• რეკლამა
  • კონტაქტი
21:08, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყოველ ნაცემზე პრემიებია… იყო დრო, ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა, იყო დრო – მრცხვენოდა” – ნინი გოგინაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:43 02-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
192

ყოფილი პოლიციელი, ნინი გოგინაშვილი:

ყოველთვის თავს ვიკავებდი პოლიტიკურ საკითხებზე ჩემი შეხედილებების საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირებაზე, თავიდან სამსახური მაიძულებდა, მაიძულებდა რა,ასე პირდაპირ არავის არასოდეს უთქვამს , რომ არ უნდა გამომეხატა ჩემი შეხედულება, მაგრამ სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი თითქოს და ამ პასუხისმგებლობას ფორმის ჩაცმამდეც კი ვაცნობიერებდი …ვაცნობიერებდი , რომ ბევრ რამეში შევიზღუდებოდი, პოლიციაში მუშაობის დაწყებისთანავე , მაგრამ რა თქმა უნდა მზად ვიყავი და დიდი ბრძოლის შემდეგ, სიამაყით დავიწყე მუშაობა 👮
ახალი დაწყებული მქონდა მუშაობა, ბასიანის თემები იყო აქტუალური იმ პერიოდში და ერთ-ერთ თათბირზე გაჟღერდა ფრაზა ,,სამსახურის გარეთ, არავინ არაფრის კეთებას არ გიშლით, მაგრამ არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ პოლიციელები ხართ ’ – ამით ყველაფერი ნათქვამი იყო, მის შემდეგ ბევრი წელი გავიდა, მაგრამ ეს ფრაზა სულ მახსოვს.
სიმართლე რომ გითხრათ , როგორც პოლიციელის , ჩემი აქტიური ჩართულობა აქციების პროცესში არასოდეს ყოფილა, პირველი მიზეზი იყო სქესი და მეორე ის, რომ აეროპორტში ვმუშაობდი და აეროპორტის თანამშრომლები, მსგავს პროცესებში უკიდურეს სიტუაციებში ერთვებოდნენ.
იყო პერიოდი მეამაყებოდა ფორმა რომ მეცვა..
იყო პერიოდი მრცხვენოდა…
მრცხვენოდა მაშინ, როცა იმ უმრავლესობაში ვითვლებოდი (მიუხედავად პირადად ჩემი არანაირი ჩართულობისა) რომელიც ხალხს გაფრთხილების გარეშე არბევდა, რომელიც ადამიანებს დამიზნებით ესროდა რეზინის ტყვიებს, მხედველობას აკარგვინებდა მშვიდობიან პროტესტანტებს, რომელებსაც, არაკანონიერი დავალებების შესრულება უწევდათ, მრცხვენოდა მაგრამ ვერ ვბედავდი სამსახურის დატოვებას, რაც მეტხანს მუშაობ, უფრო და უფრო რთულია, მსგავსი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა როცა ყველაფერი სცდება ადამიანობას და მორალს და რაც მთვარია ირღევა ყველა ის კანონი, რაზეც ხელი გაქვს მოწერილი, მანდ უკვე ბევრი ფიქრი აღარ არის საჭირო, რომელ მხარეს უნდა იდგეს ადამიანი.
სახელმწიფომ დაიწყო კანონებით ბრძოლა , ადამიანების მიმართ და სადაც ადამიანებს ამდენი რამ ეზღუდებათ , იქ ადამიანების უფლებების დაცვაზე ხომ ზედმეტია საუბარი…
ეს ის სახელმწიფოა , სადაც თანამოქალაქეებს გამეტებით სახეში წიხლს ურტყამენ , გონების დაკარგვამდე სცემენ, მხოლოდ იმიტომ რომ მონობაში ცხოვრება არ სურთ.
ეს ის სახელმწიფოა , სადაც ადამიანებს უკანონოდ უსჯიან პატიმრობას…
ეს ის სახელმწიფოა , სადაც ადამიანებს ჯგუფურად ესხმიან თავს და მეორე დღეს , ჯგუფური ძალადობა მოქალაქისთვის დამამძიმებელი გარემოება ხდება.
ეს ის სახელმწიფოა , რომელსაც მთელი მსოფლიო ეუბნება , რომ არასწორია მათი ქმედებები , მაგრამ მაინც სწორი ჰგონიათ.
ეს ის სახელმწიფოა , სადაც სახლში უვარდებიან ადამიანებს, სადაც აღარ არსებობს არანაირი სამართალი, აღარ არსებობს არანაირი თავდაცვის მექანიზმები.
ეს ის სახელმწიფოა , სადაც ბევრ საჯარო მოხელეს და თანამდებობის პირს უნდა, წასვლა სამსახურიდან, რადგან ისინიც დაიღალნენ და მათთვისაც ყელშია ერთპიროვნული მმართველობა , მაგრამ იმდენად დასვრილნი და იმდენად გამილიონერებულნი არიან , რომ იძულებულები არიან დარჩნენ იქ სადაც არიან.
და ამ ყველაფრის შემდეგ რომელი სახელმწიფოს არსებობაზე უნდა ვისაუბროთ?
ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, ყველაფერი ტყდება დაბალ საფეხურზე მყოფ სახელმწიფო მოხელეებზე, დანარჩენნი კი რესტორნებში სხედან და ბრძანებებს გასცემენ…
დროა გააცნობიეროთ, რომ არ უნდა იყოთ უკანონო ბრძანებების შემსრულებელნი, (თუმცა სადღა არსებობს საერთოდ რამე კანონი), რომ ის მბრძანებლები თქვენს გარეშე ვერაფერს გახდებიან.
დროა გააცნობიეროთ, რომ მოვიდა დრო სწორ მხარეს დგომის…
თქვენ გგონიათ სახელმწიფოს ემსახურებით? დაფიქრდით, სახელმწიფო თავზე გვენგრევა … სახელმწიფოს მსხვერპლი ვარ მეც და თქვენც, თითოეული აგრესორი…
ამხელა აგრესია , ამხელა უსამართლობა და ძალადობა ნუთუ ღირს იმ 2000 ლარად, რასაც გიხდიან? იქნებ ყოველ ერთ დაკავებულზე და ყოველ ერთ ნაცემ ადამიაზე დამატებითი პრემიები გაქვთ, მაგრამ თქვენი ადამიანობის დაკარგვა ღირს ამ ყველაფრად? და გგონიათ , ეგ აღებული 500 ლარები რამეში წაგადგებათ ? როგორ გძინავთ მშვიდად ? როგორ არ ჩაგესმით ამდენი გამწარებული ადამიანის ხმა, როგორ ხართ მშვიდ მართლა ვერ ვხვდები , ან იქნებ არც ხართ. ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ და მას მიენდეთ, ეს იქნება ყველაზე სწორი და გახსოვდეთ , რომ ყოველი არასწორი ნაბიჯი, თქვენს ცხოვრებაში, ისეთ დროს მოგიბრუნდებათ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდებით, მე მჯერა , რომ ამ უსამართლო ხელისუფლების ხელში , სამყარო მაინც სამართლიანია და ყველა ჩვენი გადაგმული ნაბიჯი, ცუდიც და კარგიც ასმაგად დაგვიბრუნდება უკან…
იყო დრო, როცა ვამაყობდი, რომ ფორმა მეცვა …
ახლა არის დრო, როცა ვამაყობ , რომ ფორმა აღარ მაცვია და სწორ მხარეს ვდგევარ 🇬🇪🇪🇺
მიყვარხართ ყველა და მეამაყებით , ვინც ამდენი დღეა გმირულად იცავთ ქვეყანას 🇬🇪

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved