• რეკლამა
  • კონტაქტი
12:59, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

2025 წელს ეკონომიკური ზრდის მეოთხედი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა

ალია ავტორი - ალია
12:47 11-27-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12

ნოემბერში საქსტატმა 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება 7.5%-დან 8.4%-მდე დააზუსტა. შეიცვალა ზრდის კომპონენტებიც – ძირითად კაპიტალში ინვესტიციები, სადაც წინასწარი მონაცემებით კლება იყო, დაზუსტებული შეფასებით გაიზარდა, ხოლო სახელმწიფო მოხმარების ზრდა, პირიქით, შემცირდა. დარგების მიხედვით, გაიზარდა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის წვლილი, ხოლო განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის – შემცირდა.

საქსტატის ახალი მონაცემები აჩვენებს, ვისგან ყიდულობენ საწარმოები საქონელსა და მომსახურებას და ვინ ყიდულობს მათ პროდუქციას. მაგალითად, თუ რესტორანში ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველის ხარჯი შიდა მოხმარებაში აღირიცხება, მეორისა კი – ექსპორტში. ორივე შემთხვევაში ფასის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტზე მოდის, დანარჩენი კი საქართველოში რჩება – არა მარტო რესტორანთან, არამედ ადგილობრივ ფერმერთან და გადამზიდველთანაც.

მშპ-ის სტანდარტული გაანგარიშებისგან განსხვავებით, სადაც მთლიანი იმპორტი ექსპორტს აკლდება, საგარეო მოთხოვნის წვლილის შესაფასებლად აუცილებელია გამოიყოს, იმპორტის რა ნაწილი მოხმარდა საექსპორტო საქონლისა და მომსახურების მიწოდებას. თიბისი კაპიტალის შეფასებით, 2025 წელს ექსპორტს იმპორტის მატების დაახლოებით მესამედი უკავშირდებოდა, დანარჩენი კი – შიდა მოხმარებასა და ინვესტიციებს. ამდენად, საგარეო მოთხოვნაზე ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი მოდიოდა, რითაც ის შიდა მოხმარების შემდეგ ზრდის მეორე ყველაზე დიდი წყარო იყო, ხოლო ინვესტიციების წვლილი შედარებით მცირეა.

შიდა მოხმარებასთან დაკავშირებულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი ვაჭრობას, განათლებასა და ფინანსურ სექტორს ჰქონდა, თუმცა სამივე დარგზე ერთად ამ ზრდის ნახევარზე ნაკლები მოდიოდა. საგარეო მოთხოვნის შემთხვევაში სურათი სრულიად განსხვავებულია: ზრდის 90%-ზე მეტი სამ დარგში – ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებში (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო სექტორში – იყო თავმოყრილი. ამავე დროს, დამამუშავებელ მრეწველობაში, ენერგეტიკასა და მშენებლობაში საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება, ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემცირდა.

საგარეო მოთხოვნასთან დაკავშირებული რეალური ზრდის დაახლოებით ორი მესამედი ICT სექტორზე მოდიოდა. 2021 წელს ამ დარგში შექმნილი დამატებული ღირებულების უდიდესი ნაწილი ადგილობრივ მომხმარებლებს უკავშირდებოდა, 2025 წელს კი ნახევარზე მეტი უკვე უცხოელ მომხმარებლებზე მოდიოდა. ამ პერიოდში უცხოელ მომხმარებლებთან დაკავშირებული დამატებული ღირებულება მიმდინარე ფასებში ათზე მეტჯერ გაიზარდა, ადგილობრივ მომხმარებლებთან დაკავშირებული კი დაახლოებით გაორმაგდა. შედეგად, 2025 წელს საქართველოში საგარეო მოთხოვნით შექმნილი დამატებული ღირებულების ყველაზე დიდი წილი უკვე ICT სექტორზე მოდიოდა, რომელმაც ამ მაჩვენებლით ვაჭრობას გადაასწრო.

მთლიანად ეკონომიკაში საგარეო მოთხოვნას 2025 წელს შექმნილი დამატებული ღირებულების დაახლოებით მეოთხედი უკავშირდებოდა, თითქმის იმდენივე, რამდენიც წინა წელს, თუმცა, ICT სექტორის გამოკლებით, ეს წილი მცირედით შემცირდა. ოთხ დარგში – ICT-ში, ტრანსპორტში, სასტუმრო-სარესტორნო სექტორსა და სამთომოპოვებით მრეწველობაში – დამატებული ღირებულების ნახევარზე მეტი საგარეო მოთხოვნაზე მოდიოდა. თავის მხრივ, დამამუშავებელ მრეწველობაში საგარეო მოთხოვნის წილმა მცირედით იკლო. სავარაუდოდ, 2026 წელს ეს ტენდენცია ნავთობპროდუქტების ექსპორტის ზრდის ფონზე კვლავ შეიცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზრდის მხოლოდშედარებით მცირე ნაწილი აისახება ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში.

2025 წელს მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე დახარჯული ყოველი 100 ლარიდან საშუალოდ 58 ლარი საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულება იყო, დანარჩენი კი იმპორტსა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებზე მოდიოდა. შიდა მოხმარების შემთხვევაში ყოველი 100 ლარიდან საქართველოში 64 ლარი რჩება, რადგან მოსახლეობისა და სახელმწიფოს ხარჯებში დიდი ადგილი ადგილობრივ მომსახურებას უჭირავს. ინვესტიციების შემთხვევაში ეს წილი ნაკლებია – 54 ლარი – ვინაიდან დანადგარებისა და სამშენებლო მასალების დიდი ნაწილი იმპორტირებულია, ექსპორტის შემთხვევაში კი ყველაზე დაბალია – 49 ლარი, რადგან საზღვარგარეთ გაყიდული საქონლის მნიშვნელოვანი ნაწილი რეექსპორტირებულია.

ადგილობრივი მომწოდებლებისთვის ისიც მნიშვნელოვანია, თუ როგორ არის დაკავშირებული მიწოდების ჯაჭვები. საქართველოში წარმოებული ICT მომსახურების ღირებულების უდიდესი ნაწილი უშუალოდ იმ კომპანიაში იქმნება, რომელიც ამ მომსახურებას ყიდის. დამამუშავებელ მრეწველობაში კი ადგილობრივი მომწოდებლების წილი მნიშვნელოვნად მეტია – ყოველი 100 ლარის პროდუქციიდან დაახლოებით 37 ლარი ადგილობრივ მომწოდებლებთან შექმნილი დამატებული ღირებულებაა, ICT სექტორის შემთხვევაში კი – 21 ლარი. საერთო ჯამში, 2025 წელს საგარეო მოთხოვნიდან მიღებული დამატებული ღირებულება გაიზარდა როგორც ადგილობრივ მომწოდებლებთან, ისე თავად ექსპორტიორებთან, თუმცა ექსპორტიორებთან ზრდა უფრო სწრაფი იყო, რის გამოც მომწოდებლების წილი შემოსავლებში 34%-დან 31%-მდე შემცირდა. ამ კლების დაახლოებით მესამედი ექსპორტში ICT სექტორის წილის ზრდით აიხსნება, დანარჩენი კი – საწარმოებს შორის შესყიდვების სტრუქტურის ცვლილებით.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე:https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007788-macro-update-georgia

 

თეგები: თიბისი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved