“ენმ”–ის წევრი, ანა წითლიძე:
“ყველა ემიგრაციაში წასული ქართველი მტკივა. მნიშვნელობა არა აქვს ვისი მომხრეა.
ოპოზიციის მხარდამჭერები რომ მიდიან არ მიკვირს. მიზეზი აქვთ.
მაგრამ
ოცნების მხარდამჭერები რატომ გარბიხართ? განსაკუთრებით ის ხალხი ვინც ბოლო არჩევნებზეც კი ქართული ოცნებისთვის დარბოდით, მუშაობდით თავგადაკლულად და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით ბრძოლაც ჩვენს წინააღმდეგ თქვენს კისერზე იყო.
კიდევ ერთი ისეთი ადამიანი წავიდა ქართული ოცნების მხარდამჭერი სამეგრელოდან ემიგრაციაში, ვზივარ და ვფიქრობ:
ასე მიიღებენ ქვეყნის განადგურებაში მონაწილეობას (როგორც ბოლო ათი წელი) მერე უბრალოდ ადგებიან, ამ დაქცეული ქვეყნიდან გაიქცევიან რომ სხვაგან უკეთ იყონ, მერე ჩვენს ნაბრძოლებ და გადარჩენილ ქვეყანაში ჩამოვლენ ამაყად ისევ ჩვენთან (რეალურად საკუთარ ქვეყანასთან) საბრძოლევლად.
იქნებ ახლა მაინც აღიაროთ რომ “საუკეთესო მეოთხე წელი” ამ ქვეყანაში სანამ ბიძინა არის არასოდეს იქნება და ხალხს უბრალოდ ატყუებდით.”
კომენტარები