თადარიგის პოლკოვნიკი, გიორგი თავდგირიძე:
“უკრაინაში, ბრძოლის ველზე, თითქოს ისეთი კატასტროფული ეს დღეები არაფერი ხდება რუსეთისათვის, მაგრამ უკრაინის თავდაცვის ძალები ფრონტის მთელ ხაზე ზემოქმედებენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე, ასეთი თანაბრად განაწილებული ზემოქმედება, ერთის მხრივ სიღრმისეული ლამაზი გარღვევების მოყვარულთათვის შეიძლება მიუღებელიც იყოს, მაგრამ მეორეს მხრივ ქმნის ძალიან საინტერესო შესაძლებლობას, უკრაინისთვის საინტერესოს და რუსებისთვის კატასტროფულს. მოკლედ, რომელიმე მიმართულებაზე გარღვევის შემთხვევაში, რუსეთს შეეძლება, დათმოს გარკვეული ტერიტორია, გაასწოროს დაცვის ზღუდე, ძალები გადმოისროლოს მეორეხარისხოვანი მონაკვეთიდან და კიდე ერთი თვე დაასტაბილუროს დაცვა. ხოლო, ახლა შექმნილ ვითარებაში ( ჩავარდნილი მობილიზაციის გათვალისწინებით, სიტუაცია კიდე უფრო დამძიმდა), ზეწოლა ხორციელდება შეხების მთელ ზოლზე და ერთი, ორი ბზარი და გარღვეული კაშხლის ეფექტს მივიღებთ. დიდი ალბათობით, უახლოეს ერთ-ორ კვირაში გავხდებით მოწმე, მთელ ფრონტზე, რუსეთის თავდაცვის ერდროული ( ორ-სამ დღის მონაკვეთში) ჩამოქცევის.
დიდი ალბათობით პუტინი და მისი გარემოცვა ზუსტად ფლობს ფრონტზე არსებულ სიტუაციაზე ინფორმაციას, ამიტომაც გამწარებული ცდილობს მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინელების დასმას. მე მგონი პუტინი ყველას ყველაფერს პირდება, ფულს, ტერიტორიას, ვასსალობას ოღონდ ნანატრი ზავი მიიღოს, თუნდაც ეს ზავი კაპიტულაციიდან მხოლოდ სათაურით განსხვავდებოდეს.”
კომენტარები