• რეკლამა
  • კონტაქტი
12:40, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიცია, აზრზე მოდით! ქოცებს ეს უმსხვილესი მამაძაღლობა უნდა გაუტაროთ?” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
18:00 06-21-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,542

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი ბექა კობახიძე:

ქვეყანა დგას ეგზისტენციური საფრთხის წინაშე, არჩევნებამდე ოთხი თვეა დარჩენილი. ზაფხულის სიცხეში ნახევარ ქალაქს უწყდება წყალი, რადგან წლების მანძილზე ამ წყალს ნაგავს აყრიდნენ.
ყველა შეწუხდა – ქოციც, რუსეთუმეც, აპოლიტიკურიც, ლაითი გიჟიც და მყარიც. არის თემა, რომელიც გვაერთიანებს და აჩვენებს ხელისუფლების სახეს.
ამ დროს რა უნდა ქნას ოპოზიციამ? რასაკვირველია, საპარლამენტო სიებზე უნდა ეჭიდაონ ერთმანეთს და ქოცებს ეს უმსხვილესი მამაძაღლობა გაუტარონ.
პირველი რიგის ამოცანა ქოცების მოშორებაა. ეს გვესმის და ამიტომ გელოლიავებით, მაგრამ მოვა თქვენი განკითხვის ჟამიც. ეს ქვეყანა მეტს იმსახურებს.
დავიღალეთ ამდენი უსაქმურობით, თავმოუბმელობით, არაშემოქმედებითუნარიანობით, ეგოიზმით და ჯანდაბით. უფსკრულის წინ ვდგავართ და აზრზე მოდით!
თემები ძირს ყრია და ამოწევა უნდა. მაგალითად, ჩემს ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ თითქოს უკრაინაში არ აპირებენ საარჩევნო უბნის გახსნას, სადაც მოსალოდნელია ხელისუფლების მარცხი 90/10-ზე.
გერმანიის, ამერიკის, იტალიის, საბერძნეთის და სხვა ქვეყნების უამრავ ქალაქში გასახსნელია დამატებითი უბნები, სადაც ასიათასობით ხმა იკარგება.
ვინმე ამაზე ილაპარაკებს?
ქოცებს აღებული აქვთ თემა, რომ თუ დამარცხდებიან ომი იქნება და ეს თემა ძალიან კარგად მუშაობს. ვინმე გვაღირსებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ თქვას ომი არ იქნებაო?
მე, ბექა კობახიძე, რომელიც არც მინისტრობას და არც პარლამენტარობას არ ვაპირებ, რომ ვეუბნები ხალხს ომი არ იქნებათქო, რატომ უნდა დამიჯერონ? ვისზე დაყრდნობით ვამბობ?
მე მჭირდება, რომ ლიდერებმა თქვან: ამაზე, ამაზე და ამაზე დაყრდნობით გეუბნებით, რომ ჩვენ მოვდივართ მშვიდობისთვის, ომი არ იქნება… ამაზე დაყრდნობით უნდა ველაპარაკო მე ხალხს. იტყვის ამას ვინმე?
მოდი ჯერ ევროპის ჩემპიონატის დამთავრებას დაველოდოთ, მერე ცხელა და ვისვენებთ, მერე “ბარხატნი სეზონია”….

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved