• რეკლამა
  • კონტაქტი
01:07, პარასკევი, 8 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნინო წილოსანის ამბავი მარტივადაა და ამასთანავე – რთულად, ამიტომაა სიაში 61-ე” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
16:42 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,803
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ნინო წილოსანის ამბავი მარტივადაა და ამასთანავე – რთულად.
ხელისუფლებას წლების განმავლობაში მახვილივით ჰქონდა დაკიდებული მისი ოჯახის თავზე 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმე. ეს გამოძიება 2013 წლიდან მიმდინარეობს. 2016 წელს მოულოდნელად ჯემალ ჭკუასელის კანდიდატურა შეცვალეს და მის ნაცვლად გურიაში მაჟორიტარად ნინო წილოსანი დააყენეს. არადა ბანერებზე ჭკუასელი იყო გამოკრული.
საინტერესო იყო ჭკუასელის განმარტება :
ძალიან ბოლო მომენტში ქალბატონ ნინოსაც რაღაც საკითხები ჰქონდა გასარკვევი და მთხოვეს მე. შემდეგ გაირკვა ეს საკითხები და ქალბატონი ნინო წარადგინეს და მე, როგორც ვიყავი თავიდანვე მოაზრებული, გადავედი სიაში.
მოკლედ, რა საკითხები გაარკვია ქალბატონი ნინოს ოჯახმა და ვისთან, ამაზე ვარაუდები რად გვინდა, ჩვენ ფაქტებით ვიმსჯელოთ – ივანიშვილმა სრულად მორჩილი დეპუტატი მიიღო პარლამენტში, ამასთან, ნინოს ოჯახზე 65-მილიონიანი გაფლანგვა-მითვისების საქმე ისევ დარჩა მახვილივით სრული მორჩილების გარანტად.
შარშან, მარტში, რუსული კანონისთვის ხმის მიცემის, მერე ამავე კანონის იძულებითი ჩაგდებისთვის ხმის მიცემის შემდეგ – როცა წილოსანი ხან ისე აჭერდა თითს ღილაკს და ხან ასე, იმის მიხედვით, როგორც ბატონი უბრძანებდა, ჰოი, საოცრებავ, უკვე აპრილში საქალაქო სასამართლომ მოიფიქრა და 10-წლიანი პერიოდის მერე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 65 მილიონის საქმეზე.
მაგრამ ეს საჩუქარი მთლად საჩუქარი არ გამოდგა. ივანიშვილს მორჩილება დროებით კი არა, სამუდამოდ სჭირდება. ამიტომ შარშანვე, ოქტომბერში, პროკურატურამ საქმე მეორე ინსტანციაში შეიტანა. გამოხდა ხანი. ივანიშვილმა ისევ შემოაბრუნა რუსული კანონი და ნინომაც ისევ მიაჭირა ღილაკს თითი, ბატონის ბრძანებისამებრ.
გავიდა რამდენიმე თვე და დადგა საარჩევნო სიის დაკომპლექტების დრო. პოლიტიკურად სრულად დისკრედიტირებული, მაგრამ ივანიშვილისადმი იძულებით ერთგულებაში მყოფი ნინო გადაისროლეს 61-ე ადგილზე. სამაგიეროდ, ამ სიის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, აგერ ამ თვეს, სექტემბერში, მეორე ინსტანციამაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა 65 მილიონის გაფლანგვა-მითვისების საქმეზე. ალბათ ეს ერთგვარი კომპენსაცია იყო. არ გეწყინოს, მართალია, ყველაფერი იკადრე და ყველაფერს უსიტყვოდ ასრულებდი, მაგრამ სიის პირველ სამოცეულშიც კი ვერ იქნები, სამაგიეროდ, მეორე ინსტანციაში გაგიკეთეთ საჩუქარი.
მაგრამ არც ეს საჩუქარია მთლად საჩუქარი. არსებობს საკასაციო ინსტანციაც. თუ პროკურატურა იქ წაიღებს საქმეს, მახვილი ისევ დაკიდებულ მდგომარეობაში დარჩება.
ხომ ყველაფერი მარტივია. მაშ, რა არის სირთულე ? ის, რომ ხელისუფლება რომ შეიცვლება, ეს საქმე ისევ მართლმსაჯულების ხელში დარჩება – მესამე ინსტანციაში, ოღონდ რეალობა იქნება სხვა. თუ ნინო იმაზე ოცნებობს, რომ ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ეს საქმე, როგორც ბასრი მახვილი, ისევ მისი ოჯახის თავზე დარჩება ჩამოკიდებული.
ასეთი ამბავია. ამიტომაა ნინო სიაში 61-ე. მოხვდება პარლამენტში თუ ვერ მოხვდება, ეს საკითხი არ წყდება მისთვის – რა ელოდება მომავალში მის წინააღმდეგ კომპრომატს, ესაა მთავარი.
ვნახოთ, რას უბრძანებს ბიძინა პროკურატურას – უჯიგრებს ბოლომდე და დაასრულებს ამ გოგოს წვალებას თუ დაუტოვებს ამ საქმეს დაუსრულებლად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება
ახალი ამბები

პირველი, სრულად ევროპული სტანდარტის ნუშის ბაღი საქართველოში – თიბისის მხარდაჭერით, კახეთში აგროპროექტი ვითარდება

18:40 05-07-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები, ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

12:15 05-07-2026
სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“
ახალი ამბები

სიახლე ქართულ სადაზღვევო ბაზარზე — ფრილანსერების დაზღვევა „სადაზღვევო კომპანია ვაიზერისგან“

12:07 05-07-2026
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ახალი ამბები

YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება

14:18 05-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved