• რეკლამა
  • კონტაქტი
06:46, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ფრანგი ექიმები ბრძოლისთვის მადლობასაც უხდიდნენ, იმდენად ძლიერი იყო… დედამ გარდაცვალების მერე გაიგო… – საფრანგეთში ქართველი პოეტი გარდაიცვალა

ალია ავტორი - ალია
14:23 05-21-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
79

ქართველ ქალს, პოეტ რუსა მერაბიშვილს სიმსივნის დიაგნოზი 44 წლის ასაკში საქართველოში დაუსვეს, ქიმიოთერაპია არ შველოდა, ამიტომ საფრანგეთში წავიდა. ავადმყოფობის დროს, მას მეუღლე უვლიდა, მოხუცმა დედამ კი ბოლომდე არაფერი იცოდა, უფრთხილდებოდა.

პოეტზე ჟურნალ “სარკესთან” რუსა მერაბიშვილის და, იამზე და მეგობარი, მეგი მოლოდინი საუბრობენ:

ლექსებს წერდა და ოცნებობდა, მეგობრობდა და ადამიანებს აღმერთებდა, მერე ამ პოეტ ქალს სხვებმა დაუწერეს, დაუწერეს უკურნებელი დიაგნოზის დასკვნა… “სიმსივნე” – განაჩენივით ჟღერდა და განაჩენივითვე მიიღო – აზრი აქვს მკურნალობას, მაინც არაფერი მეშველებაო, უთქვამს. თუმცა, არ დანებდა და ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ ვერაგმა დაავადებამ მაინც დაამარცხა და აღდგომის დღესასწაულზე საფრანგეთის ერთ-ერთ კლინიკაში დაიღუპა. ოჯახი ვარაუდობს, რომ მდგომარეობის დამძიმება კორონავირუსმა კიდევ უფრო დააჩქარა.

ბოლოს დამძიმდა რუსას მდგომარეობა, მაგრამ ისეთი საოცარი ბუნების იყო, გარდაცვალებამდე 3 დღით ადრე ხმოვან შეტყობინებაში ბოდიშს მიხდიდა – ყურადღებას ვერ გაქცევო. მხოლოდ ჩემს მიმართ არ იყო ასეთი თბილი, ძალიან ბევრი ჰყვარებია, ბევრს მწერდა და და ყველა წინადადება მთავრდებოდა სიტყვით – “მიყვარხარ”.

გული მწყდება, რომ კრებული არ აქვს, თუმცა სამეგობროში გარკვეული გეგმები აქვთ და ალბათ, წიგნს დაუბეჭდავენ.

საქართველოში ჩამოსვლას ფიქრობდა ბოლოს, მაგრამ კოვიდი შეხვდა. იმდენად უფრთხილდებოდა დედას, რომ აქამდე მან არაფერი იცოდა რუსას დაავადების შესახებ, მისი გარდაცვალების შემდეგ გაიგო… ბილეთებიც კი შეძენილი ჰქონდა საქართველოში წამოსასვლელად და როცა კოვიდზე ტესტი აიღო, აღმოჩნდა, რომ ვირუსი ჰქონდა. ვეღარ წამოვიდა, ალბათ კორონავირუსმა კიდევ უფრო დააჩქარა ეს ამბავი.

სხვისი ტკივილი უფრო სტკიოდა, ვიდრე – თავისი. საფრანგეთში მის მეგობარს ძმა გარდაეცვალა და თვითონ წამალი არ მიიღო იმის გამო, რომ მეგობრის გვერდით ყოფილიყო

საფრანგეთში მასთან ძირითადად მეუღლე იყო, პერიოდულად ჩადიოდა კიდეც… ასაკოვან დედას მარტო ვერ ვტოვებდი. რუსას ორი ბიჭი და სამი შვილიშვილი დარჩა…

საავადმყოფოში დაიღუპა, ექიმები ამბობდნენ, ამ დიაგნოზით პაციენტები მე-4 ეტაპამდეც კი ვერ მიდიან, რუსა კი მე-7 ეტაპამდე მივიდაო, მას ბრძოლისთვის მადლობასაც უხდიდნენ, იმდენად ძლიერი იყო.”

თეგები: საფრანგეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved