• რეკლამა
  • კონტაქტი
12:39, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ფოტოები) – ყველა დროის უდიდესი დინოზავრის ჩონჩხი – არგენტინა

ალია ავტორი - ალია
13:39 01-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
290

სამხრეთ-დასავლეთ არგენტინაში მეცნიერებმა მიწიდან ამოთხარეს 98 მილიონი წლის წინანდელი ნამარხი, რომელიც მათი აზრით, ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის უდიდეს დინოზავრს ეკუთვნოდა.

გიგანტური ზავროპოდის განმარხებული ძვლების თითო ნაწილი ადამიანის ზომისაა და როგორც ჩანს, ეს არსება 10-20 პროცენტით უფრო დიდი უნდა ყოფილიყო, ვიდრე Patagotitan mayorum-ი, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილი უდიდესი დინოზავრია. გათხრებს ლა-მატანსას ეროვნული უნივერსიტეტის მკვლევრები აწარმოებენ.

ზავროპოდები უზარმაზარი, გრძელკისერა, გრძელკუდიანი, ბალახისმჭამელი დინოზავრები იყვნენ და წარმოადგენენ ხმელეთის უდიდეს ქმნილებებს, რომლებსაც კი ოდესმე უცხოვრიათ დედამიწაზე.

მათ შორის იყო ასევე არგენტინაში აღმოჩენილი Patagotitan mayorum-ი, რომელიც 70 ტონას იწონიდა და სიგრძეში 40 მეტრი იყო.

არგენტინის ლა-პლატის მუზეუმის მკვლევარი ალეხანდრო ოტერო აღმოჩენილი ძვლების საფუძველზე დინოზავრის გამოსახულების შექმნაზე მუშაობს.

ახლად აღმოჩენილი დინოზავრის შესახებ კვლევა მან სამეცნიერო ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოაქვეყნა.

ამ დროისათვის, ქანებში ჩამარხული დინოზავრის სხეულის სხვა ნაწილების ძებნა გრძელდება. არქეოლოგებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ბარძაყის ან მხრების ძვლები, რომლებიც ამ დიდი ხნის წინ გადაშენებული ქმნილების სხეულის მასის შეფასებისთვის არის საჭირო.

გიგანტური ნამარხი 2012 წელს, მდინარე ნეუკენის ხეობაში აღმოაჩინეს, მაგრამ გათხრები 2015 წელს დაიწყო.

„გვაქვს კუდის ნახევარზე მეტი, მენჯის ძვლები. ნამარხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ მიწაშია და სრულად ამოსაღებად კიდევ რამდენიმე წელი გვჭირდება“, — ამბობს ეხიდიო ფერუგლიოს პალეონტოლოგიის მუზეუმის პალეონტოლოგი ხოსე ლუის კარბალიდო.

უზარმაზარი ჩონჩხი 98 წლის წინანდელ, ზედა ცარცული პერიოდის ხანის ქანების შრეში აღმოაჩინეს.

„ვფიქრობთ, რომ ჩონჩხი სრული ან თითქმის სრულია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა მოხდება გათხრებისას. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ამ დროისათვის ცნობილ უდიდეს დინოზავრზე უფრო დიდი, ამ ზომის ასე ხელუხლებელი ნამარხის აღმოჩენა უდავოდ სიახლეა“, — ამბობს საპალას საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმის დირექტორი ალბერტო გარიდო.

კვლევა ჟურნალ Cretaceous Research-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია 1 ტვ-ს მიერ

თეგები: მეცნიერება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved