• რეკლამა
  • კონტაქტი
00:19, პარასკევი, 17 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქალს გული ჰქონდა წასული და ასულიერებდნენ, მამაკაცი ქურთუკის შემოხევას ცდილობდა…” – ალეკო შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
19:40 01-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419
მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“წელი არ მახსოვს, თუმცა უკვე სტაჟიანი წიგნის კაცი ვიყავი, როცა „თავისუფლების“ მეტროსკენ მივსეირნობდი ღიღინ-ღიღინით, ორი მძიმე ჩანთით (ერთი – მხარზე, მეორე – ხელში), დაღლილი, მაგრამ ბედნიერი, რადგან წიგნები შლიგინ-შლიგინით იყიდებოდა, – ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კვლავ შევძლებდი მოგზაურობას.
და აი, ჩავუარე კინოთეატრ „რუსთაველს“ და შევეჩეხე დაჯგუფებას ადამიანებისა, რომლებიც ძალიან ნერვიულობდნენ, გაჰყვიროდნენ, ერთ ქალს გული ჰქონდა წასული და ასულიერებდნენ, მამაკაცი კი ქურთუკის შემოხევას ცდილობდა: ან ვერ ახერხებდა ან ენანებოდა, წვალობდა და განცდებში იყო…
აქ რა ხდება-მეთქი, ვიკითხე და ჩანთებში რა გიდევსო, იმათმა მკითხეს. რა მიდევს და წიგნები-მეთქი, ვუპასუხე გახარებულმა, მგონი ახალი კლიენტებიც ვიშოვე და ერთ-ორ ცალს აქვე მივაყიდი-მეთქი. გვაჩვენე, აბაო, და წრე დამარტყეს, გულწასული ქალიც წამოდგა, კაცმა ქურთუკი აღარ დახია, მოიცვა და მომიახლოვდა ისე, რომ არც მიყურებდა, გვერდით იყურებოდა, დაძაბული ჩანდა. თავიანთი მიტინგის მიტოვებამ და წიგნებით ასეთმა მოულოდნელმა დაინტერესებამ არაჯანსაღი ჟრუანტელი გამოიწვია ჩემში, გულის ფიცრის დაბლა.
ჩავყავი ხელი ჩანთაში და ამოვიღე საქართველოს ისტორია მე-IX ტომი. კარგია, კარგიაო, გავიგონე შეძახილები, რომელიც არ მომეწონა. კიდევ რა გაქვსო? მეორე ამომყვა „სახურავის ბინადარი კარლსონი“. ეს რა, საბავშვოაო? ეს ის არის, სახურავზე რომ ცხოვრობს და რომ დაფრინავს-მეთქი. სად რომ დაფრინავსო? სად რომ დაფრინავს და თან მურაბა რომ უყვარს და ბიჭიც რომ ჰყავს-მეთქი, პატარა… შვილიო? არა, შვილი არა, მეგობარი ბიჭუნა ჰყავს-მეთქი. რას ნიშნავს, მეგობარი ბიჭუნა რომ ჰყავსო? არაფერს არ ნიშნავს, ერთად არიან-მეთქი. ეს მსუქანა კაცი და ეს პატარა ბიჭი ერთად არიანო? – ძალიან ახლოს მოვიდნენ. ერთი პირდაპირ ჩემს სახეში ლამობდა შემოსვლას, წარბები ჰქონდა მტრისას.
– მოიცა, მე ამოვიღებო, თქვა რომელიღაცამ, ჩაყო ხელი და ამოიღო დენ ბრაუნი – „და ვინჩის კოდი“.
– აიო! – დაიყვირა, აი, თქვენი თვალით ნახეთ! აი, ის წიგნი, რის გამოც ვართ აქ შეკრებილნი უკვე ერთი კვირაა და რისი დაწვა-განადგურებაც გვინდა! აი, თავისი ხელით მოვიდა ჩვენთან, ღმერთმა გადმოგვხედა, მტარვალი გამოგვიგზავნა, დემონს გზა აებნა და ახლა თქვენ ნახავთ, აქ უბადრუკს როგორ გავუსწორდებითო.
– ერთი წამით-მეთქი! – ორატორი გავაჩერე, მართლა გაკვირვებული ვიყავი, – თქვენ საერთოდ ვინ ხართ და ამ ჩემს წიგნს ასე რატომ აფრიალებთ-მეთქი?
ახლა გაიგებ ვინც ვართო! ჩვენ ვართ მართალთა მშობელთა კავშირიო… ასე მომესმა მაშინ და დავიბენი, ვერ მივხვდი, მშობლებს აქ რა უნდოდათ ქუჩაში და წიგნებს რატომ აპროტესტებდნენ, და ესენი თუ მართლები იყვნენ, დანარჩენები მტყუანები გამოვდიოდით. ალბათ სხვადასხვა სკოლის მშობლები თუ შეიკრიბნენ, რაც თავისთავად უკვე პანიკურ გარემოს ბადებდა და უცბად ისიც გამახსენდა, რომ ჩანთაში ტროტილზე საშიში ნივთიც მედო: „ჰარი პოტერი – სიკვდილის საჩუქრები“.
– მოდი აქაო, მითხრა ქურთუკიანმა და ამოჩაჩული პერანგი შარვალში კარგად ჩაიტანა, ქამარიც ორი ნახვრეტით დაავიწროვა – ხელზე ტატუ დავუნახე, რომ არ არეოდა, თითები ჰქონდა გადანომრილი: 1, 2, 3…
პირველად მაშინ გამოვიყენე ის ჩემი ილეთი, სახელად „თესი“.
ვაიმე! – დავიყვირე მე, – იქით გაიხედეთ, ღმერთო, ეს რა ხდება-მეთქი – და ხელი გავიშვირე სადღაც ტრაკში. ყველამ იქით გაიხედა. სანამ მოიხედეს, მე უკვე პურის მოედანზე მივრბოდი, იერუსალიმის ქუჩაზე. მეგობრის კარზე ვაბრახუნებდი… შემოდიო, შევვარდი.
მართალთა მშობლები მომდევენ-მეთქი. და რა დააშავეო? ეს კითხვა არ მომეწონა. დენ ბრაუნის „და ვინჩის კოდი“ მიპოვეს-მეთქი. „ჰარი პოტერი“ ვერ მიპოვეს და ვერც „ანგელოზები და დემონები“.
– ჩემი მეგობარი რომ არ იყო, ჩემი ხელით გადაგახევდი მაგ წიგნს თავზეო, – მითხრა მეგობარმა, – ვერც კი წარმოგიდგენია, როგორ არცხვენ მთელ საქართველოსო.”
თეგები: ალეკო შუღლაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ომი მწერებთან და ბრძოლის წინა ხაზი – რა ნიშნით უნდა შეარჩიო მწერებისგან დამცავი ბადე?

14:38 07-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ზეტ ტრანს გრუპმა” 100 ვაგონი შეიძინა

13:59 07-16-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved