• რეკლამა
  • კონტაქტი
04:21, ორშაბათი, 6 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

„ფრთხილად, საჭესთან ქალია – არაფერია ამაზე მოძველებული, აბსურდული და კომიკური სიტყვათა შეთანხმება“ – ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიაში

ალია ავტორი - ალია
13:54 11-08-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
271

მწერალი და ტელეწამყვანი ნესტან კვინიკაძე „თეგეტას“ კამპანიას შეუერთდა, რომელიც საგზაო მოძრაობის კულტურის ასამაღლებლად და დამკვიდრებული მანკიერი წესების შესაცვლელად დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ცნობილი სახეები იმ უარყოფით პრაქტიკაზე საუბრობენ, რომლებსაც ქუჩაში, ფეხით ან მანქანით მოძრაობისას აწყდებიან. მძღოლებისა და ქვეითებისთვის ამ სიტუაციიდან გამოსავალს კი პერსონალურ წერილში წერენ. მათ პირად მიმართვებს თბილისის ქუჩებში„თეგეტა“ იმ მძღოლებს უტოვებს,რომლებიც საგზაო მოძრაობის კულტურაზე არ ზრუნავენ.

ნესტან კვინიკაძისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიუღებელი საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ ქალი გაცილებით ცუდად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი. მისი აზრით, სამწუხაროდ, ამ სტიგმას ხშირად თავად ქალები უწყობენ ხელს, როდესაც საქარე მინაზე ან საბარგულთან აკრავენ სტიკერს – „ქალი საჭესთან“.

ნესტან ნენე კვინიკაძე, მწერალი:„ამის საწინააღმდეგო იმდენი არგუმენტი არსებობს, ჩვენს ისტორიაში იმდენი ძლიერი ქალი არსებობდა და არსებობს – მაგალითად, ჩვენ გვყავდა ქალი მეფე, გვყავდა და გვყავს ქალი პოეტები, მხატვრები, ჩემპიონები, უფროსები თუ თინეიჯერები, რომლებმაც რეალურად შეცვალეს სამყარო. ამ ყველაფერთან მიმართებით სექსისტური სტიკერები ყოვლად შეუსაბამოა. სანამ ჩვენს თავს გამოვუტანთ განაჩენს, ან სხვებს მივცემთ ამის მიზეზს, ყველაფერი გავიაზროთ, საკუთარ თავში დარწმუნებით და ცოდნით შეცვალოთ, მაგალითად, სტერეოტიპი – ფრთხილად, საჭესთან ქალია“.

ნესტან ნენე კვინიკაძის აზრით, ქალების გადაწყვეტილებას, მიაკრან ავტომობილს სექსისტური სტიკერი ორი მიზეზი აქვს. ან საკუთარ თავში არ არიან დარწმუნებულები, ან სხვების გასაფრთხილებლად აკეთებენ ამას. ფიქრობს, რომ შეუძლებელია ასეთმა „გაფრთხილებებმა“ ცუდი მძღოლი გონს მოიყვანოს, ამიტომუმჯობესია, სხვა მიმართულებით იმუშაონ ქალებმა, აკეთონ ის, რაც ასეთ სიტუაციებში უკეთ აზღვევთ.

მისი თქმით, ასეთი დამოკიდებულებების პრევენცია ადრეულ განათლებას შეუძლია, ამიტომ ბავშვობის ასაკიდან, მაგალითად, სკოლაში უნდა ისწავლებოდეს საგზაო მოძრაობის კულტურა და მასთან დაკავშირებული თემები.

 

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „ნენე კვინიკაძის ეს წერილი ქალებს კიდევ ერთხელ ახსენებს საკუთარშესაძლებლობებს. ძლიერი ქალების ისტორიებით მოუწოდებს მათ, სჯეროდეთ საკუთარი თავის. „თეგეტას“ კამპანიით ვცდილობთ, სხვადასხვა აქტივობით თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რას ნიშნავს საგზაო მოძრაობის კულტურა. დავუკავშირდით ჩვენს თანამოაზრეებს, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებს, რომლებმაც თავიანთი წუხილის შესახებ მძღოლებისთვის პერსონალური მიმართვები დაწერეს. შემდეგ ეს მეგობრული „საჯარიმო“ წერილები ადრესატებს დაუტოვეს. ვფიქრობთ, პერსონალურ კომუნიკაციას კარგი შედეგი მოაქვს. როცა ადამიანს მეგობრულად უხსნი, რა გაწუხებს, რა პრობლემებს გიქმნის ყოველდღიურობაში მისი, ერთი შეხედვით, უწყინარი ქცევა, ისიც შემოდის შენს მდგომარეობაში და იაზრებს, რომ ამით ზიანს გაყენებს. შესაბამისად, ქცევის შეცვლის ალბათობა იზრდება. გვჯერა, რომ ძირეული ცვლილებები ერთეული ადამიანების საერთო ძალისხმევით მიიღწევა“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ ახალი კამპანია — იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე ივლისში დაიწყო და მისი მიზანი საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საგზაო მოძრაობის კულტურის გაუმჯობესებაა.

თეგები: თეგეტა მოტორსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

არქი ჰორაიზონი
ახალი ამბები

„არქი ჰორაიზონის“ დიდი ფასდაკლების დღეზე 186 ბინა გაიყიდა

18:23 07-05-2026
თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს
ახალი ამბები

თიბისის წარმომადგენლებმა, „ფინედუს“ ინიციატივის ფარგლებში, 270-ზე მეტ მოსწავლეს ფინანსური განათლების შესახებ შეხვედრები ჩაუტარეს

18:17 07-03-2026
Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
ახალი ამბები

Big Tech. Global Legends. One Future – თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა

15:31 07-03-2026
საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

საგანძურის მარათონი დაიწყო – შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში

19:39 07-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved