• რეკლამა
  • კონტაქტი
18:53, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პრემიერმა მითხრა, მეო ასე არ მითქვამსო…” – რა ურჩია პრემიერმა ზაზა გახელაძის ოჯახს?

ალია ავტორი - ალია
18:28 06-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

23 ივნისს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაბადების დღეა.

მისმა ოჯახმა მისი გათავისუფლების თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს ხელისუფლებას. ისინი შეხვდნენ ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. მიიღეს დაპირებებიც, რომლიც ამ დრომდე არ შესრულდა. 

დღეს, 22 ივნისს, ზაზა გახელაძის მამა, მიხეილ გახელაძე მედიასთან ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კიდევ ერთხელ შეხვდა, თუმცა, პრემიერმინისტრმა მისი ადრინდელი დაპირება უკან წაიღო. 

“ჩემი ოჯახისთვის არ მითქვამს, ისე შევხვდი ირაკლი ღარიბაშვილს. ვუთხარი, რომ შეგვპირდით, რომ ზაზას 2 კვირაში გაათავისუფლებდით, ამ ამბავზე რა ხდება-მეთქი. მითხრა, მეო ასე არ მითქვამსო. მე სხვა ფორმაზე ვთქვიო. შეგვპირდა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზაზა მალე დაბრუნდეს ოჯახშიო. კონკრეტული არაფერი გვითხრა”. – თქვა მან. 

მისივე თქმით, ის ხვალ გადავა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მისი ოჯახი კი საპროტესტო აქციას გააგრძელებს. 

ამასთან, როგორც მიხეილ გახელაძე ამბობს, ირაკლი ღარიბაშვილმა ურჩია, ეს არ გააკეთოს. 

“მირჩია, არ გადავსულიყავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს უფრო ცუდად იმოქმედებსო. წამოსვლისას ვუთხარი, რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე-მეთქი”. – თქვა მიხეილ გახელაძემ. 

შეგახსენებთ, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ 23 ივნისს ზაზა გახელაძის მხარდასაჭერად დაგეგმილი აქცია შესაძლო პროვოკაციაა, რომელსაც ისინი არ დაუშვებენ. 

კომიტეტი აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა შეიძლება დაარღვიონ ე.წ საზღვარი, რასაც მათი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება – “ადმინისტრაციული და სამართლებრივი რეჟიმების დარღვევის მცდელობები ჩაიშლება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში”. ისინი ასევე მოუწოდებენ ქართულ მხარეს, აღკვეთონ მსგავსი ქმედებები.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი პროვოკაციებში ადანაშაულებს დავით ქაცარავასაც, რომელიც აქამდე, მათი შეფასებით, “კონსტრუქციულ და დაბალანსებულ პოზიციას იკავებდა “საზღვართან” რეგულარულად აცნობდა მოსახლეობას სასაზღვრო დარღვევების შესახებ”. 

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალაში 23 ივნისს 12:30 საათზე დაიწყება. 

თეგები: ზაზა გახელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved