“ნოდარ მელაძის შაბათის” წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა თელავის თეატრში კამერული მუსიკის საღამოზე მისული სალომე ზურაბიშვილი უკანა რიგში გადაასმევინა, ფაქტით შეურაცხყოფილმა და ძალიან აბრაზებულმა პრეზიდენტმა ელისო ვირსალაძის საღამო დროზე ადრე დატოვა.
მედიის წყაროს ინფორმაციით, თეა წულუკიანი ფესტივალის ორგანიზატორებს დაფინანსების შეწყვეტით მას შემდეგ დაემუქრა, რაც გაიგო, რომ მუსიკალურ საღამოზე პრეზიდენტს გვერდით უნდა მჯდარიყო.
ყველას ახსოვს, ცნობილი ფრაზა, ვისაც გადატრიალება უნდა, ლოგინში გადატრიალდესო, ხოდა, პრეზიდენტის გადატრიალება ვერა, მაგრამ, პრეზიდენტის სკამის გადატრიალება, წულუკიანმა წარმატებით სცადა, როგორც ჩანს და არც სხვა დროს დაიშურებს ენერგიას.
“კულტურა არ უნდათ! მინდა მივმართო, პირადად პრემიერს” – ქეთი დოლიძე და თამრი ბზიავა
კომენტარები