• რეკლამა
  • კონტაქტი
10:22, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნება” მედიამონიტორინგის ანგარიშს აქვეყნებს და სამ არხს დეზინფორმაციასა და მანიპულაციაში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
14:31 09-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის შალვა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს:

დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება წარმოადგენს. ყალბი ინფორმაციის გავრცელება სწორედ ამ დემოკრატიული პრინციპის დაზიანების მძლავრი იარაღია. ჭორები, მოსმენილი ამბის გადმოცემა, ფაქტების დამახინჯება გამოიყენება პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რეპუტაციის შელახვისთვის და დისკრედიტაციისთვის. სიმართლესა და მონაგონს შორის ზღვარის განზრახ გაბუნდოვნება აძლიერებს ამომრჩევლების დაბნეულობას და ხელს უშლის ფაქტებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ დისკუსიას.

განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში ძლიერდება გარკვეული ტელეკომპანიების მხრიდან, ხელისუფლების და მისი წარმომადგენლების მისამართით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და ზიზღის კამპანია.

სწორედ ამიტომ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების ჯგუფმა შეისწავლა ამ მხრივ მედიაში არსებული გარემო, რათა გამოევლინა ინფორმაციის ცალმხრივი, დაუბალანსებელი და მანიპულაციური გაშუქება.

ანგარიშში გაანალიზებულია, სამი მედიასაშუალების – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ – საინფორმაციო პოლიტიკა, მათი მთავარი საინფორმაციო გამოშვებებისა და თოქ-შოუების მაგალითზე. მედია მონიტორინგის პერიოდი მოიცავს 2021 წლის 1-12 სექტემბრამდე შუალედს.  

ანგარიშის მომზადებისას, შემუშავდა თვისებრივი და რაოდენობრივი მონიტორინგის მეთოდოლოგია.

შინაარსობრივი ანალიზი განხორციელდა ისეთ კრიტერიუმებზე დაკვირვებით, როგორიცაა:

ფაქტების სიზუსტე;

წყაროთა სიცხადე;

წყაროთა ნეიტრალურობა

საინფორმაციო გამოშვებების შინაარსობრივი ანალიზისას, რეპორტაჟები შემდეგი კატეგორიით დაიყო:

დეზინფორმაცია;

ზიზღის ენა;

მანიპულაციური შინაარსის შემცველი სიუჟეტები;

დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობით, მტკიცებით ფორმაში ხდება ინფორმაციის ტირაჟირება;

ინფორმაციის წყარო არის ბუნდოვანი;

ხორციელდება ფაქტების ცალმხრივი გაშუქება და ნეგატივის წინა პლანზე მიზანმიმართული წამოწევით ამბის ხელოვნური დრამატიზება;

ძირითადი მიგნებები

ხელისუფლების მიმართ დისკრედიტაციის შემცველი ინფორმაციის დომინირება;

გადაუმოწმებელი ფაქტებისა და ინფორმაციის ტირაჟირება;

ბრალდების ტირაჟირება ისეთი სპიკერების დაუსაბუთებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომლებიც თავად არიან თემასთან მიმართებით მხარე.

უნდა აღინიშნოს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად მოსაზრებები წარმოჩენილია ფაქტებად. რიგ თემებთან მიმართებით, თავად რეპორტაჟიდანვე ჩანს, რომ რეალური სურათი სხვაგვარია, თუმცა გაშუქების ხაზი მაინც არ იცვლება.

განსაკუთრებით აქტუალურია პრემიერ-მინისტრისა და დედაქალაქის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატის დისკრედიტირების მცდელობები. მათ შორის, აღნიშნული პერსონები არიან სიძულვილის და ზიზღის ენის ობიექტები.

აღნიშნული ანგარიში საჯაროა და გადაეცემა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.

ანგარიშში წარმოდგენილია ასევე სია, სიუჟეტების სამაგალითო აღწერა, რომელსაც ყველას შეუძლია გაეცნოს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ სიუჟეტთან დაკავშირებით ჩვენი არგუმენტები მოგახსენოთ და ერთად ვნახოთ, შეესაბამება თუ არა დეზინფორმაციის, ზიზღის ენის და მანიპულაციის კატეგორიებს.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ დეზინფორმაცია, როგორც მცდარი აღქმების შექმნის ინსტრუმენტი, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხეს მოქალაქეების მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთებისთვის.

სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ, განსაკუთრებით იმ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ სპეციალურ პროექტებს დეზინფორმაციის და ზიზღის ენის ტირაჟირების წინააღმდეგ, დაინტერესდნენ ამ ტენდეციებით და შეაფასონ ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის გავლენა არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებაზე.

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved