მამა ნექტარიოს მჭედლიძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს მონაზონი სოსანას ფოტოს და წერს:
“ჩვენ შეგვიძლია ჩავქოლოთ ვლაძღოთ მიწასთან მოვასწროთ ადამიანი, რომელსაც ქორწილის დღეს მეუღლე ავარიაში გარდაეცვალა, მეუღლე დაკრძალა და მას შემდეგ მონასტერშია (დედაკაცი რომელიც დიდი ტკივილით მივიდა ღმერთის სახლში, დღეს თუ მისი საქციელი არ მოგვწონს მასზე ვილოცოთ თუ თავები ქრისტიანები გვგონია)
ჩვენ შეგვიძლია დაუცველი ადამიანი დავჩაგროთ ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით ვიყოთ მოძალადეები ჩვენ შეგვიძლია ქრისტეს სახელით მოვკლათ, ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი ქვეყანა დავიცვათ, ჩვენ არ შეგვიძლია მიწა წყალი დავიცვათ, დღეს რიონის ხეობაში უნდა იყოს ერი მაგრამ არაა, მოდი ეს დაჩაგრული მონაზონი ვლაძღოთ ეს ყოფილა ქრისტიანობა, სავლე გახდა წმიდა პავლე…”
კომენტარები