გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” მოინახულა, როგორც მან შვილის მონახულების შემდეგ თქვა, მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება უჭირს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელად მძიმეა.
“შემოდიან ექთნები, ექიმი შემოვიდა, ყველა ცდილობს, რომ რაღაც აჭამონ და თვითონაც ძალიან ცდილობს. რაღაცა მივიტანეთ თითქოს მაგრამ ორი ლუკმა შეჭამა და ფაქტობრივად ვერ ჭამს, შეიძლება ითქვას. არ მინახავს ანალიზები… იყო ცუდი ხარისხის, ის რაც მიეცათ და გაეგზავნათ, მაგრამ რაც ნახეს ტრავმა, ტრავმის ნიშნებია,
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს 2 მალის მოტეხილობა და თავის ტვინის დაზიანებები აღენიშნება, რაც, დიდი ალბათობით, გლდანის ციხეში გადაყვანის დროს მიიღო.
კომენტარები