• რეკლამა
  • კონტაქტი
03:59, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პენტაგონი ემზადება ინტენსიური საჰაერო კამპანიისთვის – ირანმა ვერ გამოიყენა მშვიდობის შანსი და შეიძლება აშშ-ს პრეზიდენტი ამას ელოდებოდა კიდეც” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
01:47 07-09-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

ძალიან ნიშანდობლივია ტრამპის ეს განცხადება. ირანმა და აშშ-მ ცეხლის შეწყვეტის შეთანმხება მიაღწიეს 7 აპრილს. იმის შემდეგ 3 თვე გავიდა და ტრამპი სულ ამბობდა, რომ მოლაპარაკებები ირანთან მიმდინარეობს, რომ ახლოს არის მშვიდობის მიღწევასთან და ა.შ.

ამასობაში ამერიკელებმა:
– რეგიონში გააგზავნეს მესამე ავიამზიდი, „USS George H.W. Bush (CVN-77)“ და მისი დამრტყმელი ჯგუფი.

– გაზარდეს F-22, F-15E-ის, აგრეთვე, ავიამზიდებზე განთავსებული F/A-18 Super Hornet-ებისა და F-35C-ების რაოდენობა. აგრეთვე საჰაერო ტანკერების ფლოტიც,

– რეგიონში დამატებით ჩაიტანეს THAAD და Patriotჰაერსაწინააღდ,დეგო დაცვის სისტემები.

ეს ყველაფერი მიუთითებდა, რომ ტრამპს ნაკლებად ჯეროდა ირანთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის, არ აპირებდა ირანის პირობებზე დათანხმებას და იყენებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გაჩენილ ფანჯარას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული აშშ-ს სამხედრო დაჯგუფების და თავის მოკავშირეების საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად.

ახლა რეგიონში იმყოფება:

1. სამი ავიამზიდი
USS Abraham Lincoln (CVN-72) — არაბეთის ზღვაში;
USS Gerald R. Ford (CVN-78) — წითელ ზღვაში;
USS George H.W. Bush (CVN-77) — ინდოეთის ოკეანეში

2. სამხედრო გემები:
20-ზე მეტი კრეისერი, გამანადგურებელი და ფრეგატი;
რამდენიმე ატომური წყალქვეშა ნავი, რომელთა ზუსტი რაოდენობა ტრადიციულად არ საჯაროვდება.

3. ავიაცია
თითო ავიამზიდს ბორტზე ჰყავს დაახლოებით 70–80 თვითმფრინავი და ვერტმფრენი , მათ შორის:

F/A-18E/F Super Hornet,
EA-18G Growler (რადიოელექტრონული ბრძოლის),
E-2D Hawkeye (საჰაერო მართვა და ადრეული გაფრთხილება),
MH-60R/S Seahawk ვერტმფრენები.
ჯამში დაახლოებით 200–220 საბრძოლო და დამხმარე საფრენი აპარატი.

4. სტრატეგიული და ტაქტიკური ავიაცია

დაახლოებით 35–40 F-15E Strike Eagle;
F-22 Raptor-ების რამდენიმე ესკადრილია (დაახლოებით 20–24);
F-35-ები, რომლებიც ავიამზიდებზე იმყოფებოდნენ;
B-2 Spirit და მოგვიანებით B-52-ებიც როტაციის პრინციპით.

5. საჰაერო ტანკერები
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. რეგიონში განლაგებულია 40-დან 60-მდე KC-135 და KC-46 ტიპის საჰაერო ტანკერი, რომელთა მეშვეობითაც ხდება ფრენის დროს თვითფრინავების საწვავით მომარაგება , რაც მიუთითებდა, რომ მთელი ამდენი ხნის განმავლობაში პენტაგონი არა უბრალოდ სამხერო ოპერაციისთვის, არამედ ხანგრძლივი საჰაერო ოპერაციისთვის ემზადებოდა.

6. პირადი შემადგენლობა
ექსპერტების შეფასებით, ამერიკის სამხედრო დაჯგუფების პირადი შემადგენლობა მერყეობს 60 000–80 000 ამერიკელ სამხედრო მოსამსახურემდე.

– ყველაზე საინტერესო დეტალი!

სამი ავიამზიდის ერთდროულად თავმოყრა განსაკუთრებით იშვიათი მოვლენაა. აშშ ამას, როგორც წესი, მხოლოდ მაშინ აკეთებს, როდესაც:
• ემზადება ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციისთვის;

• სურს მოწინააღმდეგეს აჩვენოს, რომ საჭიროების შემთხვევაში ათასობით
მაღალი სიზუსტის დარტყმის განხორციელება შეუძლია რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუ ამ ძალებს დავუმატებთ რეგიონში უკვე არსებულ ამერიკულ ბაზებს (ალ-უდეიდის ავიაბაზა, ალ-დაფრას ავიაბაზა, ბაჰრეინი, კუვეიტი და სხვა), იქ თავმოყრილი საჰაერო-საზღვაო დარტყმის შესაძლებლობის პოტენციალი მართლაც უპრეცედენტოა ერაყის ომის შემდეგ. არავინ იცის ყოველდღიურად რამდენი ათეული მილიონი ჯდება ახლო აღმოსავლეთში ასეთი კონტინგენტის შენახვა. რა რა და ამერიკელებს კი ფულის თვლა არ ეშლებათ. ამ არჩევნების წინ ტრამპს ნამდვილად არ აწყობდა რესპუბლიკელების ისედაც დამძიბული სიტუაცია, ბიუჯეტის თანხების უსარგებლო ხარჯვით გაეუარესებინა. ამიიტომ ნათელი იყო, რომ ეს კონტინგენტი ირანის საზღვრებთან ტყუილად არ იდგა.

ამას ადასტურებს ერთი გარემოებაც: რეგიონში საჰაერო ტანკერების (40–60 ერთეული) მასობრივი დატოვება მიუთითებდა, რომ პენტაგონი ემზადება არა ერთჯერადი დარტყმისთვის, არამედ რამდენიმე კვირიანი ინტენსიური საჰაერო კამპანიისთვის. ასეთი რაოდენობის ტანკერები მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ასობით საბრძოლო გაფრენის უწყვეტი მხარდაჭერა იგეგმება.

ირანის ხელმძღვანელობას კი მგონი მართლა ის დაემართა, რაც ხშირად ემართება დიქტატორულ რეჟიმებს, თავად დაიჯერა საკუთარი პროპაგანდის, თითქოს მათ აშშ დაამარცხეს. ბოლო კვირეებში ირანის სამხედრო -პოლიტიკური ხლმძღვანელობა დაკავებული იყო არა დიპლომატიის გზით მშვიდობის მიღწევით, არამედ ამერიკელებისთვის ახალ ახალი ულტიმატუმების წაყენებით, რეგიონიდან მათი ჯარების გაყვანის, მიყენებული ზარალისთვის კომპენსაციის გადახდის, ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანის, ორმუზის სრუტეზე ირანული კონტროლის დაწესებითა და მსგავსი ინიციატივებით. მეტიც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ალ-ქუდსში“ (Quds Force), რომელიც არის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ (IRGC) ელიტური, სპეციალური დანიშნულების ქვედანყოფი და სპეციალიზებულია ქვეყნის გარეთ საიდუმლო ოპერაციებზე, შეიქმნა სპეციალური დაჯგუფება, რომელმაც თითქოს პასუხი უნდა აგებინოს ტრამპს და აშშ-ს ხელმძღვანელობას აითოლა ჰამენეის მოკვლისთვის. ბოლო 48 საათის განმავლობაში კი თავიანთ გამარჯვებასა და ტრამპის უძლურებაში დარმუნებულმა ირანელებმა ალბათ ბოლო წითელი ხაზი გადაკვეთეს, მათ ჰორმუზის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს სამ სავაჭრო გემს.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ დიქტატორულ რეჟიმებს საკუთარ არაადექვატურობაზე მეტი მტერი არ ჰყავთ! ირანმა ვერ გამოიყენა მშვიდობის შანსი და შეიძლება აშშ-ს პრეზიდენტი ამას ელოდებოდა კიდეც. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით (CENTCOM) გუშინ ღამე ორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმების საპასუხოდ, ამერიკელებმა ირანის ტერიტორიაზე 80-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს. როგორც ჩანს, გაგრძელება იქნება!

“ავადმყოფები, გიჟები, ნაძირლები, ბოროტები, მოძალადეები” – ტრამპი ირანის ხელისუფლებაზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved