“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი, კოლეგის, ალექსანდრე რექვიაშვილის ნათქვამს ეხმაურება და წერს:
“ქალი ადამიანია და ადამიანები თანასწორები არიან.
მე ამაში დარწმუნებული ვარ და ვეცდები ჩემი კოლეგებიც დავარწმუნო.”
შეგახსენებთ, ალექსანდრე რექვიაშვილმა “ტვ პირველთან” თქვა:
“ჩვენ ვთვლით, რომ ზოგადად კვოტირება ამორალურია და ეს ქალების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია, რადგან როდესაც კვოტირება ხდება, არავინ არ იცის ეს ქალები დამსახურებით არიან გასულები თუ კვოტით”
კომენტარები