• რეკლამა
  • კონტაქტი
23:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ოცნება“ არ მუშაობს! „ოცნება“ იტყუება! „ოცნება“ გაიხრწნა! – „ალიას“ პუბლიკაცია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე

„ალიას“ „ოქროს არქივიდან“

ალია ავტორი - ალია
18:11 04-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,147

ძალიან ბევრს „პოლიტიკური ამნეზია“ დაემართა და საერთოდ აღარ ახსოვთ, როგორ ვცხოვრობდით სულ ახლო წარსულში, როგორ გვატყუებდა მაშინაც „ოცნება“ და მისი ბელადი… ასეთები არქივში უნდა ჩაახედო და გაახსენო, რომ ეს „ნაგავი“ დიდი ხანია ყარს და ახლა არ დაწყებულა პოლიტიკური გახრწნა.  „ალიას“ „ოქროს არქივში“ უამრავი მამხილებელი თუ ანალიტიკური პუბლიკაციები ინახება. გაგახსენებთ, რა ხდებოდა 2016 წლის 8 ოქტომბრის, ანუ „ოცნების“ მეორე საპარლამენტო არჩევნების წინ და რას წერდა „ალია“ მაშინ…

 

„დილა მშვიდობისა, ქურდებოოო!.. დილა მშვიდობისა, ყაჩაღებოოო!.. დილა მშვიდობისა, გათახსირებულებოოო!.. ადექით, ადექით, თორემ დაიქცა ქვეყანა, თქვენი სისხლი დავლიე…“ მოგმართავ შენ, „ქართულო ოცნება“, არც ლიმონა ვარ და არც შოშია, ერთი უბრალო ადამიანი ვარ, გადავწყვიტე, ნიღაბი ბოლომდე ჩამოგხსნა და თქვენი ნამდვილი სახე ვაჩვენო ათასობით გამწარებულ ადამიანს, თქვე შოშიებო, „ლიმონას“ რომ დავესესხო: „მე გეტყვით, რა განსხვავებაა თქვენსა და ჩემს შორის. გეტყვით, რითი გჯობივართ თქვენ… ჯერ ერთი, კარგი გვარიშვილი ვარ, მეორე, თქვენნაირი გათახსირებული არა ვარ და მესამე, ქურდმა რომ მილიონი იშოვოს, თავის დღეში ფულს არ მოიპარავს და თქვენ რას აკეთებთ, თქვე დამპალი თესლის ნაყოფებო… თქვენ რა გგონიათ, სახელმწიფო კაცი არ არის? სახელმწიფოს ფული არ უჭირს? ეკლესიაში შედით და სანთლები დაანთეთ, ფეხქვეშ მიწა რომ არ გეწვებათ. ის კაცი რა სიცოცხლის ღირსია, დღეს ერთი მილიონი უნდა, ხვალ ორი, ზეგ სამი… მიკვირს, სახელმწიფოს პირში სული როგორ უდგას თქვენისთანა ვირიშვილების ხელში. თქვენ რა, სახელმწიფო მეწველი ძროხა გგონიათ?!. თუ არ მეცოდებოდეს, ბოზიშვილი ვიყო. არა, მართლა, ვისთვის და რისთვის გინდათ ამდენი ფული, შპალერად ხომ არ ხმარობთ, თქვე ჩათლახებო, თქვენა!..“

„თეთრი ბაირაღები“, ყველა დროის ბესტსელერი, ზედმორგებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე, რომელიც ძალაუფლებითა და ზღვარგადასული ფუფუნებით ისე გაერთო, რომ ადამიანები უკიდურესი სიღატაკისთვის გაწირა, მშივრები იმ იმედით იძინებენ, რომ სიზმარში მაინც „დანაყრდებიან“… ნაგავში იქექებიან და მათ ადამიანებად არ თვლით, მხოლოდ არჩევნებზე გახსენდებათ, რომ თურმე მათ ხმის მიცემის უფლება აქვთ, სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილები სოციალური დახმარების რიგში დგანან და პასუხის ღირსადაც არ აგდებთ. ცხოვრების მიღმა რჩებიან და საოცნებოდ მხოლოდ სიკვდილი დაუტოვეთ… ამ ხალხს ყველა ის ოცნება წაართვით, რითაც მოგიყვანათ… და რა იყო ამ ადამიანების ოცნება?!. შელახული ღირსებისა და სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავე რეჟიმის გასამართლება, უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნება, დასაქმება, კომუნალური გადასახადების დაწევა, მანკიერი, მახინჯი და დესპოტური სისტემის დანგრევა, ჯანსაღი სახელმწიფოს მშენებლობა, ხელისუფლების ხალხისთვის სამსახურში ყოფნა… ამის ნაცვლად რა მივიღეთ?!. „ნაცმოძრაობის“ მძევალი, სადომაზოხისტური მატყუარა ხელისუფლება, რომელიც ვერ ძღება და უფრო და უფრო მეტი უნდა, სულს აძრობს ხალხს და წურბელასავითაა შემომჯდარი ქვეყნის ბიუჯეტზე, რომელსაც ეს საცოდავი ხალხი ავსებს, ვის აღადავებთ, თქვენი ფანტაზიორი….?!

უკანასკნელ კაპიკს დავხარჯავ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაბრუნდეს ხელისუფლებაშიო, _ ამას წინათ არ თქვა „ბრძენმა“ ბიძინამ? ჰოდა, ეს იოდნაკლული კრეტინი ხელისუფლება ბოლო ენერგიას იმაში ხარჯავს, რომ მეცოცხეთა პარტია გააცოცხლოს და თავზე დაგვასვას „ნაციონალური მოძრაობის“ ის მაფიოზი მაჟორიტარები, ვინც მიშას ფაშისტურ ვნებებს ტაშს უკრავდნენ და ფეხებს უთბუნებდნენ, დღესაც რომ ცალი ხელით მიშას აფინანსებენ და „ქოცებს“ ენის მოჩლექით ელაპარაკებიან. ზუსტად იმ მანიაკალური რეჟიმის არქიტექტორები და „გამპარავებლები“ მოჰყავთ, „პატარა ტლუ მიშები“, ვისაც 9 წელი ვებრძოდით, ვინც ქართველებს სისხლი გამოწოვა და დღემდე განაგრძოს ჩვენს გაღატაკებას. ივანიშვილმა 4 წლის თავზე ისეთი გასაოცარი დემოკრატია შექმნა, ევროპელები კი არა, თვით დედის მკვლელი „ნაცებიც“ დაეცნენ. ამას ჰქვია ახალი პოლიტიკური მასტერკლასი მსოფლიო ისტორიაში _ ის, რაც ცოცხების გაყრით იკარგება, არაფორმალური მმართველობით ბრუნდება! ავოეეეე… „ოცნება“, სიცხე გაიზომე, სანამ თერმომეტრი არ აგფეთქებიათ! მაფიოზური ხელისუფლების მოსათრევად არ უბრძოლია ამ ხალხს, არც ამ მონა, ბიუჯეტის ვირთხებისთვის გვიომია. აზრზე მოდით, ბიძოს პინგვინებო, პოლიტიკური წამმზომი ჩართულია, თქვენდამი ხალხის ზიზღი იმდენად მძლავრია, რომ შესაძლოა, მათი აფეთქება ატომური ბომბის აფეთქების სიმძლავრის ტოლფასი იყოს! ამ ფონზე რაც ხდება, ერთი არგუმენტი დადეთ, რატომ უნდა მოგცეთ ხმა? თუ ჯანდაცვის პროგრამას სახეში გვირტყამთ, ასე მიშაც გვახოხიალებდა ჩვენი ფულით დაგებულ ასფალტზე, ბევრ შადრევანს გვიკეთებდა, რომ მასზე გაბრაზებულებს ცივი წყლის დეფიციტი არ გვქონოდა… რას გვამადლით? იმას, რაც გვეკუთვნის?! მაჩანჩალებო, ხელისუფლება ვალდებულია, სახელმწიფო განავითაროს და ევროპასთან ასოცირებული ქვეყანა შპს-ს კი არა, სახელმწიფოს დაამსგავსოს.

„ოცნება“ არ მუშაობს! „ოცნება“ იტყუება! „ოცნება“ გაიხრწნა. ის პოლიტიკური სატყუარაა, რომელიც არანაირ იდეოლოგიასა და ღირებულებებს არ ცნობს, მისი საყრდენი ბიძინა ივანიშვილის განუსაზღვრელი ფულია, ეს გაურკვეველი და ჩამოუყალიბებელი ორგანიზაცია ივანიშვილის გარეშე ერთი დიდი ნეხვის გროვა იქნება, რომელსაც მიწა შთანთქავს.

მეოცნებეებო, თქვენთვის ცხოვრება ისე თამაშობს, როგორც თქვენს ოცნებებშია, მაგრამ თქვენი ფანტაზიორი დედა რომ ვატირე, ჩვენი რეალობა ჯოჯოხეთია, სადაც ადამიანებს ოცნების უფლებაც კი არ დაუტოვეთ. შეცდომას შეცდომებზე უშვებთ, მშიერი მგლის ფიქრები არ გასვენებთ და კიდევ გაქვთ იმედი, რომ უმრავლესობით მოხვალთ… აღდგომა და ხვალეო, აქ ისეთი ამბები მოხდება, ფრთხილად იყავით, თქვენმა მოდგმამ არ გადაგყლაპოთ, საქმე ისე მიდის, დარჩებით ენაგადმოგდებულები. ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ შეკრავს პარლამენტში კოალიციას და ვის მხარეს დაიჭერს გაქოცებულ ნაცმაჟორიტართა ხროვა.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ პოლიტიკური ჟიმაობის შედეგად, „ნაციონალური ოცნების“ ნაყოფი მივიღეთ და რა გასაკვირია, თუკი „რესპუბლიკელი“ უსუფაშვილი ამბობს, რომ ნოემბრის მერე ბიძინა დაახვევს და დაგვტოვებს სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე? პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ხალხი არ იყიდება და ის, რაც თქვენთვის სტანდარტია, ამ ხალხისთვის ღირსების ტოლფასია და სიცოცხლეს გაწირავს, თუკი ფინტებითა და ტრიუკებით კვლავ სისხლიანი რეჟიმის ნამსხვრევებს თავზე დაგვასვამთ. არ დარჩა რეგიონი, სადაც მაჟორიტარად „ნაცმოძრაობის“ სახელშეცვლილი კანდიდატი არ დაგესახელებინოთ. ამ პოლიტიკური ნაბიჭვრებით აპირებთ ხელისუფლებაში მოსვლას?!. სად არის თქვენი დანაპირები სამართლიანობის აღდგენა?!. მხოლოდ ამ ფულის ტომრებისთვის და იმ ე.წ. ახალი სახეების, თუ პოლიტიკური მეძავებისთვის აღდგა სამართლიანობა, ვინც ხალხის სასიკვდილოდ დარბევაზე ხელს უწყობდა მიხეილ სააკაშვილს. სამართლიანობა აღდგა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძისთვის, რომელმაც პრემიების მიღების რეკორდი მოხსნა და 38 ათასი ლარი ისე აიღო, ხელიც არ აჰკანკალებია. თითქოს სამართლიანობა აღადგინა, თითქოს უკანონოდ წართმეული ქონება ხალხს დაუბრუნა, თითქოს დამნაშავე რეჟიმი გაასამართლა, თითქოს სასამართლო დარბაზებში სამართლიანი სამართალი ზეიმობს… ნინო გვენეტაძე არც პირველი და არც უკანასკნელი შემთხვევაა, პრემიებისა და დანამატების პიონერად მაინც ციკნიჭამია ხადური ითვლება, რომელმაც თავისი ფუმფულა დუნდულებისთვის ასი ათასობით ლარის ღირებულების ტუალეტის ქაღალდი შეიძინა ბიუჯეტის ხარჯზე.

…2012 წელს ბიძინა ივანიშვილისთვის რომ გეკითხათ, ამაყად გეტყოდათ, _ „დღეს ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მკვეთრად შევცვალოთ საქართველოს თითოეული მოქალაქის ცხოვრება უკეთესობისკენ…“ _ კი, როგორ არა!.. თქვენი გუნდის თითოეული წევრის ცხოვრება, გეოპოლიტიკური ვითარების მსგავსად, ისე სწრაფად შეიცვალა, საკუთარ თავს ტაშს უკრავენ, _ საღოლ, ხალხისთვის რამდენის წაგლეჯა და რამდენი „ატკატის“ მიღება შეგვძლებიაო, ხოლო მოსახლეობის მდგომარეობის საზომი მაცივარია. თუ ძალიან გაინტერესებთ, გეტყვით, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მაცივარი ცარიელია. მართალია, ეს თქვენს მთავრობას არ აღელვებს და ცალ ფეხზე ჰკიდია, ვისი მაცივრის თაროზე რა დევს, მაგრამ გამწარებული ხალხი 8 ოქტომბერს რომ დაგიკიდებთ, ირბინეთ ბიულეტენებით და აყალბეთ ხმები, მოძველბიჭო ელემენტები კი გყავთ ხელისუფლებაში და აწყვეთ მასშტაბური კორცხელები, მაგრამ, პოლიტიკურო კვერცხებო, გაფრთხილებთ, თუკი იგივე სცენარს გაიმეორებთ, რაც ქართველ ხალხს უკვე ნანახი აქვს და არჩევნებს გააყალბებთ, მერე იმედგაცრუებული ხალხი ნამდვილად გიჩვენებთ დაკიდების მასტერკლასს!

„ალია“, 2016 წელი

თეგები: ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved