• რეკლამა
  • კონტაქტი
15:31, შაბათი, 31 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიუ ჰოსპიტალსი” თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურით აღიჭურვა

ალია ავტორი - ალია
13:42 06-13-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
373

“ნიუ ჰოსპიტალსის” ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ცენტრი გაფართოვდა და დამატებით პრემიუმ კლასის აპარატურით აღიჭურვა. ულტრათანამედროვე სისტემების გამოყენებით კლინიკაში შესაძლებელია მაქსიმალურად ინფორმატიული რადიოლოგიური კვლევების ჩატარება გულსა და სისხლძარღვებზე, სახსრებზე, ფარისებრ ჯირკვალზე, საშარდე სისტემასა და მუცლის ღრუს სხვა ორგანოებზე.

ულტრასონოგრაფიის თანამედროვე აპარატი Philips EPIQ CVx კარდიოლოგიური კვლევის ინოვაციურ, 2024 წლის ფლაგმან სისტემას წარმოადგენს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახდენს გულსისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტირებაში მანამდე უპრეცედენტო შედეგების მიღწევას. სისტემა აღჭურვილია სამგანზომილებიანი (3D) ფოტორეალისტური გამოსახულების შესაძლებლობით, რომელიც უმნიშვნელოვანესია გულის დინამიური ანატომიის შესწავლისა და მისი სტრუქტურების სიღრმის აღქმისათვის. სხეულის სხვა ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა უკვე შესაძლებელია GE LOGIQ Fortis უახლესი თაობის ულტრასონოგრაფით, რომელიც გამოირჩევა სიმძლავრით და გამოსახულების განსაკუთრებული ხარისხით.

სისტემას გააჩნია ვიზუალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგია, რაც მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას და სიღრმისეული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

კომპანია ფილიფსის მიერ წარმოებული EPIQ სერიის აპარატები (Philips Epiq 7, Epiq 5, Epiq CVx) გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მიმართულებით, ხოლო Canon Aplio i800, Aplio i500, Aplio A და GE LOGIQ Fortis, შინაგანი ორგანოებისა და სახსრების პათოლოგიების დიაგნოსტირების მიმართულებით მძლავრ რესურსს წარმოადგენს ულტრასონოგრაფიული კვლევების ყველაზე რთული პრობლემების გადასაჭრელად.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა პათოლოგიების გამოვლენის სწრაფი და უსაფრთხო მეთოდია, რომელიც მაღალი სიხშირის ტალღების გამოყენებით შინაგანი ორგანოებისა და რბილი ქსოვილების სტრუქტურულ გამოსახულებას იძლევა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ულტრასონოგრაფიის ცენტრი აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით, და პაციენტებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება. ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც სხვადასხვა დაავადების დიაგნოსტირებისთვის, უმაღლესი ხარისხის ვიზუალიზაციის სისტემების გამოყენებით, რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე სტანდარტსა და სანდოობას უზრუნველყოფენ.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved