“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მივიდა. გვარამია უწყებაში ადვოკატთან ერთადგამოცხადდა. ის უწყებამ გუშინ დაიბარა. ნიკა გვარამიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საუბარია კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე.
საქმეზ ეძიება გასული წლის სექტემბერში დაიწყო. ინფორმაცია ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2021 წლის 30 სექტემბერს გაავრცელა.
კომენტარები