად. დღესდღეობით ყველა ეს ბრიგადა არ ფუნქციონირებს 8 საათის განმავლობაში და ასევე ყოველდღიურად. ჩვენ ვაქცინების იმ რაოდენობის სრული ადმინისტრირებისთვის, რაც გვაქვს ივლისამდე, გვჭირდება დღეში დაახლოებით 6000 აცრა. დღეს საშუალოდ ასული ვართ დღეში 5000-მდე“

მისივე თქმით, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა 250-დან 400-დე უნდა გაიზარდოს. ამავე დროს ქვეყნის ოთხ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მოეწყობა დიდი ამცრელი სივრცეები. 

“ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეთ 400 ბრიგადამდე. ასევე 4 დიდ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში უნდა ჩამოვაყალიბოთ დიდი ამცრელი სივრცეები. თბილისში მინიმუმ – 4, დანარჩენ ქალაქებში თითო-თითო.

კარვებზე არ არის ლაპარაკი, დასამალი არაფერია, ვმუშაობთ “ექსპო-ჯორჯიასთან”, ასევე “ჰუალინგთან”, რამდენიმე სპორტულ დაწესებულებასთან და სავაჭრო მოლებთან მათი სივრცეების გამოყენებაზე, რომ გაიშალოს ვაქცინაციის ცენტრები და ვაქცინა ივლისიდან ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს”

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved