• რეკლამა
  • კონტაქტი
22:44, შაბათი, 5 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნულით ნულით თუ დამთავრდა, მოთამაშეებს აღარ უნდა მისცენ თამაშის მერე ბანაობის უფლება” – “ახალი წესები”

ალია ავტორი - ალია
21:07 06-14-2024
- ახალი ამბები, სხვადასხვა
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,869

მწერალი, ალეკო შუღლაძე, იუმორისტულ წერილს აქვეყნებს

ძვირფასო გულშემატკივრებო, ვაგრძელებთ ახალი წესების მიღებას, რომელსაც შემდეგ უეფასა და ევროპას მივაწვდით და თუ პოლიტიკაში ჩავფახდით, იქნებ სპორტით მაინც გამოგვივიდეს რამე.
როცა ბურთის ფლობა 80/20-ზეა, ის გუნდი რომელსაც 20 პროცენტი აქვს, თამაშის მერე უნდა დაიშალოს და მისი ფეხბურთელები ქალაქში უნდა გადანაწილდნენ სხვადასხვა ობიექტებზე და იქ იდგნენ დაცვაში.
ასევე როცა ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ დაცვაში და როცა ბურთის ფლობის ნიშნული 30 პროცენტზე დაბლა ჩამოვა, დასახმარებლად მათი ცოლები უნდა მოვიდნენ, დედები, ნათესავები: გვერდით დაუდგნენ, ოფლი მოწმინდონ, ტკბილი სიტყვა უთხრან.
რაც შეეხება პენალტებს: ეპიზოდი რომ უფრო დაიძაბოს და საინტერესო გახდეს, მეკარეს თვალები უნდა ავუხვიოთ. მისთვის ხომ სულერთია, მაინც ბრმად ხტება ხოლმე კუთხეში. თვალახვეულ მეკარეს ბოლო სიტყვის წარმოთქმის უფლება უნდა ჰქონდეს. თუ ლაპარაკის თავი არა აქვს, შეუძლია ბოლო სიგარეტი გააბოლოს.
ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია პენალტის შესრულება სამი ბურთით. ერთი მეკარე დგას და სამი ურტყამს სამ ბურთს. ჩვენ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ართულებს მეკარის მდგომარეობას, მაგრამ პირიქით, ეს ზრდის მის შანსს – სამიდან ერთს თუ მაინც დაიჭერს, პენალტი აღებულად ჩაეთვლება.
თუ გუნდი აგებს და უტევს, დამატებითი წუთები როცა წავა, ქურთუკში მყოფ, შემტევი გუნდის მწვრთნელს და ასევე ერთ, წელზემოთ შიშველ გულშემატკივარს ტრიბუნიდან, უფლება უნდა ჰქონდეთ, მოედანზე მოულოდნელად შევარდნენ და თავის გუნდს მიეხმარონ.
დამნაშავე მეკარის გაძევება საჭირო არ არის, უფრო დიდი სასჯელი ხელების შეკვრაა. ხელები ზურგს უკან უნდა შევუკრათ და იხტუნაოს მერე რამდენიც უნდა.
ეს წესი ადრე რომ შემოეღოთ, მაგალითად, 1982-ში, და შუმახერისთვის ხელები შეეკრათ, ბატისტონს თავში მუშტს ვეღარ ჩაარტყამდა.
უნდა აიკრძალოს ძალიან სწრაფი სირბილი, ფეხბურთელს უნდა ახსოვდეს, რომ მსუბუქი ათლეტიკა სულ სხვა რამეა.
ჰიმნის შესრულება კარგია, მაგრამ ერთი და იგივე მუსიკა მოსაწყენია. გუნდს უფლება უნდა მივცეთ, რომ რაც გაუხარდება, ის შეასრულონ.
VAR რა არის? რაღაც ერთ უინტერესო კადრის ტრიალი წაღმა-უკუღმა. მაგას სჯობს, რამე კარგი გაუშვან იმ დროს, მაგალითად ანტონიონის „Blow Up“.
ნულით ნულით თუ დამთავრდა, მოთამაშეებს აღარ უნდა მისცენ თამაშის მერე ბანაობის უფლება და სახლში ოფლიანები უნდა გაუშვან.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved